ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2012


  ჩამოტვირთვა

სამყარო არა ისეთი , როგორსაც ახლა ვუყურებთ

          სამყარო არაა ისეთი , როგორსაც ახლა მე და შენ ვუყურებთ. არც ცაა ასე ახლოს და ამავდროულად ასე შორს. მიწა კი ყოველნაბიჯზე თან დაგვდევს, თავს არ გვანებებს. ხეები ჩვენს აივნებამდე ვეღარ იზრდებიან , ვეღარ აღწევენ,რადგან ჩვენ ჩვენი მეცხრე ცის იქეთ კიდევ სხვა მეცხრე ცაზე ვცხოვრობთ. ჩვენამდე მხოლოდ წვიმის სურნელი აღწევს და მაშინვე ყავის ორთქლი ფანჯრის მინებზე ორნამენტებს ხატავს.
ჰო , არაა სამყარო რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ.არაა სამყარო , ეს ძვირფასი ავტომობილებით გადატვირთული ქუჩები , არც ყოველდილით გახსნილი მარკეტები და არც ძვირფასი სამოსი , სამკაულები.
სამყარო აი ის , მიწისქვეშა გადასასვლელში ხელგამოწვდილი მოხუცის თვალებია , რომელსაც ხელში კაპიკებს ჩაუყრიან და სიბრალულს გაიმეტებენ მხოლოდ .
სამაყაროა , იმ ახალშობილის ხელი , რომლითაც დედის ერთ თითს ეჭიდება.
ჰო ,კიდევ სამყაროა , შენი მადლიერება რომ კიდევ ერთი დღე დაგიღამდა.
შენ ხარ სამყარო , როცა შეგიძლია გულიანად გაიცინო ან გულიანად იტირო . ჩაიდინო ნებისმერი სიგიჟე , რომელსაც სხვა ვერ გაბედავს , რადგან შეეშინდება ხალხის დაცინვის. ჩეხუტო საყვარელ ადამიანს , დილით როცა გაიღვიძებ იგრძო რომ ღმერთს უყვარხარ. მიხვდე , რა ბედნიერი ხარ , მხოლოდ იმის გამოც რომ უბრალოდ არსებობ, სუნთქავ , ხედავ , გესმის და კიდევ რამდენი რამ .

ახლა ჩვენამდე წვიმის სურნელი კი არა სითბოს სუნი აღწევს.

ჩვენი მეცხრე ცის იქეთ კიდევ სულ სხვა მეცხრე ცაზე ჩვენ ჩვენი ხეები დავრგეთ და ახლა ყოველ დილით ნიავი მზის სუნს მოგვიტანს.



პროზა ვიცი , რომ არ არის. იყოს ცოტა ხნით აქ და წავშლი მერე ისევ ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები