საფრანგეთის ნორდ-პა-დე-კალეს რეგიონში , არასის ერთ პატარა სკვერში ყოველთვის იდგა ერთი გოგონა. ასაკით ალბათ დაახლოებით 15-16 წლის იქნებოდა. ჩამოყრილი მხრები, წვრილი ტანი, მზისგან ჩამუქებული სახე და დახეული , გახუნებული კაბა ( მშობლების ნაჩუქარი) , რომელიც წლების მატებასთან ერთად აშკარად თითო სანტიმეტრით თანდათან მოკლდებოდა. თმები ყოველთვის გაშლილი ჰქონდა , გრძელი, შავი. მისი მხოლოდ თვალები ანათებდნენ ცისფერი ოცნებით. ხელში ფერადი ბუშტები ეჭირა და ღიმილით ყველას სთავაზობდა ეყიდათ. სახელად ელი ერქვა. ერთი უცნაურობა ახასიათებდა , ყოველ თვეს ცაში 365 ცალ ფერად ბუშტს უშვებდა , სჯეროდა რომ სანაცვლოდ ზეციდან ამ ბუშტების ფერი წვიმა წამოვიდოდა და ქალაქს მის ფერებში შეღებავდა. ოცნებოდა , რომ გზა შეიძლებოდა ყვითელი ყოფილიყო ან იასამნისფერი. შენობები ცისფრად შეღებილიყო , ქუჩები ვარდისფრად , ადამიანებს აღარ ევლოთ ჩამქრალი თვალებით და აღარ ემათხოვრათ ფერადი ღიმილი.
ცისფერ ზეწარზე წამოწოლილა ვებერთელა მთვარე, თეთრ ღრუბლებში გახვეულა და მხოლოდ თვალებიღა მოუჩანს . ამ თვეს აღარ გაფრინდნენ ბუშტები , მხოლოდ ერთი ცალი თეთრი ბუშტი გამოსტაცა ქარმა ქუჩის კუთხეში “მძინარე “ ელის და მის ფერ ღრუბლებში გააქროლა. ამ ღამეს მართლაც მოვიდა ფერადი წვიმა ...
კომენტარის შენიშვნით დაწყება არ მიყვარს ხოლმე, თუმცა ახლა ვიტყვი, რომ - "ასაკით ალბათ დაახლოებით 15-16..." - აქ ან ალბათ უნდა იყოს, ანდა დაახლოებით... :) ორივე ალბათობის გამომხატველია და ერთად არ უნდა იყოს. :)
კარგი ნაწერია! :)

მაგიჟებს მერცის სარკაზმი. საოცრად ლამაზი ჩანახატია ჩემო კარგო, გაიხარე შენ, ლამაზი სულის ადამიანო... თან ფონად საოცარი მელოდია იღვრებოდა,გულს მალამოდ მომედო ეს ყოველივე...
მაგიჟებს მერცის სარკაზმი. საოცრად ლამაზი ჩანახატია ჩემო კარგო, გაიხარე შენ, ლამაზი სულის ადამიანო... თან ფონად საოცარი მელოდია იღვრებოდა,გულს მალამოდ მომედო ეს ყოველივე...