ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2012


სიბრძნის მარცვალი (სამაგიერო)



              შექმნა კაცმა ღმერთი თავის მსგავსად
                                                    წარმართული

მადლობა უფალს, მამულო,
ძლიერებით, ერთგულებითა
და სიმამაცით დამარცვლულო,
რომ ისევ შეიძლება
შენი სულიერების თვალშეუდგმელ,
სხივმიუგნებ ზვირთებში,
შენი სიტყვიერების მწიფე,
უტკბილეს, ფასკუნჯისფერ თავთავში,
სიტყვის კონა, მარცვალწმინდა
ქალ-ვაჟების ხილვა,
ჭარმაგთა და ყრმათა,
მოძღვართა და მოსწავლეთა მოსმენა...

მომეცი ძალა უფალო,
ყოველ მათგანში ვიპოვო
სიბრძნის მარცვალი,
როგორც შენ იპოვნიდი...
ვინაიდან ყოველ ახალ მარცვალს,
რომელსაც სიბრძნით დავთესავ
სიყვარულისა და სათნოების
უძველეს ფესვად ვაქცევ,
იცი...
და რადგან მართალი იქნება,
მისგან, აღმოცენებული ნაყოფი,
ისევ ჭეშმარიტებისა და მშვენიერების ძიებით,
სიკეთისა და უკვდავების რწმენით,
სიცოცხლისა და აღდგომის
შეუწყვეტელი იმედით დავმარცვლი,
შენსავით...
მომეცი ძალა უფალო,
დაგემსგავსო ისე, როგორც
შენ დამემსგავსე მე...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები