ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იურისტ...
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2011


პრინციპი(?)

1968 წლის აგვისტო, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან გამოცდების შედეგების გამოცხადებას. მათ შორის არის ჩხეიძე ლია ოზურგეთიდან. ,,ყურადღება, ყურადღება!’’—გაისმა ომახიანად, ,,შველიძე კატო-38 ქულა, პატარაშვილი ნანა - 34 ქულა, ჩხეიძე ლია – 36 ქულა..’’, გამსვლელი ქულა იყო 37.

1969 წლის აგვისტო, გამოცდების შედეგების მომლოდინე აბიტურიენტები და დიქტორის კვლავ ომახიანი ხმა: ,,ჩხეიძე ლია 35 ქულა....’’ –გამსვლელი ქულა იყო 36.

1978 წლის აგვისტო, უკვე მეთერთმეტე წელია ლია იბრძვის ექიმობისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ წელიწადს ერთი ქულა აშორებს სასურველ მიზანს. ამ წელსაც არ გაუმართლა.....ისევ ერთი ქულით.

1979 წელი. ლია ჩხეიძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. ჩარიცხულთა შორის ყველაზე მაღალი ქულა სწორედ მისი გვარის გასწვრივ წერია. შინ მისულს, კი კარებთან წერილი ხვდება, ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლია ჩხეიძეს’’ – აწერია კონვერტს. წერილის ტექსტი: ,, თქვენ ჩარიცხული ხართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრიულ ფაკულტეტზე. არაერთი წარუმატებლობის  მიუხედავად ჩვენ დავინახეთ თქვენი ცოდნა, ვაფასებთ თქვენს მონდომებასა და ნებისყოფას. გილოცავთ, გელოდებით პირველ სექტემბერს. პატივისცემით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი’’.

1979 წლის 1 სექტემბერი. საგულდაგულოდ გამოპრანჭულ სტუდენტებს დიდი აუდიტორიისკენ მიუძღვება ფაკულტეტის მდივანი. ლია წინა რიგებში იკავებს ადგილს. მალე დეკანიც გამოჩნდა და შეკრებილ სტუდენტებს მიმართა: ,,მოგესალმებით მომავალო ეკონომისტებო......’’.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები