ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2011


ახალი წელი

-დე არ გვაქვს საჭმელი?
ფიქრობ და დუმილით გადიხარ სახლიდან.
თვალებში ვკითხულობ ყოველთვის სათქმელს და
ვერასდროს ვახერხებ გაჩუქო იმედი.
ახალი წელია,
ეს წელიც წააგავს იმ გასულ სამ წელს და
ყოველდღე ქუჩაში სავარძლით გავდივარ.

ჩვენ სახლს აქვს ოთახი ერთი და პატარა,
ჩვენს მაჯებს უცვლელი პულსი და დუმილი,
შიმშილის, ტკივილის დუმილიც თან ახლავს.

გადამაქვს დღეები დაღლილი მხრებით და
არასდროს სათმქლიც, არასდროს არა მაქვს.

თოვს, სუსხი მოედო კვლავ სახის ნაოჭებს,
ფანჯრიდან ზამთარი შემოდის,
ღამეა.
სადღაც კვლავ ჩამოჰკრავს საათი თორმეტს და
ახალი წელია იქ სადღაც ალბათ და
ოთახის კედლებში სიცივე ერთობა.
ფიქრები უცვლელი ტკივილით მახსენებს
-შვილებო საჭმელი ჩვენ დღესაც არა გვაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები