(ლხინში სათქმელი)
რა დაგიშავე ძმობილო რად არ ამივსე ჭიქა, ღვინო ხომ სალოცავია კაცის, აქაც და იქაც... გაგევსო, მეც ვილოცებდი მზეს ჩავწურავდი ყელში, სიტყვის პატარა ორშიმოს ამოვაწობდი ქვევრში... ცის სადღეგრძელოს გეტყოდი წუთმოკლეობას მიწის, გეტყოდი მადლის ერბოთი კაცი რატომაც იწვის... თუმცა შენია ვენახი იქნებ რა უნდა მეთქვა მე ოქროს საწმისს ვეძახი თაყაიშვილის ბერთხას. კაცს უფრო დიდ განძს ვეძახი ამ თასს ვუპირებ დაცლას, მამულო, შენ ხარ ვენახი... შენი მოვლა კი ჯვარცმა... ერთხელ დამისხით ბიჭებო, სხვა განძი სხვებმა ზიდონ , ვერ მორევიხართ ქაჯებო მკერდში დაჩეხილ ფრიდონს. ვერ გაგიგია ბარაბავ მადლი ქართული ვერცხლის, ვერც იმ ციცაბო კლდეების სამოთხეში რომ ვერ ვცვლით. ეს გაუმარჯოს არაგვად ძარღვში მოვარდნილ სინდისს, აბა სცადონ და დააბან ტატოს მერანი ბინდის... იმ გმირთაგმირი პაპების შესანდობარი იყოს. დიდება ძვლების მსხვრევის ხმას ხრესილს, კრწანისს და დიდგორს... ეს გაუმარჯოს ჩვენს შვილებს ბექარს, ონისეს, მათეს, წმინდა გიორგის მხედრობას- ყველა პატარა ქართველს. აჩქეფდეს სისხლი ამაყი ჩემი მამაცი მოდგმის, დამისხით ტკბილად მესმოდეს ამოძახილი მოთქმის. მაშ გაუმარჯოს სიცოცხლეს_ სიკვდილის მწარე ძახილს, ნუ დაიღლებით მაჯებო მუხლო ნუ გხედავ ჩახრილს. ცრემლებო ჯამში დამისხით ყოველი კვნესა დედის... მამულის წმინდა მცველებო შუბი დალეწეთ ფერდით. გაწყვიტეთ სახსენებელი გოლგოთისა და ჯვარცმის, შენ დაიფარე უფალო, ყველა ვინც ამ თასს დაცლის...
(ჭირში სათქმელი)
გამოვარდება ღამე ღელეში და ბინდებს დასცემს იქვე მღვრიეში… ვით იმათგანი არაგველებში შავრას დავაწვენ სიაღვირეში… და ივრის ლალაეს დამახლის ძარღვი არღუნიანთა ჯავრი ადუღდა… ქრისტეს კვართივით დაიხა თორღვა მშვიდად რომ წერდა კანონს აღბუღა... რა დროს სიდინჯე... დაწვეს იონჯაც... დაიორღება იყო ივრისა... ცამ ოქროს მკლავი გაიდოინჯა და ბნელი მწუხრი გაიირისა... ვეფხვის ჩუქურთმა მიჰქონდა პარხალს და ჟამი წვეთდა რაინდთა, გმირთა... უხმლოდ დავითი ვერავინ ნახა უგორგასალოდ ქართველი ვინ თქვა... იყო მარაბდა... კრწანისის ჯანღი სისხლს შეფიცული ძაძა ხანჯლები იბერიელთა ოდინდელ დამღის გულზე დავიწვი ძმებო ხანძრები... იდგა დიდგორი... ბიჭებმა ერთგულ... ყველა ტკივილი სისხლში შერეკეს... ლაზეთს და ჰერეთს, აფხაზეთს, ენგურს უტირებია ბოლოს ერეკლე... “სული არ გატყდეს”... ცად ატეხილი გაუტეხელი მეტყვის მეტეხი... მე საქართველო ასეთი მინდა... ასეთი მწამდა... ასეთს ვეძებდი... ისევ ქართული მზე მადგა მხრებზე იმ მზის ქვეშ ჯავრი დამდევს მოლასი... ისევ ვტირივარ დაკარგულ სვრელზე და ცერზე ვაწრთობ ცხრა ფრთას ხორასნის... ათას ცრემლს მოვწმენდ... ათასჯერ იცი... მაჩაბლის ქალის დახრილ წამწამებს... და ვითვლი ღმერთო, მშობელი მიწის ბორკილთა ხსნაში შემსხვრეულ წამებს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მადლობა კახელო... მადლობა კახელო...
15. იმ გმირთაგმირი პაპების შესანდობარი იყოს.
მომეწონა, მომეწონა ... +2 იმ გმირთაგმირი პაპების შესანდობარი იყოს.
მომეწონა, მომეწონა ... +2
14. მადლობა კატიე... მადლობა კატიე...
13. მადლობა კატიე... მადლობა კატიე...
12. მამულო, შენ ხარ ვენახი... შენი მოვლა კი ჯვარცმა...
ძალიან კარგი ლექსებია... +5
მამულო, შენ ხარ ვენახი... შენი მოვლა კი ჯვარცმა...
ძალიან კარგი ლექსებია... +5
11. მადლობა ყველას მადლობა ყველას
10. ცოტა დიდია, ისე კარგია! ცოტა დიდია, ისე კარგია!
9. ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
კარგია... ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
კარგია...
8. ათას ცრემლს მოვწმენდ... ათასჯერ იცი... მაჩაბლის ქალის დახრილ წამწამებს... და ვითვლი ღმერთო, მშობელი მიწის ბორკილთა ხსნაში შემსხვრეულ წამებს... .................. +++555 ათას ცრემლს მოვწმენდ... ათასჯერ იცი... მაჩაბლის ქალის დახრილ წამწამებს... და ვითვლი ღმერთო, მშობელი მიწის ბორკილთა ხსნაში შემსხვრეულ წამებს... .................. +++555
7. +2 საძმოს.. +2 საძმოს..
5. ეს არის სრულყოფილი პატრიოტული ლექსი! "ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ"-ს შევადარებდი თუ არ მიწყენ, ისიც ძალიან მიყვარს და ამიერიდან - ესეც! ყოჩაღიანი, ბევრი ყოჩაღიანი შენ!
ეს არის სრულყოფილი პატრიოტული ლექსი! "ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ"-ს შევადარებდი თუ არ მიწყენ, ისიც ძალიან მიყვარს და ამიერიდან - ესეც! ყოჩაღიანი, ბევრი ყოჩაღიანი შენ!
4. ლხინიც დიდებული გცოდნიათ და ნეტავ იმას, ვისაც ჭირში თქვენ ეყოლებით გვერდით!
ძალიან კარგი პატრიოტული ლირიკა აქ! ლხინიც დიდებული გცოდნიათ და ნეტავ იმას, ვისაც ჭირში თქვენ ეყოლებით გვერდით!
ძალიან კარგი პატრიოტული ლირიკა აქ!
2. ქართულ "ჯიგარში" დაგენაცვლე :))
+∞ ქართულ "ჯიგარში" დაგენაცვლე :))
+∞
1. შესანიშნავია.. ამ სადღეგრძელოს ,,დასხმაც უნდა და დაცლაც'' ... სულ მოსალხენ სუფრებზე გევლოს... შესანიშნავია.. ამ სადღეგრძელოს ,,დასხმაც უნდა და დაცლაც`` ... სულ მოსალხენ სუფრებზე გევლოს...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|