ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სემი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2012


Comfortably jump

(რიჩარდ ბრითიგანის \"ფსალმუნის\" მოტივზე.,


შეღამებისას;
ჩვენ ვხედავთ კაცს,
დაცრეცილი კორპუსის დატალღულ,
კუთხეში მარტოკა მდგომს;
ასე ძლიერ რომ ჩამოგავს \"კობო აბეს - სხვის სიკვდილს\".
კაცი რომელიც  ლირიკული განწყობისას,
თითქმის თითებით
და რამოდენიმე ხანს, თხრიდა სიჩუმეს.,
და ზედიზედ ჭამდა სამი მილიმეტრის ზომის ფერად ტაბლეტებს.
იმას სახე ამოვსებული ქონდა უძილობის ყვითელი კონტურებით.
მერე, მძიმედ რომ გადმოიფურთხა სინანული და თქვა:
\"მე ვარ მშიერი\"!
ხელებგაშლილმა;
როგორც იესო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები