ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2014


გადატანის წესები



ასე.
გაგიჭირდება,
მაგრამ, თუ დაივიწყებ:რომ ცოცხალს ვერ მიუსწარი,
რომ ბოლო შეხვედრისას
მოგეჩვენა  მხრებში მოხრილი,
მოიხდი ვალს,
შეასრულებ რიტუალებს,
რაც მას - აღარ!
ცოცხლად დარჩენილებს უფრო სჭირდება,
და გამოგონილ საზრუნავებში
გადაიტან მა-
მას.
მას, ვისაც არასდროს უთქვამს:
"ქმარი ხეებს ფოთლად ასხია",
რომ ჯერ მამაა, მერე ქმარი,
რომელსაც დაფშვნი მარცვალ-მარცვალ,
მუხლქვეშ გაიფენ
და ამგვარად  თუ გადაიტან...
....................
შეხედე, დე!
აი, ერთ მარცვალში ჩაგსვი.
დარჩი!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები