ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


იფრთხილე, სანატრელო, ნაღმებია!

მეც, როგორც მრავალი, ვიარები,
მამულო, შენს ლამაზ ფარდაგებზე,
მეცა მჭირს ეგ შენი იარები,
მეც ვისმენ ჭირისუფალთ ქადაგებებს!..

იჭვები მიბზარავენ მზერას და ძვლებს,
რიგებს რომ შევყურებ გადიების,
იმედის მისხალსაც ვერვინ მაძლევს
და რომ არ უნარი პატიების...

სულ ჯოხით გავყრიდი ამ ქვეყნიდან
ამ სვავებს, ვერცხლებზე მონადირეთ...
ო გული ტკივილით გამეხვრიტა,
რა მწარე ცრემლები მომადინე!..

არ აყვე ცბიერთა წაქეზებას,
მგლის ტყავით მოარული კრავებია,
შესაჭმელ-შესახრავად დაგეძებენ,
თუ ერთი სხეულზე გაგებმიან!..

იფრთხილე, სანატრელო, ნაღმებია!
ნუ მიხვალ უფსკრულის ნაპირებთან!
ყოველი გამოხედვა ნიღაბია!
სიყალბე - ყოველი დაპირება!..










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები