ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2013


28/03/13 20:20

        მეწერები დიდი ხნის შემდეგ, როდესაც თვეები , დღეები და საათები ერთმანეთს კუდში მისდევდა. შენ არსად და ამავდროულად ყველგან , ჩემში ... სახლობდი ......

ვიყავი გოგონა , ვცხოვრობდი ღრუბლებში , მქონდა ოცნების  ცისფერი ქოხი მთვარის განაპირას, ეზოში ერგო შენი თვალების ფერი კესანები და მეგობრად მყავდა ზეცის ობობები.

ვწერდი ჩემს სიზმრებს და მერე კოსმოსში ვგზავნიდი , იმედით , ახდენის ...
და ამიხდი ...

როდესაც თვეები , დღეები ერთმანეთს კუდში მისდევდა, მე ქოხი დამინგრიეს მთვარის განაპირას, მხოლოდ კესანები შემრჩა , შენი თვალის ფერი ...

დღეს ისევ მეწერები ... დღეს ისევ სახლობ ... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები