ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
25 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

ფლეიტა–ხერხემალი (ვლ. მაიაკოვსკი) პროლოგი

ფლეიტა – ხერხემალი

პროლოგი

თქვენ გაგიმარჯოთ,
ვინც მომწონდით ანდა მომწონხართ,
და ვისაც
სულის ჯურღმულები ხატივით მალავს,
როგორც ფიალას – თქვენს სადღეგრძელოდ,
ლექსებით სავსეს - ვწევ თავის  ქალას.

სულ უფრო ხშირად მეფიქრება –
საკუთარ ბოლოს
ტყვიის წერტილი დავუსვა და
გათავდეს!
მორჩეს!
მე დღეს,
ყოველი შემთხვევისათვის,
გამოსათხოვარს გთავაზობთ კონცერტს.

ხსოვნავ!
შეკრიბე ტვინთან, დარბაზში,
შეყვარებულთა უწყვეტი მწკრივი.
თვალიდან თვალში გადაცალე სიცილი,
მერე –
მორთე ეს ღამე ძველი  ქორწილით.

იყოს ყველასთვის დაუვიწყარი,
გალაღდნენ ტანის ტანთან შეხებით.
მე კი დავუკრავ ფლეიტაზე –
ფლეიტაზე
ჩემი ხერხემლის.



Флейта-позвоночник

Пролог

За всех вас,
которые нравились или нравятся,
хранимых иконами у души в пещере,
как чашу вина в застольной здравице,
подъемлю стихами наполненный череп.

Всё чаще думаю —
не поставить ли лучше
точку пули в своём конце.
Сегодня я
на всякий случай
даю прощальный концерт.

Память!
Собери у мозга в зале
любимых неисчерпаемые очереди.
Смех из глаз в глаза лей.
Былыми свадьбами ночь ряди.
Из тела в тело веселье лейте.
Пусть не забудется ночь никем.
Я сегодня буду играть на флейте.
На собственном позвоночнике.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები