ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2012


სუზის

წუხელ გათოვდა და ზეციდან ფანტელები
ქარმა ჩამოშალა, ფანჯრებს მიათოვა.
დილით ისე გადნა სიმშვიდის ილუზია,
აი, რომ ვუყვარდით და,
მაინც რომ მიგვატოვა...
ასეთი თოვლი იცის თბილისში - მატყუარა,
მოვა, შეგვპირდება სითბოს ვაუჩერებს,
ჩვენ კი ისევ ისე -
მართალს ჰგავს თუ არა,
მაინც პირველივით დავუჯერებთ.
და ისევ გაიბმება თოკები არენაზე,
საფრთხით ჩამოწყდომის,
ან განგებ გადაჭრის...
ჩვენ მაინც გავბედავთ და მერე მივხვდებით,
რომ სწორედ ასეთი -
რწმენისთვის გადავრჩით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები