 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 25 მარტი, 2013 |
ლილიჩკა! (წერილის ნაცვლად) –––––––––
თამბაქოს კვამლი ამოჭამს ჰაერს. ოთახი – თავი – კრუჩენიხის ჯოჯოხეთიდან. ამ ფანჯარასთან, გაიხსენე, მე მეჭირა შენი ხელი და - მონუსხული ვეფერებოდი. დღეს ზიხარ აქვე, გულში – ფოლადი, გინდა გამაგდო და აუგი სიტყვით მახელო, მღვრიე წინკარში ხელისკანკალით ძლივსღა მოძებნის ხელი სახელოს. გამოვვარდები, რომ ქუჩის ურდოს, გვამი მივუგდო – შენით შეშლილი! მოდი, არ გვინდა, ძვირფასო, კარგო, მოდი, ახლავე დავსვათ წერტილი. ხომ სულ ერთია – გინდ გაექცე – ვერ მოიცილებ! ყელზე გკიდია სიყვარული – როგორც სიმძიმე, მოდი, სიმწრისგან ბოლო საყვედურად ამოგიყვირო!
როცა ხარს ჯაფა გაქანცავს – წავა, ცივ მდინარეში წვება საწყალი. ამ სიყვარულის გარდა სხვა წყალი – მე არ მაქვს, არა! და საშველი მისგან – არ არი! როცა ინებებს დაღლილი სპილო– მეფურად წვება. ვარვარებს ქვიშა. ჩემს სიყვარულს კი– სხვა მზე და სითბო არ აქვს! არც ვიცი, სად ხარ ან ვისთან! როცა პოეტებს სიყვარული ასე აწამებთ, მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან. მე კი – არ ვადრი არც ერთ სიხარულს, უსაყვარლესი სახელის წკრიალს. რა გადმოხტომა? რის მწარე შხამი? ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი, ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე – ყველაზე ბასრი სამართებელი! ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც, მე რომ დაგადგი, რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი. და მხიარული დღეების წყება დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს! ან ჩემი სიტყვა, მსუნთქავი ძლივსღა რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი. მაცალე, თუნდაც ბოლო სინაზით, დავფინო – ჩემგან მიმავალი ნაბიჯი შენი.
ЛИЛИЧКА! (Вместо письма)
Дым табачный воздух выел. Комната — глава в крученыховском аде. Вспомни — за этим окном впервые руки твои, исступлённый, гладил. Сегодня сидишь вот, сердце в железе. День ещё — выгонишь, может быть, изругав. В мутной передней долго не влезет сломанная дрожью рука в рукав. Выбегу, тело в улицу брошу я. Дикий, обезумлюсь, отчаяньем иссеча́сь. Не надо этого, дорогая, хорошая, дай простимся сейчас. Всё равно любовь моя — тяжкая гиря ведь — висит на тебе, куда ни бежала б. Дай в последнем крике выреветь горечь обиженных жалоб. Если быка трудом уморят — он уйдёт, разляжется в холодных водах. Кроме любви твоей мне нету моря, а у любви твоей и плачем не вымолишь отдых. Захочет покоя уставший слон — царственный ляжет в опожаренном песке. Кроме любви твоей, мне нету солнца, а я и не знаю, где ты и с кем. Если б так поэта мучила, он любимую на деньги б и славу выменял, а мне ни один не радостен звон, кроме звона твоего любимого имени.
И в пролёт не брошусь, и не выпью яда, и курок не смогу над виском нажать. Надо мною, кроме твоего взгляда, не властно лезвие ни одного ножа. Завтра забудешь, что тебя короновал, что душу цветущую любовью выжег, и су́етных дней взметённый карнавал растреплет страницы моих книжек... Слов моих сухие листья ли заставят остановиться, жадно дыша? Дай хоть последней нежностью выстелить твой уходящий шаг.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ორი პლიუსი ჩემგან, სამწუხაროდ მეტი არ შემიძლია... ორი პლიუსი ჩემგან, სამწუხაროდ მეტი არ შემიძლია...
10. ძალიან, ძალიან ლამაზად კითხულობ!
თარგმანთან მე საქმე არ მაქვს, გისმენ, გისსმენ, ძალიან სასიამოვნოა.. სულ სხვააა! ძალიან, ძალიან ლამაზად კითხულობ!
თარგმანთან მე საქმე არ მაქვს, გისმენ, გისსმენ, ძალიან სასიამოვნოა.. სულ სხვააა!
9. კარგი იყო. კარგი!!! კარგი იყო. კარგი!!!
8. ნინო, შEნი თარგმანის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ავტორი არ იკარგება, კითხულობ შენ საოცარი ქალური ექსპრესიით და ვხედავ მაიაკოვსკის! ასე თარგმნას არა მხოლოდ რუსული ენის ნიუანსების, მაიაკოვსკის ენობრივი "ობოროტების" ცოდნაც ჭირდება, ბრავო!!! ნინო, შEნი თარგმანის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ავტორი არ იკარგება, კითხულობ შენ საოცარი ქალური ექსპრესიით და ვხედავ მაიაკოვსკის! ასე თარგმნას არა მხოლოდ რუსული ენის ნიუანსების, მაიაკოვსკის ენობრივი "ობოროტების" ცოდნაც ჭირდება, ბრავო!!!
7. http://www.youtube.com/watch?v=6ddOKLX78CM
მადლობა მკითხველს და მსმენელს:) http://www.youtube.com/watch?v=6ddOKLX78CM
მადლობა მკითხველს და მსმენელს:)
6. ძალიან ლამაზია...5 რენურიც იგრძნობა ლექსში და ეს კიდევ უფრო ალამაზებს...:-* ძალიან ლამაზია...5 რენურიც იგრძნობა ლექსში და ეს კიდევ უფრო ალამაზებს...:-*
5. ძალიან მომწონს თქვენი თარგმანები. ისე ახლოა ორიგინალთან, რომ მაშინვე პოეტების სახე დამიდგება ხოლმე თვალწინ, ხოლო რენუარისეულები, მინდა აივანზე ქარში ავაფრიალო, ხმის ჩახლეჩამდე ვიკითხო და წინა საუკუნის ამინდებს დავადევნო. ძალიან მომწონს თქვენი თარგმანები. ისე ახლოა ორიგინალთან, რომ მაშინვე პოეტების სახე დამიდგება ხოლმე თვალწინ, ხოლო რენუარისეულები, მინდა აივანზე ქარში ავაფრიალო, ხმის ჩახლეჩამდე ვიკითხო და წინა საუკუნის ამინდებს დავადევნო.
4. უუუჰ!! ასე თარგმნო მაიაკოვსკი-ამას დიდი გამბედაობა, ცოდნა და შინაგანი ინტუიცია სჭირდება!! რა მეთქმის- ბრავოო!! ჩემგან +2+აპლოდისმენტები!! ყველა სიკეთე უუუჰ!! ასე თარგმნო მაიაკოვსკი-ამას დიდი გამბედაობა, ცოდნა და შინაგანი ინტუიცია სჭირდება!! რა მეთქმის- ბრავოო!! ჩემგან +2+აპლოდისმენტები!! ყველა სიკეთე
3. მაგარი თარგმანია. მაგარი თარგმანია.
2. ჩემს სიყვარულს კი– სხვა მზე და სითბო არ აქვს! არც ვიცი, სად ხარ ან ვისთან! როცა პოეტებს სიყვარული ასე აწამებთ, მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან. მე კი – არ ვადრი არც ერთ სიხარულს, უსაყვარლესი სახელის წკრიალს. რა გადმოხტომა? რის მწარე შხამი? ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი, ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე – ყველაზე ბასრი სამართებელი! ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც, მე რომ დაგადგი, რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი. და მხიარული დღეების წყება დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს! ან ჩემი სიტყვა, მსუნთქავი ძლივსღა რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი. მაცალე, თუნდაც ბოლო სინაზით, წამოვალაგო – მიმავალი ნაბიჯი შენი.
ძალიან მოეწონა არტემიდას:)ლამაზი თარგმანია5+++++რენუარი ჩემს სიყვარულს კი– სხვა მზე და სითბო არ აქვს! არც ვიცი, სად ხარ ან ვისთან! როცა პოეტებს სიყვარული ასე აწამებთ, მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან. მე კი – არ ვადრი არც ერთ სიხარულს, უსაყვარლესი სახელის წკრიალს. რა გადმოხტომა? რის მწარე შხამი? ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი, ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე – ყველაზე ბასრი სამართებელი! ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც, მე რომ დაგადგი, რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი. და მხიარული დღეების წყება დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს! ან ჩემი სიტყვა, მსუნთქავი ძლივსღა რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი. მაცალე, თუნდაც ბოლო სინაზით, წამოვალაგო – მიმავალი ნაბიჯი შენი.
ძალიან მოეწონა არტემიდას:)ლამაზი თარგმანია5+++++რენუარი
1. ცოტა კი მედარდება რომ მარტო ეთარგმნინება ამ ქალს ბოლო ხანს, მაგრამ ასე... მაგრამ ამგვარად ? :))))) :-* ცოტა კი მედარდება რომ მარტო ეთარგმნინება ამ ქალს ბოლო ხანს, მაგრამ ასე... მაგრამ ამგვარად ? :))))) :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|