ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
“წმინდა გიორგი სამართლიანობისათვის, ჩაგრულთა ხსნისათვის მებრძოლი მხედარია, მისი შუბით განგმირული გველეშაპი კი ბოროტების, უსამართლობის, ხალხთა დამპყრობელი იმპერიის ნიშანია ამ სიმბოლოთი ხალხმა მტერზე გამარჯვების რწმენა გამოხატა. “ გურამ მაისურაძე. დიოკლეტიანუსს დილით შუაღამისეული ზმანება მოაგონდა; ესიზმრა: თეთრცხენიანი მხედარი მაკედონური შუბით ხელში სპილენძისფერ ბრაქიოზავრს ხახიდან კუდამდე ქირურგის სიზუსტით ზედ შუაზე როგორ სხეპდა. ეცნო უცნაური დალანდება, გამოფხიზლდა თუ არა სისინით უხმო გველისშვილ აკინს. - ახალს რას მეტყვი არამის თესლო? ჰკითხა ღმერთთაღმერთმა რომის პირველ უჩინმაჩინს. - არამეული გისწავლიათ აზ! დაიწყო არეულად აკინმა;" მწიგნობრები ხალხს ატყუებენ და ვარსკვლავებს იაფად ყიდიან ტიბრის აყოლებაზე. შაბათს ზიკურათ ბაბილონელმა რომის ცის 853--ი ვარსკვლავიდან რვა, დაოს ბრწყინვალების სარკმლებად გაასაღა და სამ შეკვრა პაპირუსში გაუცვალა ორ ჩინელ დეკორატორს. შამანცრუ აკინს ერთი არარომაული, ჩვევა ჰქონდა; სიმართლეს, მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და ისიც მხოლოდ რომის იმპერატორს ეუბნებოდა, აქამდე, ამიტომ დარჩენილიყო ცოცხალი. - მე კი მინდოდა რომის ვარსკვლავები არათებისთვის დაკოჭლებული ხარების ჯოგებში გადაგვეცვალა. გამხმარი ხორცი სამ ლაშქრობას ეყოფოდათ ლეგიონებს. -სულ რამდენი ვარსკვლავია ცაზე ბიჭო, ირონიულად ჩაეკითხა მეფე? -შენ უკეთ უწყი... - რატომ იქცა ცბიერი ვარსკვლავთმრიცხველი, გულუბრყვილო, ასტრონომიულ მასხარად? კარის ტიკინები გინდა ჩაანაცვლო? - ბაბილონელს, ბნელ ღამეებში სასახლის ქალების ძუძუებზე კბენანიც ეყოფა... - შემთხვევით ერთ ძუძუს ხომ არ კბენთ ორივე ... - ... - მწიგნობრებს თავი დაანებე რაყიფო, ეგენი ქრისტეს ნაფეხურებს შლიან... - ყველა არა აზ... წენგოსფერი გადაჰკრა სენატის გველგესლას... - ისინი კი, ვინც ტიბრის ვარსკვლავებს სარფიანად ყიდიან; ტოსკანურად მიუქცია იმპერატორმა და პატარა მინიატურული ჭიდან მთვარის ტაძრის ღვინო ამოიღო, შორეული ივრისპირეთიდან, მხოლოდ მისთვის, ორაკულების წმინდა ტერფებით მოწურული... დაინახა როგორ ამოჰყვა ოწინარს მთვლემარე ბახუსი და გააჟრჟოლა გველგესლას, არ უყვარდა ეს ჭა დედით უზბეკ აკინს დათვრებოდა ღმერთების სითხით დიოკლეტიანუსი და აგინებდა გამჩენს დაუსრულებლად. კვლავ არ შეპასუხებია მეფეს მოსაუბრე, ისე კი მოასწრო და გაუგებარ ენაზე რამდენიმე წინადადება უკმაყოფილოდ გააუეცრა... - მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? დაიგრგვინა უწმინდესზე უწინარესმა. - აზ! მიუხვდა წადილს უჩინმაჩინი; გიორგიმ ჯერ ასორმოცდაცამეტი მონა გაანთავისუფლა და მთელი ქონება ნათესავ ღარიბებს მისცა. მერე შენს თაყვანისცემაზე თქვა უარი, თურმე ქრისტიანებს მოუნათლავთ გამჩენძაღლი და მეუდაბნეობასაც აპირებდა რომ დასცლოდა... ქრისტეს ნათლულობა არ იკმარა სენატისა და რომის ნათლიობა მოუნდა. ტრიბუნიდან იქადაგა ნაზარეველი მათხოვრების რწმენა. სხვებსაც მოუწოდა გაქრისტიანებისკენ. წმინდა მძვინვარება ჩაეღვარა ღვთაებრივ უპეებში მეფე უსასრულოს; გიორგი რომის მხედართმთავარი იყო, წარმოშობით ქართველი, კაბადოკიელი, იბერიელი მოგვების, ქურუმების, შამანების მემკვიდრე, კირითხუროების, რკინისა და რვალის მჭედელთა ჩამომავალი, მამა-პაპით მართალი, ბრძენი, გონიერი, ნიჭიერი. ღვთაებრივი შურისძიებით უყვარდა დიოკლეტიანუსს გიორგი. - განაგრძე... - რვაჯერ რვა დღე მიწისქვეშ, ნესტში ეგდო აზ, ისეთ ადგილას სადაც თვით ერებოსის ჩრდილებს უკანკალებთ მუხლები, საპყრობილეში მკერდზე ლოდი დავადე იმხელა მატყუარა ჰერაკლესა და მშიშარა ტიტანებს არ დასიზმრებიათ. მაინც თავისას გაიძახოდა: “ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს ქვაკუთხედად იქცაო.” შემდეგ როგორც მიბრძანე ბორბალს ვაცვი ღმერთძაღლი, მეორე დღეს ნაკაწრიც არ ჰქონდა და მშვიდად იმეორებდა: “ვისაც ის ლოდი დაეცემა გასრესს ვინც იმ ლოდზე დაეცემა დაილეწებაო. “მას მერე თორმეტჯერ თოთხმეტი დღე გავიდა... - უფსკერო ორმოც იხილა გველისშვილო? მაგიურად იკითხა დიოკლეტიანუსმა, სინამდვილეში კი გაიფიქრა: “რა გახდა ძელის ორი ნაჭერი”... - პრომეთეც არ უწამებიათ ეგრე გემრიელად აზ! ზედ ცხელი კირიც დავაყარე მაგრამ იქიდან რომ ამოვიყვანე პატარა ჭრილობაც ვერსად ვუპოვე... ცხელი ლურსმანები ჩავაჭედე ფეხსაცმელებში და ისე ვატარე გაზონებზე - ტერფები კვლავ მთელი ჰქონდა. საწამლავი დავალევინე ოცდაცამეტ მამონტს წააქცევდა – მაინც ცოცხალი დარჩა. - აკინმა მომნუსხველად მიიხედ – მოიხედა და საზარლად უჩურჩულა დიოკლეტიანუსს: “მკვდარი მართლა აღადგინა აზ! ჩემი თვალით ვნახე...მოკლედ მთელი რომი ქრისტიანებს უთანაგრძნობს.” - იმ დღესაც, როცა თავის მოსაკვეთად მიგვყვავდა, თქვენი მეუღლეც იქ იყო, ჭირისუფლობდა დედოფალი კაბადოკიელს... - მოკვდი შუმერო! შეირყა უზენაესი და სანამ მოტრიალდა გველისშვილი აკინი დარბაზიდან გაქრა. “შენ ცოცხალი ხარ გიორგი,” მწარედ ჩაეღიმა, უნებურად მუხლებზე დაშვებულ დიოკლეტიანუსს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მადლობა ჭაო... მადლობა ჭაო...
14. კი მომწონს...:) რა ძვირფასი სითხე ინახება თურმე ჭაში...გავუფრთხილდები...:-* კი მომწონს...:) რა ძვირფასი სითხე ინახება თურმე ჭაში...გავუფრთხილდები...:-*
13. და პატარა მინიატურული ჭიდან მთვარის ტაძრის ღვინო ამოიღო, შორეულ ივრისპირეთიდან, მხოლოდ იმპერატორისთვის, ორაკულების წმინდა ტერფებით დაწურული. დაინახა როგორ ამოჰყვა ოწინარს მთვლემარე ბახუსი და გააჟრჟოლა გველგესლას, არ უყვარდა ეს ჭა დედით უზბეკ აკინს დათვრებოდა ღმერთების სითხით დიოკლეტიანუსი და აგინებდა გამჩენს დაუსრულებლად. მოგწონს ჭაო? ნათლიღებას გილოცავ! და პატარა მინიატურული ჭიდან მთვარის ტაძრის ღვინო ამოიღო, შორეულ ივრისპირეთიდან, მხოლოდ იმპერატორისთვის, ორაკულების წმინდა ტერფებით დაწურული. დაინახა როგორ ამოჰყვა ოწინარს მთვლემარე ბახუსი და გააჟრჟოლა გველგესლას, არ უყვარდა ეს ჭა დედით უზბეკ აკინს დათვრებოდა ღმერთების სითხით დიოკლეტიანუსი და აგინებდა გამჩენს დაუსრულებლად. მოგწონს ჭაო? ნათლიღებას გილოცავ!
12. საინტერესო ნაწერია...გადამიყვანა იმ ეპოქაში....5
ერთ ადგილას დაუმთავრებელია მეჩვენა აზრი.........."- ისინი კი, ვინც ტიბრის ვარსკვლავებს სარფიანად ყიდიან; ტოსკანურად მიუქცია იმპერატორმა"........ საინტერესო ნაწერია...გადამიყვანა იმ ეპოქაში....5
ერთ ადგილას დაუმთავრებელია მეჩვენა აზრი.........."- ისინი კი, ვინც ტიბრის ვარსკვლავებს სარფიანად ყიდიან; ტოსკანურად მიუქცია იმპერატორმა"........
11. კარგია, ესეიგი ახალი რამ ვისწავლე. :) წარმატებები ავტორს. კარგია, ესეიგი ახალი რამ ვისწავლე. :) წარმატებები ავტორს.
10. მესხებიც( მოგვიანებით ეწოდათ კაბადოკიელები) ქართველური(კოლხური) წარმოშობისანი არიან... მესხებიც( მოგვიანებით ეწოდათ კაბადოკიელები) ქართველური(კოლხური) წარმოშობისანი არიან...
9. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო
8. უძველესი ქართველური ტომებიდან ერთ-ერთი კაბადოკიელები იყვნენ... ხმელთაშუა ზღვის აუზში , იბერიელების ერთ-ერთი სამოსახლო კაბადოკია იყო... მადლობა ყველას, ნათლისღებას გილოცავთ... უძველესი ქართველური ტომებიდან ერთ-ერთი კაბადოკიელები იყვნენ... ხმელთაშუა ზღვის აუზში , იბერიელების ერთ-ერთი სამოსახლო კაბადოკია იყო... მადლობა ყველას, ნათლისღებას გილოცავთ...
7. ლიტ სალონის კომენტარი არ გამომაპარო, მაგრა მაინტერესებს. ლიტ სალონის კომენტარი არ გამომაპარო, მაგრა მაინტერესებს.
6. მწერლის ხელწერა ვიგრძენი :) გაიხარე ავტორო :) +5 დამსახურებულად :) მწერლის ხელწერა ვიგრძენი :) გაიხარე ავტორო :) +5 დამსახურებულად :)
5. რაც შენ დაწერე ეხლა, 90% ვერ გაიგებს, და ნურც გეწყინება.... გამაოცა ნაწერმა, სულ სხვა კუთვით დაგინახე... ++ რაც შენ დაწერე ეხლა, 90% ვერ გაიგებს, და ნურც გეწყინება.... გამაოცა ნაწერმა, სულ სხვა კუთვით დაგინახე... ++
4. კარგი იყო, მაგრამ მეც ჯონათანივით ეგ კითხვა დამებადა, ქართველია წმინდა გიორგი? კარგი იყო, მაგრამ მეც ჯონათანივით ეგ კითხვა დამებადა, ქართველია წმინდა გიორგი?
3. კადრებად დავინახე ყველაფერი. თუმცა, ცოტა მძიმე ნაწერია, ეპოქის შესაბამისად...
წმინდა გიორგი ქართველია?! კადრებად დავინახე ყველაფერი. თუმცა, ცოტა მძიმე ნაწერია, ეპოქის შესაბამისად...
წმინდა გიორგი ქართველია?!
1. საინტერესო ინტერპრეტაციაა. ლექსებს ხომ კარგად წერთ, პროზაც მშვენივრად გამოგდით. +2 საინტერესო ინტერპრეტაციაა. ლექსებს ხომ კარგად წერთ, პროზაც მშვენივრად გამოგდით. +2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|