ზამთარი აი, ის იყო, როგორ არა ვთქვა, მართლა, რა, ერთად რომ ვითოვლებოდით: მე, მთა და ჩემი ჭართალა...
სოფელიც პატარა იყო, მეც ბალღი ვიყავ, პატარა, ბედნიერებად გვათოვდა, გავიხარებდით რად არა.
სიჩუმე ილტოს ხეობის, წყლის მოჩხრიალე მათარა, ფრთებდაფიფქული ბეღურა და ჩხიკვი ენაჭარტალა.
ბარდნიდა, ისე ბარდნიდა, ცა ცხაპირი და ცხრათვალა, რომ დედამიწას უჭირდა ლამის ნაბარდნის ატანა.
მე კი მიყვარდა ის თოვლიც, ის სუსხიც სახლის კართანა, ჟამმა სითბოდ და სინათლედ ჩემში რომ გამოატარა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. დასახატად განვეწყვე... დასახატად განვეწყვე...
21. ლამაზია :) ++ ლამაზია :) ++
20. საინტერესოა. :) საინტერესოა. :)
19. სიჩუმე ილტოს ხეობის, წყლის მოჩხრიალე მათარა, ფრთებდაფიფქული ბეღურა და ჩხიკვი ენაჭარტალა. ძალიან ლამაზი ლექსია...5555 სიჩუმე ილტოს ხეობის, წყლის მოჩხრიალე მათარა, ფრთებდაფიფქული ბეღურა და ჩხიკვი ენაჭარტალა. ძალიან ლამაზი ლექსია...5555
17. ლამაზი და თბილია! ლამაზი და თბილია!
16. ლამაზი და თბილია! ლამაზი და თბილია!
14. და ასე მარტივად და ასე იოლად სითბო მოიტანა ლექსმა... და ასე მარტივად და ასე იოლად სითბო მოიტანა ლექსმა...
13. ლამაზი ლექსია მიშა!
რაც მომწონს, იმას ვიწონებ კიდეც... :) 5 ლამაზი ლექსია მიშა!
რაც მომწონს, იმას ვიწონებ კიდეც... :) 5
12. მოგიკითხეთ ბატონო მიშა :) ტკბილმოგონებასავით ლექსია :) მოგიკითხეთ ბატონო მიშა :) ტკბილმოგონებასავით ლექსია :)
11. ბარდნიდა, ისე ბარდნიდა... იქითაც ვნახე და მოვიწონე:) ბარდნიდა, ისე ბარდნიდა... იქითაც ვნახე და მოვიწონე:)
10. საყვარელი ლექსია!
სალამი მიშას! საყვარელი ლექსია!
სალამი მიშას!
9. ლამაზი, ნაღდფშაური მუსიკალურ-ემოციური პოეზიის ნიმუში! ძმა ხარ, გაგიმარჯოს!
ჩემს ,, ვაჟაისთან გასაუბრებას გადახედე, იქაც შენეულ და ვაჟასეულ ჰანგებს იგრძნო შენ ყველაზე უკეთ... სიდიდემ არ შეგაშინოს, შენი ორ-სამჯერ დიდები მაქვს წაკითხული დაგემმოვნები1... შენი ბებერ სნეული ძმა და თანამოაზრე ცხოვრებასა და პოეზიაში . ლამაზი, ნაღდფშაური მუსიკალურ-ემოციური პოეზიის ნიმუში! ძმა ხარ, გაგიმარჯოს!
ჩემს ,, ვაჟაისთან გასაუბრებას გადახედე, იქაც შენეულ და ვაჟასეულ ჰანგებს იგრძნო შენ ყველაზე უკეთ... სიდიდემ არ შეგაშინოს, შენი ორ-სამჯერ დიდები მაქვს წაკითხული დაგემმოვნები1... შენი ბებერ სნეული ძმა და თანამოაზრე ცხოვრებასა და პოეზიაში .
8. ფრთებდაფიფქული ბეღურა და ჩხიკვი ენაჭარტალა.
ვაჰ, რა კარგი იყო :)
თოვლში მომინდა ხეტიალი :) ფრთებდაფიფქული ბეღურა და ჩხიკვი ენაჭარტალა.
ვაჰ, რა კარგი იყო :)
თოვლში მომინდა ხეტიალი :)
7. ..
ფრთებდაფიფქული ბეღურა...
ყველა სიკეთე. ..
ფრთებდაფიფქული ბეღურა...
ყველა სიკეთე.
5. მარტივი, თბილი და ხალასი. წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მარტივი, თბილი და ხალასი. წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
4. ლამაზი, მელოდიური ლექსი! +5. :) ლამაზი, მელოდიური ლექსი! +5. :)
3. შთაბეჭდილება ჭრილობასავითააო.'' და ეს შტაბეჭდილებები-მოგონებები,რომლებიც ასე სითბოდ და სინათლედ მოგვყვებიან განსაკუთრებით ბავშვობიდან...ძალიან ძვირფასია:) შთაბეჭდილება ჭრილობასავითააო.`` და ეს შტაბეჭდილებები-მოგონებები,რომლებიც ასე სითბოდ და სინათლედ მოგვყვებიან განსაკუთრებით ბავშვობიდან...ძალიან ძვირფასია:)
2. მე მიხარიხართ ხოლმე აქ
''.ჟამმა სითბოდ და სინათლედ ჩემში რომ გამოატარა...''
მე მიხარიხართ ხოლმე აქ
``.ჟამმა სითბოდ და სინათლედ ჩემში რომ გამოატარა...``
1. არ მიყვარს ავტობიოგრაფიული ლექსები. არ მიყვარს ავტობიოგრაფიული ლექსები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|