ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2012


მოლოდინი

                                               
                                                          ,,და ეწოდა მათე-ღვთის კაცი’’
                                                                                 
აგვისტოს საროსს მინდა დაიბადო..
დინჯი, ვაჟკაცური, მხირული.
დაიბადო და ალიზარინისფერი ომარივით
თითზე ჩამეჭიდო...
ჩემი სიბრძნის მარცვალი
შენში დაითესა, მათე ბიჭო,
ამიტომ ვიცი, რომ
ჯერარნახულს, უკვე გესმის ჩემი...
მუდამ, როცა შენს წმინდა სამყოფელს ვიცავ,
ვიცი რომ მშვიდად ყურს მიგდებ და გეღიმება..
როცა გეჩურჩულები გრძნობ რომ უკვე,
დიდი ხნის ძმაკაცები ვართ
და გულისნადებს დაუფიქრებლად გიზიარებ.
მე შენში დავტოვე თავგანწირვისა და ერთგულების ალმადინები,
რადგან ვიცნობდი ორგულთა და თავმომწონეთა ხვინჭას-სიმართლით აშენე.
მე შენამდე მოვიყვანე გზა ქრისტესი
უდერეფნო, უსვეტებო და თავმდაბალი-შეიცან მისი სიღარიბე...
მე შენ ბევრს მოგიყვები
ცრუ აკინთა, ავგურთა და აზთა შესახებ.
იქამდე მოგიყვები მათი ოინების შესახებ
სანამ პირისპირ შეგარკინებს მათ,
შენივე არსებობა-მინდა ძლიერი იყო.
იცნობდე ცრუ მენჰირს .-ნუ გააჩერებ შენი სახლის საძირკველში მას.
იყავი გულღია, თვალღია და კარღია...
ნუ იქნები გულჩაკეტილი, თვალდახუჭული და კარგაუხსნელი...
გახსოვდეს მტერსაც და მეგობარსაც კარზე კაკუნით იცნობ.
დაიცავი დედაშენი, შენი ოჯახი,
იყავი ჭეშმარიტი მცველი შენი ოჯახის კარიბჭისა...
მემკვიდრეობით გერგო თავლა ავგიასი
და ნუ იუკადრისებ ამ ქვეყნად გაჩენას იცოდე...
კაცი სიამაყით კი არა თავმდაბლობით შექმნა ღმერთმა,
თავისი ცა და მიწა გაუზიარა...
ჩვენც უკანასკნელი გვმართებს
ღვთისა და ქვეყნისა და არა უპირველესი.
გიყვარდეს სიღრმე ქართული სიტყვებისა და უფალი...
                                                                                              მამა-შენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები