ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2013


წინარე...

...(ქიმითი)

ეხ... ალბათ უკვე მოგიწყინა ძვირფასო ქმარმა... უთუოდ უკვე დაავიწყდა თბილი სიტყვებიც...  უნდა იცოდე: მოვილოცე მე შენში არმა... ან უკეთესი: რომ იცოდე როგორ ვფითრდები... მე კი არ ვცდილობ რომ როგორმე კარგად მოგითხრო... არა, უბრალოდ შემეჩვია შენი ქიმითი... რადგანაც კაცი ბუნებრივად რასაც მოითხოვს... თანაც თავის ჭკვას ატრიალებს როცა იმითი... არ შეიძლება შენ რომ შეცდე ამ შემთხვევაში... ჩემმა თვალებმაც თუ მოგხიბლეს: უარესია... მე რომ ვიცოდე მიკმარებდი მხოლოდ ხვევნაში... შეჩერდებოდი და მეტყოდი: ეს რა წესია... მოკლედ ვერასდროს გაგიმეტებ საბარბარიზმედ... მე არქაიზმი მირჩევია შენი: ქიმითო... და თუ შეგხედე დალოცვილო როგორც სხვის დარბაზს... პოეტებს ვგევარ... ხოდა ალბათ სწორედ იმიტომ...



... (საჩუქარი ევას)      ჩემსას!

მასას უღრმესს და ატლანტიურს: ნაკადს საოცარს... სანამ სიკვდილი წარამისკენ რიხით წამხოცავს... საჰარისაკენ გავუჭრიდი მიზანს არხებით... და ძველ სამოთხეს გაჩუქებდი კარგო არხეთი... გოგო, ნუნისის ნანგრევებში ვგეგმავ პაემანს... რათა აივსო და რამეთუ გზა არ აგებნას... რათა დაემხონ ცრუ ბომონთა ჰაბიტუსები... და მხოლოდ შენზე დაიწეროს პაპირუსებზე... ჰაეროვანი ჰუმანური ჰარმონიული ჩანან წრეები უცეცხლესი იმქვეყნიური... რა გამძაფრებით მეზიდება იცი ბერმუდი? ვით შარიათის მოსასმენად ხალხს ბეირუთი... ჩემს წინ ლაგდება მსოფლიო: ვით კაიმანები... და ქრისტე მაცმევს ლაოძისგან ნათხოვ კიმონოს... ძვირფასო, რატომ მირჩევიხარ ყველა სტიქიას? შენშია ყველა, შენ ყველაში: ისევ ისეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები