უკვე მეორე წელია, რაც კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" (თავმჯდომარე - პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი) ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის (დირექტორი - ირაკლი ღარიბაშვილი) საკონფერენციო დარბაზში "ლიტერატურული სემინარების" პროექტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ლიტარატურის, ხელოვნების, კულტურის სხვადასხვა საკითხებზე. ეს უდაოდ საინტერესო შეხვედრები, რომლის დროსაც დარბაზი თითქმის ყოველთვის გადავსებულია ხოლმე, უამრავ მსმენელს იზიდავს და პერიოდულად შუქდება კიდეც პრესის, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით.
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" "ლიტერატურული სემინარების" ფარგლებში უკვე ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
1. კავშირი - პოეტური ორდენ "მარადახალი ქნარის" წევრთა ერთობლივი პოეზიის საღამო და პროექტ "ლიტერატურული სემინარების" წარდგინება - 12 ნოემბერი 2010 წელი
2. ფერეიდნული პოეზიის გასვლითი საღამო ეგზოტიკურ ჩაიხანა "გულანშაროში" - 19 ნოემბერი 2010 წელი
3. ახალგაზრდა პოეტ ბექა ახალაიას პოეზიის საღამო - 3 დეკემბერი 2010 წელი
4. შეხვედრა ილტოს ხეობელ სახალხო მთქმელ ელგუჯა უძილაურთან - 12 დეკემბერი 2010 წელი
5. წინასაახალწლო კარნავალი - "საბავშვო პოეზია დიდებისთვის" - 26 დეკემბერი 2010 წელი
6. მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ჩარგლის სასაფლაოზე - 25 იანვარი 2011 წელი
7. ახალგაზრდა პოეტ გურამ ქავთარაძის (ფრესკაული) ლექსების პირველი კრებულის "დგახარ კედელთან" წარდგინება - 25 თებერვალი 2011 წელი
8. შეხვედრა პოეტ ვაჟა ხორნაულთან - 11 მარტი 2011 წელი
9. თსუ პროფესორ, ფოლკლორისტ ტრისტან მახაურის მოხსენება "კაფიის ჟანრის რაობისთვის" - 1 აპრილი 2011 წელი
10. გიორგი ალავერდაშვილის ინტარნეტსაიტ "Fereidani.ge"-ს წარდგინება - 15 აპრილი 2011 წელი
11. კავშირი - პოეტური ორდენ "მარადახალი ქნარის" წევრთა გასვლითი პოეზიის საღამო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში - 29 აპრილი 2011 წელი
12. გიზო ვაშაკიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა - 6-14 მაისი 2011 წელი
13. პოეზიისა და ხალხური მუსიკის საღამო - "ჩვენი ჰერეთი - საინგილოს ანდამატი" - 20 მაისი 2011 წელი
14. მწერალ მიხო მოსულიშვილის წიგნის "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე (ჩანაწერები ვაჟა ფშაველაზე)" წარდგინება
რაც დრო გადის, "მარადახალი ქნარის" "ლიტერატურული სემინარები" უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს, პოპულარული და პრესტიჟული ხდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და ბევრ სასიამოვნო წუთს ვპირდებით ჩვენს ერთგულ მსმენელს, რომელთა რიცხვი და ხარისხიც, ჩვენდა სასიამოვნოდ, ასე ინტენსიურად იზრდება და ფართოვდება.
* * *
მინდა მკითხველს, ორიოდე სიტყვით, კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" შესახებ ვაუწყო.: პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი" გასული საუკუნის 90-იანი წლების უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტდამთავრებულთა ბაზაზე შეიქმნა. ორდენში გაერთიანდნენ მიხეილ ღანიშაშვილი, სევარიონ ნადირაძე, ტრისტან მახაური, ზურაბ ჯაფარიძე, მურღვა არდოტელი, ქეთევან დოლიძე და თამარ ლომიძე. 1992 წელს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის გადაჭედილ დარბაზში მოეწყო პირველი საჯარო წარდგინება "მარადახალი ქნარის", როგორც დამოუკიდებელი პოეტური გაერთიანებისა. 2004 წელს მოხდა პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" კავშირის სახით ოფიციალური რეგისტრაცია შესაბამისი ატრიბუტიკითა და ემბლემით. კავშირის თავმჯდომარედ დამტკიცდა მისი ერთ-ერთი უშუალო დამაარსებელთაგანი მიხეილ ღანიშაშვილი. ამ პერიოდისათვის "მარადახალ ქნარს" უკვე აკლდა ერთი წევრი, პოეტი და გამომცემელი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც 1995 წელს ტრაგიკულად აღესრულა ხევსურეთის მთებში. რეგისტრაციის პერიოდისთვის კი ორდენის სიას უკვე ავსებდა ლიტერატორი და მეცნიერი ხვთისო მამისიმედიშვილი. "მარადახალ ქნარს" თავისი არსებობის მანძილზე გამართული აქვს არაერთი სალიტერატურო შეხვედრა და პოეზიის საღამო, როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს მთელი რიგ ქალაქებისა და რაიონების სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებში, სკოლებში. ორდენის წევრების შემოქმედება ჟანრობრივად და თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ კალამს ეკუთვნის როგორც პოტეური, ისე პროზაული ნაწარმოებები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სამეცნიერო-ფილოლოგიური გამოკვლევები. ორდენის ყოველ წევრს გამოცემული აქვს არაერთი წიგნი. ორდენის ცალკეულ წევრთა ზოგიერთი ნაწარმოები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, დაბეჭდილია საზღვარგარეთულ გამოცემებში. კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" წევრები უპირატესობას ანიჭებენ მხატვრული გამოსახვის ტრადიციულ, კლასიკურ ფორმებს, მშვენიერის ესთეტიკას, მითოსს, ფოლკლორს, რელიგიას, ისტორიზმს... "მარადახალი ქნარი" არც არასოდეს ყოფილა და არც ახლა არის არც ე.წ. მწერალთა კავშირის კონვენციონისტთა ფრთისა და არც ე. წ. ავანგარდისტული მიმდინარეობების მომხრეთა სატელიტი სამწერლო გაერთიანება. ესაა ცალსახად დამოუკიდებელი, საკუთარი გზისა და გეზის მქონე შემოქმედებითი დაჯგუფება, რომელიც მიესალმება სალიტერატურო სივრცის მრავალფეროვნებას და ლიტერატურულ მიმდინარეობათა თანაარსებობის დემოკრატიულ პრინციპს.
2011 წლის 22 ივნისს, 19.00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში (ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. #43/1) გაიმართება ფშაური ფოლკლორის საღამო, რომელიც ეძღვნება ვაჟა ფშაველას 150 წლის იუბილეს. მონაწილეობენ ფშაველი სახალხო მთქმელები, ყველა ფშაველი ვისაც დღეს ენა ლექსად უჭრის ფშავსა და ფშავლებით დასახლებულ მიკროფშვში - თიანეთში, ლაფანყურში და ახმეტაში მცხოვრებნი. იქნებიან ყველასათვის კარგად ცნობილი ფშაველი და ფშაური ცეკვა-სიმღერების შემსრულებლები... “ლაშარი” “კოკროჭინა”, ტრიო “აონი”, დუეტი “სიმი”, დები ნაყეურების ტრიო, ანსამბლი “ანანური”, ინტერნეტნიჭიერის გიორგი გოგლაური, მაია მამსირაშვილი, ეკა ბაიაშვილი და ლევან გუშარაშვილი, ლაშა და გიგა იანვარაშვილები..
გამოიფინება ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ხელნაკეთი ნიმუშები.გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები და წიგნები "და უფსკრულს დასცქერს პირიმზე" (ვაჟას ილუსტრირებული ბიოგრაფია) და “ფშაური ხალხური პოეზია" რჩეული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ასევე, გისურვებთ წარმატებებს... მიუხედავად ყველა ამსაიტური უსიამოვნება-გრაჩევებისა, რაც ალბათ გარდაუვალია, თქვენ გაქვთ რაღაც საკუთარი პრინციპები, რომლებსაც ხშირად აჟღერებთ ხოლმე, რასაც ბევრჯერ მოვუხიბლივარ, თუმცა შემდგომ თქვენივე ქმედებით საიტზე სახტად დავუტოვებივარ... ისე კი ვაფასებ საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანებს... სასარგებლო საქმის კეთება საქმისთვის, ეს ყველაზე დასაფასებელია ასევე, გისურვებთ წარმატებებს... მიუხედავად ყველა ამსაიტური უსიამოვნება-გრაჩევებისა, რაც ალბათ გარდაუვალია, თქვენ გაქვთ რაღაც საკუთარი პრინციპები, რომლებსაც ხშირად აჟღერებთ ხოლმე, რასაც ბევრჯერ მოვუხიბლივარ, თუმცა შემდგომ თქვენივე ქმედებით საიტზე სახტად დავუტოვებივარ... ისე კი ვაფასებ საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანებს... სასარგებლო საქმის კეთება საქმისთვის, ეს ყველაზე დასაფასებელია
20. მადლობა, მუხა, დიდი მადლობა და წარმატებები ასევე თქვენც! მადლობა, მუხა, დიდი მადლობა და წარმატებები ასევე თქვენც!
19. საინტერესო პუბლიკაცია, მე ადრეც მოგწერეთ,რომ წავიკითხე თქვენ შესახებ ინტერვიუ და ავღნიშნე, რომ მომეწონა თქვენი ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა თუმცა ადრეც მქონდა გაგებული პოეტურ ორდენ " მარადახალი ქნარის"-ის შესახებ.წაკიტხული მაქვს: "დოხტურიანი" მიხეილ ჭინჭარაულის, ავთანდილ(ოტო) დაიაურის "მღერის არღუნი", და ნიკო ზვიადაურის (მურღვა არდოტელის) "თენების მთვარე" კარგ საქმეს აკეთებს"მარადახალიქნარი" და გისურვებ ილტოსპირელს წარმატებას და წარმატებას! საინტერესო პუბლიკაცია, მე ადრეც მოგწერეთ,რომ წავიკითხე თქვენ შესახებ ინტერვიუ და ავღნიშნე, რომ მომეწონა თქვენი ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა თუმცა ადრეც მქონდა გაგებული პოეტურ ორდენ " მარადახალი ქნარის"-ის შესახებ.წაკიტხული მაქვს: "დოხტურიანი" მიხეილ ჭინჭარაულის, ავთანდილ(ოტო) დაიაურის "მღერის არღუნი", და ნიკო ზვიადაურის (მურღვა არდოტელის) "თენების მთვარე" კარგ საქმეს აკეთებს"მარადახალიქნარი" და გისურვებ ილტოსპირელს წარმატებას და წარმატებას!
18. რამდენიმეს დავესწარია, სიამოვნებით.... წარმატებები სამომავლოდ ამ კარგ საქმეში!
რამდენიმეს დავესწარია, სიამოვნებით.... წარმატებები სამომავლოდ ამ კარგ საქმეში!
17. სამწუხაროდ ამ ღონისძიებებს მე ვერ დავესწარი და ძალიან ვნანობ... მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, წარმატებებს გისურვებთ. :) სამწუხაროდ ამ ღონისძიებებს მე ვერ დავესწარი და ძალიან ვნანობ... მართლაც ეროვნულ საქმეს აკეთებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, წარმატებებს გისურვებთ. :)
16. გაუმარჯოს ”მარადახალი ქნარის” მარადიულობას! გაუმარჯოს ”მარადახალი ქნარის” მარადიულობას!
15. წარმატებები და კეთილი სურვილები მარად მოძრავ და აქტიურ "მარადახალ ქნარს " :))) წარმატებები და კეთილი სურვილები მარად მოძრავ და აქტიურ "მარადახალ ქნარს " :)))
14. მადლობა და შევეცდები, ნ ა ზ ა რ ე ვ ე ლ ო, რომ შენს კითხვებს ვუპასუხო:
1. რატომ აიყვანეთ ეს კავშირი ”ორდენის” ხარისხში? (რათქმაუნდა ექნება ახსნა თუ რატომ არის ეს ორდენი და არა უბრალოდ კავშირი..
- არავითარ ხარისხში არ აგვიყვანია. საქმე ასე იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგესაც ჩვენი დაჯგუფება იქმნებოდა, მსგავს გაერთიანებეს 20-30-იანი წლების მიბაძვით, ორდენებს არქმევდნენ ხოლმე და ჩვენს ინერციით ორდენად მოვნათლეთ ჩვენი თავი. მოგვიანებით კი, 2004 წელს, როცა უკვე ოფიციალურად რეგისტრაციაში გავტარდით, აუცილებელი ფორმა ამგვარი გაერთიანებების რეგისტრაციისა "კავშირი" იყო. მაშინ ჩვენთვის არავის უთქვამს და ჩვენც ვერ დავფიქრდით, რომ ეს ძალიან ვრცელი დასახელება გამოგვდიოდა (კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარი" ). ამჟამად მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ყველაზე უკეთესი იქნებოდა, რომ გვერქვას უბრალოდ - კავშირი" მარადახალი ქნარი" და ალბათ ამას კიდეც გავაკეთებთ, ოღონდ ხელახალი რეგისტრაცია დაგვჭირდება სასამართლოში და ბეჭდისა და ემბლემის შეცვლაც მოგვიწევს, რადგან ორივე მათგანში სახელწოდების გრძელი ვარიანტია დაფიქსირებული.
2. როგორ შეიძლება ამ ორდენის მფლობელი გახდეს, ან კავშირის წევრი, მწერალი, პოეტი თუ პუბლიცისტი?
- ორდენის წევრთა რიცხვი (7 წევრი), დღიდან მისი შექმნისა არ შეცვლილა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქამდეც ბევრს გამოუთქვამს სურვილი ჩვენთან გაწევრებისა. ფორმალურად ამას იქნებ წინ არც არაფერი ედგეს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის თავს ვიკავებდით ამგვარი ნაბიჯისაგან. ვფიქრობ, სამომავლოდ გამოვაცხადებთ კავშირ "მარადახალ ქნარში" გაწევრების მსურველთა მიღებას. ორდენის წევრად გახდომის მსურველები უნდა იცნობდნენ კავშირის წესდებას და ეთანხმებოდნენ მის მსოფლმხედველობრივ, მხატვრულ, ესთეტიკურ საფუძვლებს.
3, რა სამომავლო გეგმები გაქვთ დასახული მომავალში? (ვგულისხმობ ფესტივალებსა თუ კონკურსებს).
- "მარადახალი ქნარის" ძირითადი საქმიანობის აქცენტი ამ ეტაპზე მიმართულია" პროექტ "ლიტერატურული სემინარების" ხარისხიანი და სრულფასოვანი რეალიზაციისაკენ. უკვე ჩავატარეთ 14 ღონისძიება, რომლებმაც ძალზე საინტერესო და აკადემიური ავტორები და აუდიტორია შემოკრიბა. ჩვენთან მოსვლის მსურველი ბევრია. ვცდილობთ, უკეთესთა შორის უკეთესები წარმოვაჩინოთ, როგორც საავტორო, ისე ტემატური კუთხით. გროვდება საკმაოდ სოლიდური ლიტერატურული მასალა. ვფიქრობთ, რომ უპრიანი იქნებოდა გამოგვეცა ლიტერატურული გაზეთი ან ჟურნალი. ვნახოთ, ამ მხრივ, ყველაფერი ფინანსურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება კონკურსებსა და ფესტივალებს; ჩემი პირადი უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოში დღეს მიმდინარე კონკურსებისა და ფესტივალების მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია. თუ შევძლებთ ობიექტური, ანონიმური და უაღრესად პროფესიონალური სქემის შემუშავებას ამგვარი ღონისძიებებისათვის, არ არის გამორიცხული, რომ "მარადახალმა ქნარმაც" დაიწყოს კონკურსის ან ფესტივალის ორგანიზება.
აი, ეს არის ჩემი მოკლე პასუხები კითხვებზე, რომლებიც ნამდვილად სერიოზული მეჩვენა.
მადლობა და შევეცდები, ნ ა ზ ა რ ე ვ ე ლ ო, რომ შენს კითხვებს ვუპასუხო:

13. მქონდა პატივი, აქ აღნიშნულთაგან ზოგიერთ საღამოს დავსწრებოდი! კვლავ წარმატებებს ვუსურვებ "მარადახალ ქნარს"! მქონდა პატივი, აქ აღნიშნულთაგან ზოგიერთ საღამოს დავსწრებოდი! კვლავ წარმატებებს ვუსურვებ "მარადახალ ქნარს"!
12. ბატონ მიშას გაუმარჯოს....:) მიხარია ასეთი კაცი რომ არსებობს ....მშრომელი და თავისი საქმის უბადლოდ მოსიყვარულეე......
წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ამ ორდენსაც.....
მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვა და მანტერესებს თქვენი პასუხები ბატონო მიშა.....
1. რატომ აიყვანეთ ეს კავშირი ”ორდენის” ხარისხში? (რათქმაუნდა ექნება ახსნა თუ რატომ არის ეს ორდენი და არა უბრალოდ კავშირი..
2. როგორ შეიძლება ამ ორდენის მფლობელი გახდეს, ან კავშირის წევრი, მწერალი, პოეტი თუ პუბლიცისტი?
3, რა სამომავლო გეგმები გაქვთ დასახული მომავალში? (ვგულისხმობ ფესტივალებსა თუ კონკურსებს).
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი” ბატონ მიშას გაუმარჯოს....:) მიხარია ასეთი კაცი რომ არსებობს ....მშრომელი და თავისი საქმის უბადლოდ მოსიყვარულეე......
წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ამ ორდენსაც.....
მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვა და მანტერესებს თქვენი პასუხები ბატონო მიშა.....
1. რატომ აიყვანეთ ეს კავშირი ”ორდენის” ხარისხში? (რათქმაუნდა ექნება ახსნა თუ რატომ არის ეს ორდენი და არა უბრალოდ კავშირი..
2. როგორ შეიძლება ამ ორდენის მფლობელი გახდეს, ან კავშირის წევრი, მწერალი, პოეტი თუ პუბლიცისტი?
3, რა სამომავლო გეგმები გაქვთ დასახული მომავალში? (ვგულისხმობ ფესტივალებსა თუ კონკურსებს).
პატივისცემით: ”გიგარიონ პირველი”
11. კარგ საქმეს აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგომართოთ! კარგ საქმეს აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგომართოთ!
10. მადლობა აქ შემომსვლელებს და "მარადახალი ქნარის" შრომის შემფასებლებსა და დამფასებლებს! ნიკა, მართალი ხარ, ყველა ჩვენგანი ქმნის ჩვენი მწერლობის, ლიტერატურის სუფთა და უანგარო ისტორიას! მიხარია, რომ ამ ისტორიის შექმნაში ვმონაწილეობთ ჩვენც და ამას ხედავს საზოგადოება! წარმატებები ყველა თქვენგანს ცხოვრებასა და შემოქმედებაში! მადლობა აქ შემომსვლელებს და "მარადახალი ქნარის" შრომის შემფასებლებსა და დამფასებლებს! ნიკა, მართალი ხარ, ყველა ჩვენგანი ქმნის ჩვენი მწერლობის, ლიტერატურის სუფთა და უანგარო ისტორიას! მიხარია, რომ ამ ისტორიის შექმნაში ვმონაწილეობთ ჩვენც და ამას ხედავს საზოგადოება! წარმატებები ყველა თქვენგანს ცხოვრებასა და შემოქმედებაში!
9. ..
მიყვარს, რომ მოძრაობს ადამიანი, ვერ ისვენებს, აკეთებს რაღაცას, ქმნის ისტორიას. ზოგი საღამო გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო, თავისი წილი სიკეთე კი, ყველას ჰქონდა, ალბათ.
წარმატებები, მიშა.
ყველა სიკეთე. ..
მიყვარს, რომ მოძრაობს ადამიანი, ვერ ისვენებს, აკეთებს რაღაცას, ქმნის ისტორიას. ზოგი საღამო გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო, თავისი წილი სიკეთე კი, ყველას ჰქონდა, ალბათ.
წარმატებები, მიშა.
ყველა სიკეთე.
8. თითქმის ყველა ამ ღონისძიებაზე ვარ დასწრებული (სამწუხაროდ, გასვლითი საღამოები გამოვტოვე) და დიდი მადლობა ბ-ნო მიხეილ თქვენ და ამ ორდენის ყველა წევრს! დაველოდები თქვენს მიერ ორგანიზებულ კიდევ უამრავ თბილ საღამოს! გმადლობთ, რომ ხართ!!! თითქმის ყველა ამ ღონისძიებაზე ვარ დასწრებული (სამწუხაროდ, გასვლითი საღამოები გამოვტოვე) და დიდი მადლობა ბ-ნო მიხეილ თქვენ და ამ ორდენის ყველა წევრს! დაველოდები თქვენს მიერ ორგანიზებულ კიდევ უამრავ თბილ საღამოს! გმადლობთ, რომ ხართ!!!
7. ბატონო მიხეილ, მისასალმებელია, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირების ალტერნატივა და ერთ-ერთი "მარადახალი ქნარია". მინდა, მთელი სულითა და გულით ვუსურვო წარმატებები თქვენს კავშირს! მართლაც დიდებულ საქმეს აკეთებთ! ბატონო მიხეილ, მისასალმებელია, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა შემოქმედებითი კავშირების ალტერნატივა და ერთ-ერთი "მარადახალი ქნარია". მინდა, მთელი სულითა და გულით ვუსურვო წარმატებები თქვენს კავშირს! მართლაც დიდებულ საქმეს აკეთებთ!
6. წარმატებები და წარმატებები! წარმატებები და წარმატებები!
5. წარმატებები მინდა ვუსუვო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და არაერთი კარგი და ხარისხიანი შემექმედებითი საღამოს ჩატარება შემდგომში!
წარმატებები და წარმატებები...
წარმატებები მინდა ვუსუვო ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და არაერთი კარგი და ხარისხიანი შემექმედებითი საღამოს ჩატარება შემდგომში!
წარმატებები და წარმატებები...
4. კარგ საქმეს აკეთებს მარადახალი ქნარი. ჩემთვის მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი ფშავში მოგზაურობა და ჰერული საღამო იყო! კარგ საქმეს აკეთებს მარადახალი ქნარი. ჩემთვის მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი ფშავში მოგზაურობა და ჰერული საღამო იყო!
3. წარმატებები მარადახალ ქნარს და ყველას ! :) წარმატებები მარადახალ ქნარს და ყველას ! :)
2. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამო!
და კიდევ ერთი გარემოებაც იყო: როდესაც სადისერტაციო თემების დაწერაში ფულს იხდიდნენ და დაცვებიც ისეთი უსუსრი იყო, რომ ლამის ყველაფერი სრულ აბსურდამდე და პროფანაციამდე დადიოდა, თანდათან გული მიტყდებოდა ამ საქმეზე.
უნივრსიტეტში სწავლისას ფოლკლორისტიკაში სემინარებს გვიკითხავდა დიდებული ადამიანი, პიროვნება, ინდივიდი და უმაღლესი პროფესიონალი, ხარისხდაუცველი ბატონი იურა (გიორგი) ჯაფარიძე, რომელიც დღემდე რჩება ჩემთვის სამაგალითოდ. სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა. აცხონოს ღმერთმა!
პროტესტი და აი, ეს გარემოებები იყო ძირითადი მიზეზი, თორემ სადისერტაციო თემაც თითქმის დასრულებული მქონდა და სამინიმუმო გამოცდებიც სულ ხუთებზე ჩაბარებული.
თუმცა მინდა აქვე ვთქვა, რომ: არაფერს ვნანობ, სავსებით სწორად მოვიქეცი!
რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამო!

1. თქვენზე პრესა.გე ზე წავიკითხე სტატია... ხარისხი მართლა პროტესტის გამო არ დაიცვით? თქვენზე პრესა.გე ზე წავიკითხე სტატია... ხარისხი მართლა პროტესტის გამო არ დაიცვით?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|