ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2011


ლოცვა

უდიადესო, შენ გეკუთვნი მთელი არსებით,
ვიცი, შენ შემქმენ, შენით დავალ, შენადვე მოვალ,
თუკი მაშინაც შენს ცხოვარში მოვიაზრები,
თუკი მოაღწევს სული ჩემი შენს ჭვირვალ ოვალს!..

ვიცი, ცოდვილად მოვვლენივარ ამ თავშესაფარს,
ვიცი, ცოდვილი ისევ ცოდვით როგორ ვმძიმდები,
ვიცი, მომაგებ ჩემთა ცოდვათ შესაფერისად,
ვიცი, ვერასდროს დავიწმინდებ-დავბარძიმდები!..

ამად, უფალო, ნაგულვებო მხსნელად და მამად,
ისევ შენ შეგთხოვ პატიებას ცოდვათა ჩემთა,
ვინძლო მაშორო ბოროტების ეკლიან სამანს,
ვიდრე სატანა ჯოჯოხეთის ქვესკნელთან შემრთავს!..

რომ ვით ნაწილმა შენი აზრის, შენი არსების,
ვიპოვო ძალა მეც ჩემს თავში გადარჩენისა
და საკრებულოს ანგელოსთა წმინდა დასების
შეერთოს ჩემი სულის ქარვაც ნაზ სამშვენისად!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები