ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2011


მომენატრები

მომენატრები, აბა, რაა,
შენი მზერა და ღიმილი
ისე მჭირდება ყოველთვის
მე უიმისოდ რას ვივლი?

მიჯაჭვული ვარ ცხოვრებას,
არა ნელდება ტკივილი,
შენც რომ არ მყავდე, რას ვიზამ,
ხო ზეცა შევძარ ჩივილით!

დილა ხარ ცვარ-ნამიანი,
მზე - მგალობელი სხივებით,
სულ თან დამყვები, სადაც ვარ,
გხედავ და... გამეღიმები...

ვერ გავძლებ უსიყვარულოდ,
ქარნი დამქროლვენ ცივები,
ის მახალისებს, რომ გხვდები
და... თბილად გაგეცინები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები