ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2013


პროტოდიოგენუს (წინარე ლექსები)

კირკიტას, კოპალას, ქოროღლის მთას...
(სიცოცხლის ფრთებით)

გაუვალია ის გზა რაზეც ჩვენ ვფიქრობთ ახლა... იქით ჩანს პიზა და ირეკლავს იქიდან პარხალს... საიდან სადა? საიდან და ზემოდან ქვემოთ და უხარია ეს ზემორე იბერთა დემონს... კი მაგრამ სული ვინ იკითხოს სევდის ტვიფარი... ზვრებში მარჯვენა ღარტაფებში თეთრი იფანი... ნაქართულები, ნაგურჯალი მაინც ხომ არი...ტოტისტოტებში მობარბაცებს ნაბიჯი მთვარის... ჩვენ კი ჩვენ ოთხნი უღრანებში დავეძებთ გზამკვლევს... მივცოცავთ ფორთხვით ბოროტებას ვუმზადებთ სამკალს... ნეტავ დაგვაცდის ნაწუთარი სიცოცხლის ფრთები... ჩვენ ხომ ამ ფრთებით გავიარეთ სამსარიც ... თებეც ...  ჩვენ ხომ ამ ფრთებით დაგალეწეთ სამშობლოვ ხუნდი... ჩვენ ხომ ამ ფრთებით ღმერთო ჩემო, შენთან მოვბრუნდით...

...                    ბექას...
უფლის კრავს ვკლავდი... და სრესდა დილა ზამთრის გაიყინულ სახის ნაოჭებს... მე ძმა ვიყავი ღამის ლანდისა... შენ აღსარება არ გაგაოცებს: გამოვიხურე ისე კარები თვალი არ დამრჩა მამის ჯვალოზე... შემომეყარა ვერცხლით არაბი... დედი, გაგცვალე სხვა ავგაროზზე... ჩემი მამონა შემხვდა ღელეში... ძმაო, ძმარივით მახსოვს კავთობა... შენს ხსოვნას ვკლავდი და ამ ხელებში შენი ხელების სითბო  მათოვდა... ქარში... სიკვდილში გეძახდი დიდხანს... და გლეჯდა სისხლი დაღლილ აორტებს... ვაი თუ ბექარ, ვერც დაგხვდე ხვითოდ და სამარედაც აღარ გამოვდგე... უფლის კრავს ვკლავდი... ნისლმა გალესა მგლის ჩანგლებივით სერზე არყები... მე ძმა ვიყავი ღამის ლანდისა... ლანდთა ლიცლიცში ნავარაყები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები