შინდისთან ქარიც ჩერდება, ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს... ქედებს დუმილად ედება და შენც, ქართველო, შესდექ!..
აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
შესდექ და ყური დაუგდე, დუმილი რასაც გოდებს, რომ როსმე არ დააუგდე და შენც სათქმელი გქონდეს!..
წმინდაა ეს ადგილები, ყველგან სისხლებად ჟონავს, ძვლები შინდისის გმირების და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..
შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინა, წყალობით შეივერცხლნენ:
იბრძოლეს, როგორც შვენოდათ, მტერს კი არ დაუნებდნენ... სამშობლოსათვის - სჯეროდათ - თავს სასიკვდილოდ დებდნენ!..
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე ერთად უწია ლოცვამ, ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ზუსტად 11 აგვისტოს ვიყავი შინდისში... შემძრა სულით ხორცამდე იქ ნანახმა... ფოტოებს დავტოვებ, ბატონო მიშა... დიდება იმ ბიჭებს, უდავოდ ზუსტად 11 აგვისტოს ვიყავი შინდისში... შემძრა სულით ხორცამდე იქ ნანახმა... ფოტოებს დავტოვებ, ბატონო მიშა... დიდება იმ ბიჭებს, უდავოდ
20. ჩემი აზრით, ლექსის სპეციფიკა იტანს მსგავს "გრამატიკულ შეცდომებს". საერთოდ, პოეზია პროზისგან განსხვავებით უფრო თავისუფალია და ხშირად "საპატიოა" მსგავსი ნიუანსები :) ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
მოკითხვა ბატონო მიშა კეთილი სურვილებით. ტკივილი ერთი გვაქვს ქართველებს.. ჩემი აზრით, ლექსის სპეციფიკა იტანს მსგავს "გრამატიკულ შეცდომებს". საერთოდ, პოეზია პროზისგან განსხვავებით უფრო თავისუფალია და ხშირად "საპატიოა" მსგავსი ნიუანსები :) ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
მოკითხვა ბატონო მიშა კეთილი სურვილებით. ტკივილი ერთი გვაქვს ქართველებს..
19. მიშა, ეს ლექსი ისევ შეუსწორებლად დადე?
შარშან რამდენი ვიბრძოლეთ ამ ლექსზე და... ისევ შენსას ”აწვები”? გაასწორე, თუ კაცი ხარ, ეს ადგილი:
”წმინდაა ეს ადგილები, ყველგან სისხლებად ჟონავს...,”
”შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინა, წყალობით შეივერცხლნენ:”
არ შეიძლება ც ე ც ხ ლ - ე ბ -ი.... არა, არა და არააააააააააა!!!
არც სისხლ-ებ-ი შეიძლება! არც თოვლ-ებ-ი შეიძლება!
არც თმ-ებ-ი, არც (ცხვრის) ფარ-ებ-ი, კარ-ებ-ებ-ი...
უამრავი სიტყვა გვაქვს ქართველებს და... რას იგონებთ ამ ”ჩიქორთულ” ქართულ სიტყვებს?
და ოპონენტებმა არ დამიწყოთ ახლა თემატიკაზე საუბარი! თემატიკა - არაფერ შუაშია! მე მხოლოდ სტილისტურად (გრამატიკულად!!!) ვაფასებ ახლა ლექსს.
მიშა, ეს ლექსი ისევ შეუსწორებლად დადე?

18. სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!.. ++ სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!.. ++
17. უხდებათ გმირებს გალობა...გაიხარე...:-* უხდებათ გმირებს გალობა...გაიხარე...:-*
16. ლექსად გადმოცემული სიმართლე იმ გმირებისა, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი გადარჩენისათვის, დიდება გმირებს, ! თქვენ ავტორო კი მადლობა ამ სევდიანი და ლამაზი ლექსისთვის, ცრემლები მომადგა, იმ დღეების მოგონებისთვის, მეც და ბევრი ჩემისთანა სახლში შიშისაგან ვკანკალებდით, ომი მხოლოდ კინოში მინახავს, , რეალურად შიში კი ბევრჯერ, 12 კომენტარი ძალიან, ძალიან მომეწონა, კომენტარი კი არა ლექსად დადე,
ლექსად გადმოცემული სიმართლე იმ გმირებისა, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი გადარჩენისათვის, დიდება გმირებს, ! თქვენ ავტორო კი მადლობა ამ სევდიანი და ლამაზი ლექსისთვის, ცრემლები მომადგა, იმ დღეების მოგონებისთვის, მეც და ბევრი ჩემისთანა სახლში შიშისაგან ვკანკალებდით, ომი მხოლოდ კინოში მინახავს, , რეალურად შიში კი ბევრჯერ, 12 კომენტარი ძალიან, ძალიან მომეწონა, კომენტარი კი არა ლექსად დადე,
15. იბრძოლეს, როგორც შვენოდათ!
დიდება მათ სახელს! იბრძოლეს, როგორც შვენოდათ!
დიდება მათ სახელს!
14. მიშას პოეზიას ქართული სულის ძლიერება მკერდზე მიხაკივით აბნევია, ამიტომაა იგი მისაღები, საჭირო და აუცილებელი...
ახლა ცოტა მიშას. მიხარიხარ მიშავ. მიხარია, რომ მომეცა საშუალება აქ კვლავ შემოვიდე, ჩემს მოკრძალებულ ალაგას დავდგე და კვლავ თქვენთან ვიყო მეგობარო. ვიმუსაიფებთ კვლავ. მიშას პოეზიას ქართული სულის ძლიერება მკერდზე მიხაკივით აბნევია, ამიტომაა იგი მისაღები, საჭირო და აუცილებელი...
ახლა ცოტა მიშას. მიხარიხარ მიშავ. მიხარია, რომ მომეცა საშუალება აქ კვლავ შემოვიდე, ჩემს მოკრძალებულ ალაგას დავდგე და კვლავ თქვენთან ვიყო მეგობარო. ვიმუსაიფებთ კვლავ.
13. თავის დახრით გმირების წინაშე!!! ეს ადრეც იდვა. თუ არ ვცდები ერთი წლის წინ!!! ძმას მოკითხვა ჩემგან!!! იხარეთ და იდღეგრძელეთ!!! გაიხარე შენა!!! თავის დახრით გმირების წინაშე!!! ეს ადრეც იდვა. თუ არ ვცდები ერთი წლის წინ!!! ძმას მოკითხვა ჩემგან!!! იხარეთ და იდღეგრძელეთ!!! გაიხარე შენა!!!
12. გმირებს დუმილი? არა, ძამია, გმირებს უხდებათ ქება-დიდება, გმირობა იგი ერთი წამია, რომელიც ფულით არ იყიდება!
ვერც ძმაკაცობით, რამე თილისმად, ვერც დაქალობით, საქმის ჩაწყობით, ვერ მოიპოვებ სახელს გმირისას, მამულიშვილის, კაცურ-კაცობის!
მაშ რაღად ვმალო, რაც სათქმელია, რაც სამზეოა, სამაგალითო, რაც ხალასია, რაც რომ წრფელია, არა ვთქვა ლექსად და არ გავრითმო?
რა ვაქო, აბა, ანდა სტრიქონის, რა შემოვდაფნო, ნაცვლად, დაფნებით? რამე სიყალბე გამოვიგონო და ცად ავწიო ლექსის აფრებით?
არა, მე ამას თქვენ ვერ მასწავლით, როდის და რაზე, ან როგორ ვწერო, ავაგე ჩემი რწმენის ტაძარი, რათა იქიდან ლაღად ვიმზირო!
და ვწირო ჩემი ხმითა და გულით, დღეს ჰანგი მგოსნის გმირებს უგალობს, შინდისის გმირებს, დიახ, გუგუნით და გმადლობ, შენ რომ გესმის, უფალო!
მათ კი, ვისთვისაც, გლოვა ამგვარი უსარგებლოა, მიუღებელი, არაფრისაკენ გადააქანებს არარაობის მატარებელი... გმირებს დუმილი? არა, ძამია, გმირებს უხდებათ ქება-დიდება, გმირობა იგი ერთი წამია, რომელიც ფულით არ იყიდება!
ვერც ძმაკაცობით, რამე თილისმად, ვერც დაქალობით, საქმის ჩაწყობით, ვერ მოიპოვებ სახელს გმირისას, მამულიშვილის, კაცურ-კაცობის!
მაშ რაღად ვმალო, რაც სათქმელია, რაც სამზეოა, სამაგალითო, რაც ხალასია, რაც რომ წრფელია, არა ვთქვა ლექსად და არ გავრითმო?
რა ვაქო, აბა, ანდა სტრიქონის, რა შემოვდაფნო, ნაცვლად, დაფნებით? რამე სიყალბე გამოვიგონო და ცად ავწიო ლექსის აფრებით?
არა, მე ამას თქვენ ვერ მასწავლით, როდის და რაზე, ან როგორ ვწერო, ავაგე ჩემი რწმენის ტაძარი, რათა იქიდან ლაღად ვიმზირო!
და ვწირო ჩემი ხმითა და გულით, დღეს ჰანგი მგოსნის გმირებს უგალობს, შინდისის გმირებს, დიახ, გუგუნით და გმადლობ, შენ რომ გესმის, უფალო!
მათ კი, ვისთვისაც, გლოვა ამგვარი უსარგებლოა, მიუღებელი, არაფრისაკენ გადააქანებს არარაობის მატარებელი...
11. შინდისთან გულიც გაჩერდა, ეჰჰჰჰჰჰ :( შინდისთან გულიც გაჩერდა, ეჰჰჰჰჰჰ :(
10. გმირებს დიდება და გლოვა დუმილით!.. გმირებს დიდება და გლოვა დუმილით!..
9. კატიე იცი რა უნდა გკითხო ერთი თქვენ რომ დაწერთ ლექსს თუ მოგეწონებათ მაინტერესებს ................... კატიე იცი რა უნდა გკითხო ერთი თქვენ რომ დაწერთ ლექსს თუ მოგეწონებათ მაინტერესებს ...................
8. მუდამ იცოცხლებს თქვენი სახელი............. გმირებო.55555555 მუდამ იცოცხლებს თქვენი სახელი............. გმირებო.55555555
7. მუდამ იცოცხლებს თქვენი სახელი............. გმირებო.55555555 მუდამ იცოცხლებს თქვენი სახელი............. გმირებო.55555555
6. შინდისთან ქარიც ჩერდება, ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს... ქედებს დუმილად ედება და შენც, ქართველო, შესდექ!..
-ეჰ! შინდისთან ქარიც ჩერდება, ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს... ქედებს დუმილად ედება და შენც, ქართველო, შესდექ!..
-ეჰ!
5. უფალმა განუსვენოს მათ სულებს! უფალმა განუსვენოს მათ სულებს!
4. ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
თავისი ემოცია დატოვა ამ ლექსმა...
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
თავისი ემოცია დატოვა ამ ლექსმა...
3. შინდისის გმირებს უფრო დუმილი მოუხდებოდათ, თავიდანვე განწირულები იყვნენ.
ლექსი არ მომეწონა! შინდისის გმირებს უფრო დუმილი მოუხდებოდათ, თავიდანვე განწირულები იყვნენ.
ლექსი არ მომეწონა!
2. მძიმე თემატიკა
ლექსი ნაკლებად. იჩქარეთ ასკარად.
ნამდვილი მამაკაცური ემოცია დიდი ტკივილისას ძალიან ძუნწია და ღრმა.
მძიმე თემატიკა
ლექსი ნაკლებად. იჩქარეთ ასკარად.
ნამდვილი მამაკაცური ემოცია დიდი ტკივილისას ძალიან ძუნწია და ღრმა.
1. დიდება ზვარაკად შეწირულ გმირებს! დიდება ზვარაკად შეწირულ გმირებს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|