ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2011


როგორ ჯობია ცხოვრება?

იყავი იგი, ვინცა ხარ,
საკმარისია სრულიად,
ხალხი გხედავდეს იმგვარად,
რაც მართლა შენი სულია!

არ გინდა როლის მორგება
გენიოსის და მდიდარის,
აზრი არა აქვს ამ თამაშს
ამქვეყნად არავითარი!

იყავ მართალი, გულწრფელი,
ღიმილიანი, კეთილი,
ნუ ივლი უსიყვარულოდ
ნურც - იმედგადაწყვეტილი!

და ყველაფერი ყოველთვის
კარგად იქნება - გჯეროდეს! -
ასე მსურს ვწერო ლექსები..
ამგვარად მინდა ვმღეროდე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები