 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 29 თებერვალი, 2012 |
გადაეცით თქვენს შვილებს; მათ კი გადასცენ თავიანთ შვილებს, ხოლო მათ – შემდგომ თაობებს. იოველი 1:3 წიგნი პირველი
პროლოგი
ეს წიგნი არა ჰგავს იმათ, რომლებიც მოგვითხრობენ შორეულ წინაპრებზე. თქვენ წაიკითხავთ თუ რა ბედი ეწიათ ჩვენს მამებს ან თავად ჩვენ – „აუსშვიტცის თაობას“. აქ გაიგონებთ დახოცილ ებრაელთა ხმებს ცოცხლად გადარჩენილთა მიმართ. გულისყურით წაიკითხეთ ეს მოწმობები, შეეცადეთ გაიგოთ რა მძიმე იყო მსგავსი სიკვდილი. შეეცადეთ ჩასწვდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. არ მოგიწოდებთ სიძულვილისკენ! „ევროპის მდინარეთა ნაპირებზე ვიჯექით და მოვთქვამდით“ –სიკვდილის მოლოდინში. მოგეძევებათ თავისუფალი დრო, დაფიქრდეთ ჩვენზე, უდანაშაულოდ მოკლულებზე?
დროის ათვლა დაწყებულია ანუ დაკარგული შანსი
30 იანვარი 1933. ოტელ „კაიზერხოფის“ ეზოდან შავი მერსედესი გამოდის და გერმანიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფელდმარშალ გინდენბურგის აპარტამენტებისაკენ მიემართება. გინდენბურგი უკვე მოხუცია, მერსედესის უკანა სავარძელზე ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი ზის. ჰიტლერი შედის სახლში როგორც ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ლიდერი და იქიდან გამოდის როგორც – გერმანიის ხელისუფალი! ბერლინის გაზეთები ვრცელ რეპორტაჟებს ბეჭდავენ. ქუჩებში მარშირებენ ლითონის ჩაფხუტიანი სამხედროები, მუნდირებს სვასტიკა უმშვენებთ. ფრიალებენ ფაშისტური დროშები... ფეშენებელურ მარმარილოს შენობაში საგანგებო სხდომას იწვევს პრუსიის სახელმწიფო საბჭო. ქალაქ ალტონის მერი, ვაიმარის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი, სავარძლიდან დგება, მიდის კომუნისტური ფრაქციის თავკაცთან და კოლეგა– მოწინააღმდეგეს ხმადაბლა ეუბნება: „ ამხანაგო ტროგლერ! მეთორმეტე საათმა ჩამოჰკრა! ხედავთ რა ხდება? ხომ არ დადგა დრო ჭკუას მოვუხმოთ და ერთად ვიმოქმედოთ?“ ტროგლერი – ინტელექტუალი. ბრწყინვალე ორატორი. გამოცდილი პოლიტიკოსი. ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის ლიდერი... ის თავს გადააქნევს, წარბებს აზიდავს და უპასუხებს: „ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ამხანაგო ბაუერ! ნაცისტები გაიმარჯვებენ, მაგრამ ხელისუფლებაში სამი–ოთხი კვირა დარჩებიან. შემდეგ კი, როცა ეს გაუგებრობა დამთავრდება,მთელი მუშათა კლასი ჩვენ გამოგვყვება“! გონება შემღვრევია პარტიის ლიდერს! საათმა უკვე შუაღამისა ჩამოჰკრა... მსოფლიო უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას. ებრაელთა კატასტროფა ყველაზე დიდი გენოციდია მათ შორის ,რაც აქამდე ახსოვს კაცობრიობას. თითქმის ყველა საუკუნეში ადამიანის ბოროტ ინსტინქტებს ეწირებოდნენ უდანაშაულონი. ისტორიის ფიალა სავსეა სისხლით... სისხლით – დამორჩილებულ ტომთა, პირველყოფილ ეპოქაში. სისხლით – ხალხების, რომლებიც მთლიანად ამოშალეს ისტორიიდან მონღოლებმა. შუა საუკუნოვანი სისხლის მდინარეებით. სისხლით – რომელიც იღვრებოდა რელიგიურ ომებში. სისხლით – მონათა და გლეხთა აჯანყებებიდან. ინდიელთა სისხლით – რომლებიც „განათლებულმა“ ხალხებმა აღგავეს პირისაგან მიწისა. სისხლის მდინარეები ზღვად გადაიქცა, მიწა წალეკა...და არ წყდება დღემდე: სამამულო ომები, რევოლუციები და კონტრრევოლუციები, მსოფლიო ომები და ეთნოკომფლიქტები. ...და მაინც, ებრაელთა კატასტროფის მსგავსი, თავისი მასშტაბებით და სისასტიკით არ უნახავს მსოფლიოს! კატასტროფასთან ახლოს ვერ მივა ებრაელთა დევნა და შევიწროება ვერც ერთ ეპოქაში. კატასტროფა – არ არის მშიერი მასების შურისძიება, არ არის რელიგიური ფანატიზმი, არ არის სოციალური რევოლუცია, გეტო – სამხედრო ტყვეთა ბანაკი არ ყოფილა! არც აუსშვიტცში იწვოდა ოთხი წლის მანძილზე ადამიანთა სხეულები დაბომბვების გამო! პირველად ისტორიაში სახელმწიფომ გასცა – მთელი ერის ამოჟლეტის ბრძანება. სახელმწიფომ შეიმუშავა გეგმა, გააკეთა ორგანიზება, ფინანსირება და კონტროლი, ხალხზე უპრეცენდენტო ნადირობისა – ყველგან და ყოველთვის. ატლანტიის ოკეანედან კავკასიის მისადგომებამდე. ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუამდე. ზამთარ–ზაფხულ, დღისით და ღამით...და ჩაითრია მასში თითქმის ყველა ქვეყანა, ყველა ენაზე მოლაპარაკე. მსხვერპლი კი გახდა მთელი ებრაელი ხალხი, გამონაკლისის გარეშე. კატასტროფა გრძელდებოდა შეუჩერებლივ, ასი ათასი საათის განმავლობაში – 12 წელი, 3 თვე და ხუთი დღე. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჰიტლერმა წამოიწყო შეტევა ებრაელთა წინააღმდეგ. ფიურერს ეჯავრებოდა ჩეხები, ფრანგები, ინგლისელები. ვერ იტანდა რუსებს. სძულდა პოლონელები, გულზე არც ბელგიელები, ჰოლანდიელები და იტალიელები ეხატებოდა. ზემოდან უცქერდა ამერიკელებს, მაგრამ არავინ ეზიზღებოდა ისე, როგორც ებრაელები... ებრაელები კი ჩეხეთში – ჩეხობდნენ, უნგრეთში – უნგრელობდნენ, პოლონეთში – პოლონელობდნენ... –გერმანიაში? გერმანიაში ყველაზე მეტად სთვლიდნენ საკუთარ თავს გერმანელებად! ჰიტლერს არც მუშები უყვარდა, არც სოციალისტები. ებრძოდა კომუნისტებს. დამცინავად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, პატივს არ სცემდა ხელოვნებასა და დემოკრატიას. ებრაელები ყველა ფენაში იყვნენ. ჰიტლერს ისინი ორმაგი სიძულვილით სძულდა. ...და აღიმართა ათასი მსახვრალი ხელი: ეს ესი, გესტაპო, ეინზატცი, ჰიტლერიუგენდი, ვერმახტი... და განივრცო: „ლურჯი პოლიცია“ – პოლონეთში. „იპატინგასი“ – ლატვიასა და ესტონეთში. „ბიშისტები“ – საფრანგეთში. „ნაცისტები“ –ავსტრიაში. „ფაშისტები „– იტალიაში. „რკინის გვარდია“ –რუმინეთში „ჯვარედინი ისრები“ – უნგრეთში
ბელგიაში ებრაელების წინააღმდეგ დაგლერის მომხრეები გამოდიოდნენ, სკანდინავიის ქვეყნებში – კვისლინგის. აფრიკაში – გესტაპოს იერუშალაიმიდან წარგზავნილი პალესტინელი ნაციონალისტები ეხმარებოდნენ. ათასობით ტუნისელი ებრაელი გაიგზავნა საკონცენტრაციო ბანაკებში. ებრაელები გადაჰყავდათ სპეც.მატარებლებით და არავინ იცოდა, ვინ რისთვის იყო განწირული... დასაწყისისთვის აპატიმრებდნენ ებრაელ კომუნისტებს, შემდეგ სოციალისტებს, ამის შემდეგ ყველა ლიბერალური შეხედულების ებრაელს. დანარჩენები ჯერ კიდევ სთვლიდნენ, რომ მათ არაფერი ემუქრებოდათ, მაგრამ სულ მალე დაიწყეს სახელმწიფო მოხელეთა დაკავება, რომლებსაც ერთი მესამედი ან ერთი მეოთხედი ებრაული სისხლი ერიათ, ამას მოჰყვა კაიზერის ომების ებრაელ ვეტერანთა დაპატიმრება. დადგა საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერთა, მწერალთა, ჟურნალისტთა და მხატვართა ჯერიც – დააკავეს ყველა, ვინც ვერ მოასწრო ქვეყნის დატოვება ან თვითმკვლელობა...გერმანიიდან არც თუ ისე შორს გადახვეწილებზეც მიუწვდათ ხელი. მასიურ დაპატიმრებებამდე ყველა ებრაელი კანონგარეშედ გამოცხადდა. ოკუპირებულ სახელმწიფოებში ებრაელებს ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები. აეკრძალათ კათოლიკე ხელქვეითთა ყოლა და ყოველგვარი კონტაქტი არიელებთან. ებრაელები გამოყარეს საკუთარი ან მათი მამაპაპის აშენებული ფაბრიკებიდან და სახელოსნოებიდან, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც ფასეული გააჩნდათ. ხშირად, ჩამორთმეულ ნივთებზე მათი მფლობელების გვარ–სახელები ეწერა, მაგრამ მათი ტარებისა არავის შერცხვენია... საკუთარი სახლებიდან გამოყარეს ყველა, განურჩევლად იმისა ღარიბი იყო თუ მდიდარი. ჩაცმულობის მიხედვით ერთმანეთისგან იოლად გაარჩევდით პარიზიდან, ბუდაპეშტიდან, ამსტერდამიდან თუ სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილებს. ევროპული სოფლებიდან უკვალოდ გააქრეს ფერმერი ებრაელები. ისინი, ვინც დილიდან საღამომდე თავაუღებლად შრომობდა, ვინც ხე–ტყეს ამუშავებდა...თითქოსდა არც არასოდეს არსებულან. მათ ჩექმებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შერჩენილი ახლადმოხნული მიწის კვალი. განკითხვის ჟამმა ჩამორეკა მათთვისაც, ვინც სუფთად, უაქცენტოდ ლაპარაკობდა გერმანულად. პრაღის და ვენის ინტელიგენცია დაკავებულთა შორის გამოირჩეოდა მოდური პალტოებით, ხავერდის კანტებით გაწყობილი პერელინებით, ნატის და ლაკის ფეხსაცმელებით. ოდნავ გვერდულად ეხურათ მსუბუქი ფეტრის ბერეტები მწერლებს და პოეტებს, მხატვრებს და მუსიკოსებს და როდესაც პირუტყვის გადასაზიდი ვაგონების საფეხურებზე ადიოდნენ, მათი სახეები უფრო გაოცებას გამოხარავდა, ვიდრე შიშს. როდესაც იტალიურ ქალაქებში ებრაელებს საკუთარ სახლებში შეუცვივდნენ, ბევრს ეს ჯერ კიდევ გაუგებრობა ეგონა, მხოლოდ ზოგი მათგანი ხვდებოდა, რომ სამშობლომ ისინი ყველაზე მძიმე დროს გაყიდა! ...და სამხრეთ–დასავლეთიდან წამოსული ეშელონები ხვდებოდნენ სამხრეთ– აღმოსავლეთიდან წამოსულებს, ფანჯრებში ზოგჯერ კრთებოდა დასახლებულ პუნქტთა უცხო სახელები: –ვესტერბორკი! –დრანსი! –რომანეშტე! ... ყველანი მოუსავლეთისაკენ მიდიოდნენ! ...და ამ მოუსავლეთს ერქვა – პოლონეთი! საკონცენტრაციო ბანაკებში მათ ის უკანასკნელიც ჩამოართვეს, რისი სახლიდან წამოღებაც მოახერხეს. გადაპარსეს, დაზოლილ უნიფორმებში გამოაწყვეს. პირის ღრუდან ძვირფასი მეტალის კბილის გვირგვინები ამოაცალეს. ამ განსაკუთრებულ „ტვირთს“ ფაშისტები საგულდაგულოდ ფუთავდნენ, წონას და ნომერს აწერდნენ და ისე გზავნიდნენ გერმანიაში... განწირულთა გულებში მაინც ღვიოდა იმედის ნაპერწკალი, სასწაულის მოლოდინში ლოცულობდნენ და ასე ეგებებოდნენ ყოველ ახალ დღეს. მაგრამ საიდან უნდა მოსულიყო ხსნა? მათ საკუთარი ქვეყანა არ გააჩნდათ! მათ ჩამოართვეს სიცოცხლის უფლება არა იმიტომ, რომ იყვნენ ცუდი მოქალაქენი იმ ქვეყნებისა სადაც ცხოვრობდნენ... და ამჯერად, არა იმიტომ, რომ განსხვავებულ რწმენას ატარებდნენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელებად დაიბადნენ! და გამოტანილ იქნა საშინელი განაჩენი – ეცოცხლათ ებრაელებს უსაზღვროდ დამცირებულად და მომკვდარიყვნენ სასოწარკვეთილებაში. ნუთუ არ შეიძლებოდა უბედურების წინასწარგანჭვრეტა? რაიმე საწინააღმდეგოს გაკეთება? ბევრს არ ესმოდა, რომ საყოველთაო უბედურების წინაშე იდგა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ,ისინი საკუთარ ფესვებს მოწყდნენ. ძალიან ცოტას თუ ახსოვდა როგორ გამოიყურებოდა ებრაული ანბანი...და როდესაც სახლის კარებზე მიუკაკუნეს, საკუთარ ყურებს არ დაუჯერეს...ისინი ხომ თავს უფრო გერმანელებად სთვლიდნენ, ვიდრე ებრაელებად. ტერეზინშტატდში სხვა ბერლინელ ებრაელებთან ერთად, ერთი მოხუცი ქალბატონი მიიყვანეს. ფაშისტები მას გამორჩეულად ექცეოდნენ, რადგან დიდი კომპოზიტორის, ლისტის შვილიშვილი და გერჰარდტ ჰაუპტმანის ბიძაშვილი გახლდათ. მიუხედავად ამისა, მოხუცი ძალიან გაწვალდა და განუწყვეტლივ იმეორებდა : „აჰ, გერხარდმა რომ იცოდეს, როგორ მომექცნენ...“ ტერეზინშტადტის პატიმრებს ეცოდებოდათ მოხუცი, რადგან მძიმეა ცხოვრება სიკვდილის აჩრდილთან ერთად და უფრო ძნელია ცხოვრება აჩრდილების სამყაროში...
ნაცისტები ესწრაფვოდნენ ებრაელი ერის სრულ განადგურებას, მაგრამ მკვლელებს გამორჩათ, რომ მათ ჰყავდათ შესანიშნავი მასწავლებლები! ჯერ კიდევ დიდი ტაძრის დარღვევამდე, ბრძენკაცნი იერუშალაიმისა ხალხს მოძღვრავდნენ, რათა არც ერთი ძე ისრაელისა – არ დარჩენილიყო განათლების გარეშე. სამი წლის ასაკიდან ებრაელი ბავშვები იწყებდნენ სწავლას და არ იყო ებრაული ოჯახისათვის უფრო მნიშვნელოვანი მისწრაფება, ვიდრე შვილებისათვის განათლების მიცემა. გეტოს კედლებშიც კი არ შეწყვეტილა სწავლება. პატიმართა შორის იყვნენ მასწავლებლები. ისინი საიდუმლოდ აწყობდნენ მეცადინეობებს. შოულობდნენ ცარცს, რვეულებს, სანთლებს. აქ, სიკვდილის მიჯნასთან მდგარნი, მხოლოდ ცოდნის კი არა, სულიერი საყრდენის მიცემასაც ცდილობდნენ მოსწავლეთათვის. მათ განათლების სამინისტრო როდი უგზავნიდა ინსტრუქციებსა და სტანდარტებს, მაგრამ თითქმის ყველგან, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ერთი და იმავე გეგმით, იქმნებოდა არალეგალური კლასები. როდესაც ერთ მასწავლებელს მოუსავლეთის გზას გაუყენებდნენ, დაუყოვნებლივ ჩნდებოდა შემცვლელი. ასწავლიდნენ ივრითზე, იდიშზე და ყველა იმ ენაზე, რომელიც საჭირო ხდებოდა. დოქტორი მორგენშტერნი გერმანელებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის გეტოში მასწავლებლებისათვის სემინარს ატარებდა. იმავე დღეს დააპატიმრეს ჩერნა, მისი ერთადერთი ქალიშვილი. შემოდგომის ცივი ქარი ქროდა. დოქტორი და მისი ქალიშვილი იქამდე იდგნენ გალავანთან ხელიხელჩაკიდებული, სანამ შავი ტყავის ხელთათმანმა ერთმანეთს არ დააშორა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დღეს ხოლოკოსტის დღეა და მე ეს თარგმანი მომაგონდა...ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე ეს წიგნი. დღეს ხოლოკოსტის დღეა და მე ეს თარგმანი მომაგონდა...ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე ეს წიგნი.
9. ეს ძალიან რთულ და შრომატევად საქმეს შეს ჭიდებიხართ..ეს ნაწარმოები უდავოდ სცილდება ლიტერატურის ფარგლებს, შევუდექი კითხვას
და ძალიან ჩამიყოლია. ასეთ საქმეს მამაკაცური გამბედავობა და ნებისყოფა სჭირდება, უფალმა გაგაძლიეროთ! ეს ძალიან რთულ და შრომატევად საქმეს შეს ჭიდებიხართ..ეს ნაწარმოები უდავოდ სცილდება ლიტერატურის ფარგლებს, შევუდექი კითხვას
და ძალიან ჩამიყოლია. ასეთ საქმეს მამაკაცური გამბედავობა და ნებისყოფა სჭირდება, უფალმა გაგაძლიეროთ!
8. ანა ფრანკის დღიური დამიდგა თვალწინ. შესანისნავია. ანა ფრანკის დღიური დამიდგა თვალწინ. შესანისნავია.
7. ძალიან კარგი საქმისთვის მოგიკიდიათ ხელი, ქალბატონო რენუარ. ახლა რატომღაც არ მახსენდება სხვა ქართული თარგმანები ებრაელი ავტორებისა.
თარგმანი შესანიშნავია.
პატივისცემით: ტენდი ძალიან კარგი საქმისთვის მოგიკიდიათ ხელი, ქალბატონო რენუარ. ახლა რატომღაც არ მახსენდება სხვა ქართული თარგმანები ებრაელი ავტორებისა.
თარგმანი შესანიშნავია.
პატივისცემით: ტენდი
6. "არაერთხელ წაკითხული მხატვრულ, დოკუმენტური ლიტერატურაში (თუ ფილმებში) ჯინა 2012.20.27."
(თუ პრესაში).ყველა ეროვნების ადამიანმა იცის რაც მოხდა ომის დროს. მე მაგ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა წავიკითხე ანა ფრანკის დღიური და დღემდე არ მცილდება ის განცდები ,რაც განვიცადე, პოლონეთში ყოფნისას კი ვიყავი (ოშვეციმ)ში და ჩემი თვალით ვნახე ის ადგილები. რაც შეეხება თარგმანს საუკეთესოა და საინტრესო, იმისათვის, რომ კვლავ გვახსოვდეს და არასოდეს განმეორდეს. "არაერთხელ წაკითხული მხატვრულ, დოკუმენტური ლიტერატურაში (თუ ფილმებში) ჯინა 2012.20.27."
(თუ პრესაში).ყველა ეროვნების ადამიანმა იცის რაც მოხდა ომის დროს. მე მაგ. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა წავიკითხე ანა ფრანკის დღიური და დღემდე არ მცილდება ის განცდები ,რაც განვიცადე, პოლონეთში ყოფნისას კი ვიყავი (ოშვეციმ)ში და ჩემი თვალით ვნახე ის ადგილები. რაც შეეხება თარგმანს საუკეთესოა და საინტრესო, იმისათვის, რომ კვლავ გვახსოვდეს და არასოდეს განმეორდეს.
5. ამას მერე წავიკითხავ. ვიცი რაც არის:) ამას მერე წავიკითხავ. ვიცი რაც არის:)
4. დიდი მადლობა ჯინას და არმენ არუთინოვს.
გთხოვთ, მომწერეთ რაც არასწორად მაქვს თარგმნილი. ძალიან დამავალებთ. არმენ, ახლავე ჩავასწორებ ყველაფერს, გარდა იერუშალაიმისა. სულ ახლახანს ქალბატონმა ზაირა დავარაშვილმა ( ივრითიდან ქართულზე თანამედროვე პოეზიის და პროზის სანიმუშო მთარგმნელი. პროფესორი. გერმანისტი) გვთხოვა: ქართულში დამკვიდრებული იერუსალიმი, იქნებ იერუშალაიმით ჩავანაცვლოთ, ასე უფრო მიახლოებულია ივრითთანო. მე ვიზიარებ ამ კომპეტენტური ქალბატონის მოსაზრებას. უფრო მომწონს კიდეც იერუშალაიმი. ქალბატონმა ზაირამ ასევე გვთხოვა არ ვთქვათ "იზრაელი" . "ზ"– ასო ივრითში არაა, არის "ს". ამიტომ "ისრაელია" სწორი. ეს წიგნი მაისამდე უნდა დავამთავრო. თუ გამოიცა არმენს და ჯინას აუცილებლად ვაჩუქებ:) დიდი მადლობა ჯინას და არმენ არუთინოვს.
გთხოვთ, მომწერეთ რაც არასწორად მაქვს თარგმნილი. ძალიან დამავალებთ. არმენ, ახლავე ჩავასწორებ ყველაფერს, გარდა იერუშალაიმისა. სულ ახლახანს ქალბატონმა ზაირა დავარაშვილმა ( ივრითიდან ქართულზე თანამედროვე პოეზიის და პროზის სანიმუშო მთარგმნელი. პროფესორი. გერმანისტი) გვთხოვა: ქართულში დამკვიდრებული იერუსალიმი, იქნებ იერუშალაიმით ჩავანაცვლოთ, ასე უფრო მიახლოებულია ივრითთანო. მე ვიზიარებ ამ კომპეტენტური ქალბატონის მოსაზრებას. უფრო მომწონს კიდეც იერუშალაიმი. ქალბატონმა ზაირამ ასევე გვთხოვა არ ვთქვათ "იზრაელი" . "ზ"– ასო ივრითში არაა, არის "ს". ამიტომ "ისრაელია" სწორი. ეს წიგნი მაისამდე უნდა დავამთავრო. თუ გამოიცა არმენს და ჯინას აუცილებლად ვაჩუქებ:)
3. ძალიან კარგია, რენუარ! 5
ერთადერთი თხოვნა მექნება (ეს შენიშვნა არაა) გეოგრაფიული და საკუთარი სახელების სწორად თარგმნას მიაქციეთ ყურადღება (აუსშვიტცი, იერუსალიმი, გერჰარდტ ჰაუპტმანი და ა.შ.)
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას! ძალიან კარგია, რენუარ! 5
ერთადერთი თხოვნა მექნება (ეს შენიშვნა არაა) გეოგრაფიული და საკუთარი სახელების სწორად თარგმნას მიაქციეთ ყურადღება (აუსშვიტცი, იერუსალიმი, გერჰარდტ ჰაუპტმანი და ა.შ.)
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას!
2. სისხლითა, ცრემლით, ტკივილით, ფერფლით გაჟღენთილი სტრიქონები!...
კიდევ ერთხელ ჩამიარა (უამრავჯერ ფილმებში ნახულმა თუ წიგნებში ამოკითხულმა) უმძიმესმა კადრებმა და სულითხორციანად შემძრა... სისხლითა, ცრემლით, ტკივილით, ფერფლით გაჟღენთილი სტრიქონები!...
კიდევ ერთხელ ჩამიარა (უამრავჯერ ფილმებში ნახულმა თუ წიგნებში ამოკითხულმა) უმძიმესმა კადრებმა და სულითხორციანად შემძრა...
1. ასე იწყება ეს წიგნი, მე ალბათ შევცდი, როდესაც თქვენს სამსჯავროზე მისი ერთი ფურცელი გამოვიტანე და არ დავიწყე თავიდან... ასე იწყება ეს წიგნი, მე ალბათ შევცდი, როდესაც თქვენს სამსჯავროზე მისი ერთი ფურცელი გამოვიტანე და არ დავიწყე თავიდან...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|