ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2011


ტკბილი ლექსი

ნუ გამხდი უხეშს, ცხოვრებავ - ლავავ,
შემიმსუბუქე სათქმელი ხისტი,
სიცოცხლე ჩქარა და უცებ გავა,
ეკალ-სიტყვები მჭირდება რისთვის?!

ეჰ, გულო, ათას სიმძით სავსევ,
მოდი და აღარ გავკიცხოთ არვინ,
ტკბილი სიტყვების გავტეხოთ ნავსი,
შორს მოვისროლოთ ფრაზები-ზღარბი.

გამოწვდილი მაქვს ხელი, მავანო,
ნახე, ღიმილიც როგორ მოვფინე,
აჰა, შენ ლურჯი იასამანი,
მეც მრჩება, ჰოდა, მას ვიმყოფინებ.

მზე როა ასე დიდი და თბილი,
ცა როა ასე სუფთა და ფართე,
დაუოკები მავსებს სურვილი -
მისმინე, ღმერთო: მათ მინდა ვგავდე!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები