ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2011


უბრალოდ შაირად

შენც ქმრიანი ხარ, ქალშავო,
მეც ცოლიანი ვმიწდები,
გვაშორებს ბედი აშარი,
ერთმანთს როგორ მივწვდებით!..

შორიდანაც რომ გვიყვარდეს
ერთურთი, ხალხის იჭვები
ამოგვიხოცენ იმედებს,
ხსოვნიდან ამოვიჭრებით!..

ვინ გვაპატიებს სიყვარულს,
სულს დაგვისუსხენ ჭინჭრებით,
ვაი, რა უსუსრუნი ვართ,
ვაჰ, რა ამაოდ ვირჯებით!..

უსამართლო ხარ, საწუთროვ,
შენს სიმწარეში ვიხრჩვებით:
ვის შეგვაყვარებ, ტიალო,
სარეცელზე კი ვის ვრჩებით!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები