ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2013


ხორგო... (ტირილი)

(წინარე)

ჩემი ბილიკი გიშრის ველია...ხორგო, მისმინე, მგლებთან მივლია... მიჩოქებია ლომი გირშელი... დავჯახებივარ დევებს ხვიბლიანთ... გამცეკვებია მზე როკაპებში... დავჭიდებივარ უშბა მარგიანს...ხორგო, საფიხვნოს სველ ორკაპებში დამილეწია ყველა მაგია... ბნელ მღვიმეებზე ვათენებ გომბორს...ღვინოც დადუღდა როგორც ალგეთი...ჩემი ბორჯღალი მთვარის თეთრ ბომბორს... ხორგო, რატომღაც მუხლზე დავდექი... ბერის ჩოხაში ლოცვით გავერთე... ისევ ისეთი ვერ დაგიხვდები... არ გინდა მეთქი გზად თრიალეთი ეგ საალმასოდ იყოს ჯიხვების...  .... ნეტა სადა ხარ... რად იგვიანებ...ანდა ეს ორბი... რისი ორბია... ეჰეეე... კივილი ვეფხვებს გილგანებს... შეხევებულან აქეთ მორბიან... ეჰეეე, ხორგო, თვალს ბიდნავს გიშერი... ხორგო, მისმინე... მგლებთან მივლია... მიჩოქებია ლომი გირშელი... დავჯახებივარ დევებს ხვიბლიანთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები