ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2013


* * *

...

მიიღე ემოცია? გაეცი ღვთაებრივად
კაცურად... ჩამოჯექი, ერთი დაილოცე...
გახსოვდეთ ჰაეროვნებს მე თქვენი ჰაერი ვარ
ჩემი მოკრძალება საქართველოს მორცხვებს...



...(ფესვებში...)

ძმებო, ბაჰართან სუნი ბაიხის
და მთვარის ბაკმა სავსე ბიკონი...
ბალდახინიან ზეცას შეარხევს
ამბოხებული ჩემი სტრიქონი...
ზღვაურმა ხომ არ მოგლიჯა თავხე
ცაში გაძერწილ კოშკებს ბუსნოში
ისევ აწვდიან? თარბსა და თაბახს
ძმები პატარძალს თაჯად უზმოში...
ისევ თუ აქნევს დედა ბარნელას
ისევ თუ ცოცხლობს იმის ბარქაში...
ნეტავ ჟანგმა ხომ არ დაანელა
ისევ თუ უცდის შავხალს ქარქაში...
მომესმა გრგვინავს გვრინი თაბუნის
ბანზე ელავენ კაბაშურები...
მაგ ბოძალდების ვინ თქვა ძაბუნი
გულავშარებით რომ მეშურებით...
სვავმა გაძოვა ღამე - არათი...
მოდის კაკაჩი როგორც კაკაჩა...
გახედეთ ძმებო თოვლის თალათინს
ეგრე უეცრად რამ აჩახჩახა...
ღმერთო... ბაჰართან სუნი ბაიხის
და მთვარის ბაკმა: სავსე ბიკონი
ბალდახინიან ზეცას შეარხევს
ამბოხებული ჩემი სტრიქონი...

... (ვერ დამიჭერთ... მკლავს ვერ მომჭრით... რატომ კარგი აგიგია...)

სვეტიცხოველთან... მიცდის დემონი
შეშლილ ხელებით უნდა: დამახრჩოს...
იბურის ძეთა მე მაქვს დ ნ მ
უკვდავებასთან მიდგა ხარაჩო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები