თამბაქოს კვამლით გაიჟღინთა ცივი სიბნელე , მკრთალი მუზები დამთამაშებს სახეზე დღესაც, ვერც შვება ვპოვე, ვერც მიზანი, ამ ქვეყნად ვერსად ამ მკრთალი მუზით ჩემი თავის სიბეცეს ვლექსავ
ვეღარ გავიგე მე სიმართლე ვეძებო რაში ვხედავ სიმხდალე შეპარვიათ ქართველებს ხმაში, მე მელნით არ ვწერ აქ ცრემლები დავღვარე ლურჯად ვდგავარ ამაყი, რუსთაველზე ქცეული მუნჯად
აქ მოიყარა ყველა დროის ავ კარგმა თავი, აქ შამქორია ჩემთვის დღეს და თან წიწამური, ამ ფესვებს ჭადრის წინაპრების გაუჯდათ სისხლი, აქ ნამუს სინდის შეერია ბოღმა და შური
მეტეხის ხიდსაც მივაშურე მუზებ აშლილმა, ლანდს ვხედავ ისევ ეულს ბარათაშვილის წითლად შეღება ჩვენმა რწმენამ აქ მტკვარი მღვრიე, და რატომ მიყვარს საქართველო თქვენ მკითხავთ კიდე?!
დროს დაბრუნება რომ შემეძლოს ნეტავი უკან ალბად ათი წლით გადავწევდი კალენდარს ჩემსას, მახსოვს ვამბობდი ერთგულება მტრობაშიც უნდა მაშინ რაინდულ იდეალებს ვეძებდი ყველგან,
ერთი წლის შემდეგ რაინდობა გახუნდა დროით, ორი წლის შემდეგ სიყვარული შეცვალა სექსმა, სამი წლის შემდეგ ვაჟკაცობა აქ გახდა როლი, მე კი გავბრუვდი ასეთი დღე მარგუნა ბედმა
ოთხი წლის შემდეგპატრიოტებს ეძახდნენ გოიმს, ხუთი წლის შემდეგ მოქეიფე ადარეს გეის, აქ რქიანებმა შეითავსეს ფერები მოდის, არც წაღმა ბრუნავს და არც უკან ბორბალი ბედის
ექვსი წლის შემდეგ მოშიმშილეს ურტყავდნენ კეტებს, შვიდი წლის შემდეგ ცხედრებსაც კი აყრიდნენ ჯერებს, შემდეგ ბულდოზრით დაგვიმიწეს ჩვენ ჯარის სული, მიკვირს როგორღა ამის შემდეგ მიფეთქავს გული
დროს დაბრუნება რომ შემეძლოს ნეტავი უკან ხუთი წუთის წინ გადავწევდი კალენდარს ჩემსას რომ სულ ეს აზრი ვიმეორო ყველასთან, ყველგან, ჩემ თავის მიკვირს არ მოვითხოვ არაფერს თქვენგან
თამბაქოს კვამლით გაიჟღინთა ცივი სიბნელე მკრთალი მუზები დამთამაშებს სახეზე დღესაც, ვერც შვება ვპოვე ვერც მიზანი ამ ქვეყნად ვერსად ამ მკრთალი მუზით ჩემი თავის სიბეცეს ვლექსავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. : ) ეს უკვე ითქვა , ახალი არაფერი არ არის აქ, განწყობის ბანალურად გადმოცემის გარდა : ) ეს უკვე ითქვა , ახალი არაფერი არ არის აქ, განწყობის ბანალურად გადმოცემის გარდა
13. საინტერესო შინაარსის ლექსი!სათაური შესაცვლელია! საინტერესო შინაარსის ლექსი!სათაური შესაცვლელია!
12. აზრი გასაგებია ქართველო და წარმატებებს გისურვებ და მწარე სიმარტლისტვის მადლობა ამას ბევრი ვერ შეეგუება მაგრამ..........სათაურის რირსი არრრააა ეს ლექსი სხვა სათაური მოუძებნე......... აზრი გასაგებია ქართველო და წარმატებებს გისურვებ და მწარე სიმარტლისტვის მადლობა ამას ბევრი ვერ შეეგუება მაგრამ..........სათაურის რირსი არრრააა ეს ლექსი სხვა სათაური მოუძებნე.........
10. მომეწონა . შინაარსი საინტერესო და აქტუალური.მიხარია, რომ დაბრუნდი საიტზე! მომეწონა . შინაარსი საინტერესო და აქტუალური.მიხარია, რომ დაბრუნდი საიტზე!
9. იმ ვეფხისტყაოსანს ჯობია! შეილება იმიტო რო მე ის არ მომწონს! რავიცი, რავიცი, რავიცი........................:D:D:D
იმ ვეფხისტყაოსანს ჯობია! შეილება იმიტო რო მე ის არ მომწონს! რავიცი, რავიცი, რავიცი........................:D:D:D
7. სათაურს არ უხდება ეს ლექსი თორე ისე მომეწონა საინტერესო რაღაცეები აღნიშნე სათაურს არ უხდება ეს ლექსი თორე ისე მომეწონა საინტერესო რაღაცეები აღნიშნე
6. ამისთვის, ამდენი წვალება არ ღირდა:) წერა არ დაგზარებია:) --- ამისთვის, ამდენი წვალება არ ღირდა:) წერა არ დაგზარებია:) ---
5. საშინელებაა, რომ დღეს ღალატიდან დაწყებული ყველაფერს სიყვარულს არქმევენ! გინდ სამშობლოსი გინდ რაც გნებავთ!
მე ამას გაბუჩქისძირებას დავარქმევდი... +1 საშინელებაა, რომ დღეს ღალატიდან დაწყებული ყველაფერს სიყვარულს არქმევენ! გინდ სამშობლოსი გინდ რაც გნებავთ!
მე ამას გაბუჩქისძირებას დავარქმევდი... +1
4. არ მომწონს რა თქმა უნდა. არ მომწონს რა თქმა უნდა.
3. მე მომწონს ძალიან, ოღონდ შინაარსით, რითმა დასახვეწიაააააააა მე მომწონს ძალიან, ოღონდ შინაარსით, რითმა დასახვეწიაააააააა
2. ლექსი მთლიან ჯამში დასახვეწია, ღითმებიც გადადის, მაგრამ აზრში +5 და ბევრი კაიმონაკვეთიც იყო ლექსი მთლიან ჯამში დასახვეწია, ღითმებიც გადადის, მაგრამ აზრში +5 და ბევრი კაიმონაკვეთიც იყო
1. ერთი წლის შემდეგ რაინდობა გახუნდა დროით, ორი წლის შემდეგ სიყვარული შეცვალა სექსმა, სამი წლის შემდეგ ვაჟკაცობა აქ გახდა როლი, მე კი გავბრუვდი ასეთი დღე მარგუნა ბედმა.
მძიმეა!:(:(
თუმცა ბევრი რეალობაა აქ ერთი წლის შემდეგ რაინდობა გახუნდა დროით, ორი წლის შემდეგ სიყვარული შეცვალა სექსმა, სამი წლის შემდეგ ვაჟკაცობა აქ გახდა როლი, მე კი გავბრუვდი ასეთი დღე მარგუნა ბედმა.
მძიმეა!:(:(
თუმცა ბევრი რეალობაა აქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|