ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2013


+


ბედავ ვით ვედი ამ ავ ბოდებას
აბოს გოდებას გვანან ლოდები...
აპოსტოსობად მოაგონდებათ
დღეს კი არავის არ აგონდები...

...
ბოინგი იყიდა: ( ბადენ-ბადენია...)
მე ამ დროს  ჩიბუხით ნერვებს ვაყუჩებდი...
ნიავს უცნაური ნია დასცდენია...
თვალები აგივსია ოხერო, ალუჩებით...
...
გამოგაღადრე სიწმინდევ ყელი
და ბუქნაობის ველი ნეფერტიტს
ხდება უფალი ოზონის ხვრელი
და კუპრად რჩება ისევ ხმელეთი...
ეხლა იმ კუპრში ვწევარ ვიწვები
და ხარირემის მცვივა ქორბუდე...
და სანამ ყველა დამამიწებდეთ
ქალდეა!  შენთან უნდა მოვბრუნდე...
მედეას ვეძებ კოლხურ ჩოხაში
რომ გავაცოცხლო ძველი კოლხიდა...
შეხუთული ვარ ამდენ ფოხანში
ეხ, არც შენ გესმის ხმა დიდგორიდან...
ძმებო რამდენი ვეხვეწე არგუსს
ნეფრიტის სისხლი მიჰქონდა ევფრატს
კოსმოსი ჰგავდა მედეას მანგუსტს
ჩემს ბნელ მზერაში ეშმაკად შემხტარს...
........................................................................
ბებერ გუდანზე იბუდებს ბუდა........

...
მე შენი დარაბა დავნაღმე
ჩემი ტერორისტი სიზმრებით
და როცა იქროლებ ქარგაღმა
როცა ვერ მოგწვდება იზმები...
იფეთქებს ეგ ოხვრა: ძილის ზმნა
დილამდე... დილამდე... დილამდე...
ეს მე ვარ: ფურცლების თილისმა:
რაღაცით მოვგევარ ბინ ლადენს...


გველო კაკაბთვალა კლიტურ კრაალებში
რატომ შეგიკრებავს კომლი კარაკულთა...
ბნელი შელოცვების მუქი კარავები
გვანან კორდზე გახდილ კაბებს ორაკულთა...

...
ჩვენ ეხლა ყვითელ მზის ეტლით მივქრით...
....................................................................
თანამედროვე ქრის ომნიბუსი
თანამედ მოველ და გერებუსე...
რა ვერ გაიგე იმ ორი ბუსი
ქეიბურების მედგა ბურუსი...
რვაჯერ გამლურსე როგორც ულუსი
და როგორც ლულა: მლულავ მორფინო...
კაცთა ფარდობის ხარ კოსინუსი...
დაბადებულო სასერაფიმედ...
ეხ ძმებო ქალი ისე წავიდა
ვით ვერ გაუგო შიიმ სუნიტებს
და ჩემი მზერაც ასაწყავიდან
გავდა გარიყულ იეზუიტებს...
.......................................................
ყვითელ ჩანთაში ჩაყვინთა ხელმა...














































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები