ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2012


დიოგენეს მცნება

  ლეგიონებო, პოეზიის,
  თქვენ, ვისაც პოეზიის მექორწილეებად და ჭირისუფლებად მოგაქვთ თავი,
  რატომ არ გეცოდებათ იქ დაკლული მუზის ნახირი?
  როგორ ფიქრობთ უგულო მენახირეებო,
  დაფანტული რემა და დაკარგული არვე,
  ტბათა მწყემსებს მოეკითხებათ?
  მზარეულებო პოეზიის,
  თქვენ, ვინც ჰყიდით ლექსების სენდვიჩებს,
  თქვენ, ვინც მწვადებათ წვავთ რითმებს და ამარილებთ,
  მარილმოყრილიაო წინაპართა ლექსი- ამბობთ; ნუ ამლაშებთ.
  მწდენო და მერიქიფენო,
  თქვენ,  ვინც წურავთ და ადედებთ სიტყვას სიტყვაში,
  მერე კი ოქროს ლანგრებით ურიგებთ ხალხს და ათრობთ...
  ნამდვილად იცით ვის ქორწილში ხართ ან რას გლოვობთ?
  სეფექალნო და სრულიად მსახურნო, მისტერიების,
  თქვენ, ვინც მართავთ პოეტურ  ორგიებს,
  იდეალური რითმოსის შეცნობის წყურვილით,
  აჰა, გაათავეთ და მორჩით...
  თქვენ, ვინც ზიხართ პოეზონაში და მორალებს იგონებთ.
  თქვენ, პოეზებრებო, როცა კბენთ და ეჯიბრებით,
  თქვენ, პოეზავრებო, როცა გლეჯთ და არ ინდობთ ერთმანეთს,
  შენ პოეზევსო რომელიც თვლი რომ ყველაზე მეტად იცნობ სიტყვის სიღრმეებს...
  მონების მეფობას მართალი მეფის მონობა სჯობია იცოდე.
  ეძებეთ თქვენში უპოვნელი სული თეურგი,
  ყური დაუგდეთ პოეტ მათხოვრებს,
  რომლებიც მტვრიანი ხელებით,
  მათხოვარი სიტყვებით,
  იქამდე ააშენებენ ოცნების სახლს
  სადამდეც ყველაზე დიდ ხუროთმოძღვრებად
  სიკეთის კეთებას ჩათვლიან... 
  ხოლო იმ სახლში იცხოვრებს სითბო ჩვენი - ერთმანეთისა,
  შევალთ და გავთბებით.
 
     
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები