ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2013


წელიწადი



გადაიარა გაზაფხულმა
და მხოლოდ სველი
ლაბადა შერჩა ბამბუკის საკიდს.

კიდევ ერთ ზაფხულს,
ჰოლანდიურ გვირგვინებამდე - სახლის კედლებზე,
მზე იყო ჩვენი.

მერე გადადგა შემოდგომა
და მიეთოვა
ბაღებს –
"ირიბი და ალმაცერი"
და მაზიარა, როგორც ბეღურა,
სიცივეს-
პურის ერთი  ნაჭერით.

ბოლო აკორდი
და დამშორდი, 
დედა!
და მიწა,
გაღუნული ღერძის ღრჭიალით
ისევ ტრიალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები