ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2013


+

შესისხლდი ღამეში და დაღლილ სივრცეში
შვილივით დამარხე სიცოცხლე ქუხილის
შეხვდები ღამურებს ამურის ძებნაში
და ლექსებს რომლებსაც ვერავინ იხილავს...
ვიღაცა გეტყვის რომ ებიანს ნუ რითმავ
პასუხად ღიმილი: სამყაროს ნუ ითმენ...
სიტყვები რომლებიც შენ ასე გათრობენ
კაფარი ბავშვისთვის არაფერს არ ნიშნავს...
ვიცი რომ მწყევლიან... მე უფრო მწველი ვარ
და ჟამთა რიჟრაჟში ხორცების ჟრჟოლაა...
უჟმური დუქნების ღაჟღაჟა ლოთები
თქმაგაბოროტებით კოცნიან მეძავებს...
დღეს ისევ გაჟონავს დედაბრის უკუნი
მხევლებად შობილებს ჟინს გაუბედავენ...
ბედაურს გაბედავს უბელო სტრიქონი
და ქორონიკონიც შებედავს ტატოსას...
ეხ, როგორ დამწყევლის ვით ეირიხონი
ნილოსის ტუჩივით უხ, როგორ დამტოტავს...
და გაიბატონებს მგლის ყეფა ღამეში
და ნაგილგამეში გამოვალ ბნელიდან...
გალესილ ღამეზე დაგლეჯილ სტრიქონებს
როგორმე... როგორღაც გავუშვებ ხელიდან...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები