ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2013


შენ გაიარე ნაზარეთზე როგორც იესომ...


                                        მათეს!

ვიბაბილონე,  ვიგომორე,  მოვიქანანე...
ვიაბადონე,  ვითობელე,  ვიყავ  კაენი...
ვერ  ვიადამე,  ვიაბელე,  ვიაბრაამე
და ნაზარეთზეც ვიწრო გზები დამრჩა რამდენი...
ბატკნად მკლავდნენ თუ მამზადებდნენ ეშმაკის კერძად
კეთილი მწყემსი ვიყავი თუ მწყემსი არამი...
მგელი მერქვა თუ მერქვა კრავი, კრავი თუ ვერძი,
შენი ს ა ხ ე ლი მაპატია ღმერთო არავინ...…
მართლის ნათლული იქნები თუ მონათლავ ვერაგს,
ფრესკა იქნები თუ ალალად ნახატი ტილო,
მშობელი მიწის, ნუ გაიხდი გაწყვეტილ პერანგს,
საყდარში დარჩი, სხვის ტაძარში ნუ წახვალ შვილო...

შენ, გაიარე ნაზარეთზე, როგორც იესომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები