ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2013


ისიხიო

                        ...
(ოთხ დიდ საძმოში ნათქვამი...)

და დაძრწის რისხვა ავი პითონი
უკან არასდროს არ დაიხიოთ...
ზოგი ქვად რჩება: იცის თვითონვე...
ჩვენ კი ვიცოცხლოთ აქ: საიქიოდ...
მე შენგან სული ვითხოვე ღმერთო
და შევაჩვიე მტვერს და ყალიონს...
მაგრამ რამდენი ეშმაკიც შემხვდეს
ყველამ მართლების სისხლი დალიოს?
ეგრეც არ იყოს: ავის და კარგის...
პაოლო ძმაო...ძმაო ალიო...
მაინც რამდენი ცრუ კაცი დადის
რომ მოჩვენება ცხადში არიოს...
სადღაც საძმოებს ქმნიდა პითია...
კვლავ კეფალივით დუმს ისიხიო
ვიღაცა ნაღდად მეგალითია
ვიღაცა ცოცხლობს აქ: საიქიოდ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები