ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2013


...

(მწყემსური...)

გულზე დამადე გოგო
შენი ქათქათა თათი,
როგორც ლამაზ თოხლს თართი
გითვალთვალებ და თან ვთრთი.

შენკენ მოვიწევ ცახ-ცახ
პირველ თოვლივით მინდი,
ქარმა წათოვა ცახე
ქათიბს ჩააცვა ბინდი.

ბაღში დამწიფდა თითა
ღიმილის მტევნებს ვწურავ
გადაღლილი ვარ გზითა
უცბად ნუ მეტყვი უარს...

გადარევია ზეგანს
თებერვლის თმების თებო
და იყოს შენი ნება
მხოლოდ თებეს მთა მერგოს...

თებეს მითები ვთიბო
თაიგულების თეგად
ნეტა სადა ხარ ციდა
ცასავით თვალებლეგა...


...

როცა დაღლილა რითმა
აფეთქებით და ჭექით,
დაგამახსოვრდე რით მე
მე როგორ გითხრა შენ თქვი...

და შენი იყოს ლექსი
ჩემთან გადარჩეს არც და...
ცა ქარღვარელვას ლექს ვით
ღვინო ჭურებში განცდას.

წაგიჭიუხვე ნერბო
ჭარი გეგონე გოგნი,
თავი რომ გამანებო
ცას ქარიშხლებით მოვგვი....


...

ძმებო რა ადრეა,
მთამ ცა აარღვია,
წყლიდან გამოირღვა
ნეტა სადაური...

რაო რა ანდრეა
ეგა არაგვია,
შხეფთა გაჭენების
სველი ბედაური...

ახალი ქარები
ძველებს გადაგვიან
შენ კი გადარჩები
ლექსის სათაური.



            ...
კართაგენივით მანგრევს
შენი ყმუილი ზურა...
ხმაში რა უნდა ძმავ მგლებს
ძარღვში ვერ ვნახეთ თუ რა...

და მახსენდება : ქერი,
მოქარვისფერო დილა,
ქარის ქარვაში ვშრები
დილის გროვაში გრილა...

კაკლებს კარგი აქვთ გრილო
კაკბებს გავადენ გრიალს...
გრაკლის ჯამებში ღვინო
თრობა გრაალის გვიან...

აზრი გონების დაგვის
გვიან გვიან და გვიან...



    ...
გადავიკარგე მთებზე
ეშმაკმა იცის ვინ ვარ...
ცა უფრო დუმდა თევზზე
მზე უფრო ჰგავდა მყინვარს.

ჰქონდა დეკემბრის რიფებს
მონამქერება ტალღის,
მე შევხვდი ათას პირფერს
ერთ გაღიმებად არ ღირს.

ჰგავხარ არაგვის ფსკერზე
წყალჩაბრწყინებულ ქვირითს,
როგორ მაგონებ ძელზე
შუბით გაკაწრულ ივრითს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები