ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2013


ძველი ლექსები... (სალოსური)

              მეთევზე

                                                                ჩემი კერის ქალს,
                                                                ჩემს კერამდე!
ნაპირს რამდენი ნატვრა მივზიდე...
გოგო, კალამი, რითმის ბარჯია...
დამიწერია შენთვის მიზგითი...
მებადურივით ვერ მიმარჯვია...
რამდენი ღამე ფიქრის ბადეში
გამითევია...  მიდარაჯია...
რომ ოქროს თევზი მეპოვა შენში
მიეშმაკია და  მიქაჯია...


       


      ჯვარცმა მეფურ წყვდიადში...                       
                                                         
                                                                  ჩემს კერამდე!   
                                                       
მე წავაწყდები მეფურ წყვდიადებს
ამ ლაჟვარდებით დატკბნენ მონები
და თუ გვირგვინებს ვერსად მივაგნებ
წყვდიადით მაინც მოგეწონები...
ვიცი ვერ იტანს ომი ვეზირებს
და ბრძოლის ველი რჩებათ მამაცებს
ალბათ თიხაში ჯობდა მეზილე...
სურა იტყოდა მერე დანარჩენს...
მე ჩემს ბნელ სენაკს სასახლედ ვაქცევ
გიერთგულებენ ჩემი მკლავები
და მამონაში როდესაც გამცემ
იესოსავით თუ მეყვარები...
მკლავებს ვეტყვი რომ აცვივდნენ ჯვარზე
როგორც მამაცი სპასალარები...


     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები