ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2013


მე შევძლებ დავდგე მარტო (ჩემს პატარა 6 წლის მეგობარს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის )

ვცხოვრობ გალიაში . იშვითად მივდივარ სადმე და იშვითად მოდიან ჩემთან. მე ხან ჭერს ვუყურებ და ხან დედას, რომელსაც ყოველდღე თვალში უვარდება რაღაც და მერე ჩემგან ზურგით დგება ფანჯარასთან.

ყველა დღე ერთმანეთს გავს , ერთიდაიგივე დასაწყისით, დასასრულით და ერთიდაიგივე ფრაზებით :  ''არ გადმოვვარდე'' , ''შენით არ ადგე'' , ''ფრთხილად'' , ''მე გაჭმევ'' .

იშვითად , როდესაც ეზოში ჩავყავარ დედას , ბავშვები მიყურებენ და მერე გარბიან ...
მეც, ოღონდ ჩემი ეტლით ...

ადგილი, სადაც ხშირად  დავდივარ ეს თეთრი შენობაა მწარე სუნით და უამრავი თეთრხალათიანი „დიდებით“ ...

ადგილი, სადაც  მე ჩემი ადგილი მაქვს არის სახლი საკმეველის სუნით და ღმერთით , ჩემი ...

დღეს თეთრ შენობაში ვიყავით , დღეს ისევ დადგა დედა ზურგით ჩემგან ფანჯარასთან და მე ვუთხარი : ვიცი , რომ შევძლებ დავდგე მარტო ...

მან გამიღიმა ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები