მე სახლი ვარ , თუმცა ვერ გეტყვით რამხელა, ზოგისთვის დედამიწიდან ვშენდები და გალაქტიკში ვგრძელდები, ზოგისთვის კი მხოლოდ ქოხი ვარ , არაფრის მაქნისი.ხან ცივად გვერდზე მივლიან , ხან ჩერდებიან და მათვალიერებენ. მე არ მაქვს კომფორტული ოთახები დიდი ფანჯრებით და მოაჯირიანი აივნებით. არც მეზობლები მყავს , მარტო ვარ ჩემს ქუჩაზე, ქალაქში კი ყოველთვის ბავშვობის სეზონია, გაზაფხულის წვიმიანი ამინდებით.ალბათ გაგიჩნდათ კითხვა ვინ ცხოვრობს ჩემში და ალბათ გაქვთ მოლოდინი, რომ გეტყვით , მოზარდი გოგონები და ბიჭები, მოხუცნი და ბავშვები , მაგრამ ჩემთან უსასრულობა ცხოვრობს, გზა, რომელიც არსად არ მთავრდება , ბედნიერების მოლოდინი ცხოვრობს . იმედი ცხოვრობს , რომ ოცნებებს წაიღებს ჩემი „მკითხ-ველი“ ცხრა მთას, შვიდ ცას , ათას გზის იქით და მერე ნატვრის თვალებს დაგვახვედრებს საუზმეზე ჩაისთან და ჯემიან ფუნთუშებთან ერთად. ჩემთან ყოველდღე მოდიან სურვილები , ზოგი ფერადია ახდენის ოცნებით, ზოგი კი გახუნებული გაცრუებული იმედით. ზოგი ოცნება მერე ორ-სულდება და რეალობად იბადება , ზოგი კი ისეთია , რომ არ შემიძლია მისი ახდენა მე. დღეს დილით სამი სურვილი მესტუმრა :
7 წლის ანასტასია : „დღეს მე და ჩემმა ექიმმა თოჯინას თმა შევჭერით , ისეც ლამაზია , მაგრამ მერე ისევ ქუდი დავაფარე. ახლა არც მას აქვს თმა. მინდა ფერადი რეზინები , მე მინდა თმა , გრძელი , რომ კიკინები გავიკეთო ... „
10 წლის ნიკოლოზი : „აღარ მინდა კათეტერი, არც გადასხმები და ქიმიები . მინდა ოთახი ჩემი , დილით ჩხუბი იმაზე, რომ გავიხეხო კბილები, რომ საშინაო დავალება მოვამზადო და სკოლაში არ დავაგვიანო. სახლში არ მოვიდე დალურჯებული თვალით და დახეული პერანგით. მინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს , როგორც ადრე ,“ ჩემს ოთახში“ ...“
6 წლის ლაშა-გიორგი : „იცი , მე მინდა პატარა ლეკვი , აი , ისეთი დღეს დედას, რომ დავანახე პალატის ფანჯრიდან , ეზოში ეჭირა ერთ დიდ ბიჭს. სახელიც მოვუფიქრე , ვიტნის დავარქმევ და ჩემი მეგობარი იქნება, ერთად გავიკეთებთ ხოლმე ნემსს...“
და კიდევ რამდენი სურვილი ...მე სახლი ვარ არც ერთი სარკმლით და არც ერთი აივნით. კიდევ უფრო დიდ „თეთრ“ სახლში ვცხოვრობ კედელზე და ჩემთან მოაქვთ ბავშვებს სურვილები კონვერტით, ახდენის იმედით.ზოგისთვის ჯადოსნური სახლი ვხდები , ზოგისთვის კი ერთი არაფრის მაქნისი ყუთი .
და მაინც მჯერა, რომ ჩემი „მკითხ-ველი“ საუზმეზე ნატვრის თვალებს დაგვახევდრებს ჯემიან ფუნთუშებთან ერთად .
p.s ეძღვნება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ამეტირა, ახლობელი თემაა...
"ზოგი ოცნება მერე ორ-სულდება და რეალობად იბადება......" ხდება, ნამდვილად ხდება ოცნებები! ამეტირა, ახლობელი თემაა...
"ზოგი ოცნება მერე ორ-სულდება და რეალობად იბადება......" ხდება, ნამდვილად ხდება ოცნებები!
5. ეს წეღან წავიკითხე. მიყვარს კეთილი ნაწერები) +5 ეს წეღან წავიკითხე. მიყვარს კეთილი ნაწერები) +5
4. გმადლობთ :) გმადლობთ :)
3. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
2. ძალიან უბრალო და კარგი: ) ძალიან უბრალო და კარგი: )
1. მარიამ რა საყვარელი ხარ :-) ძალიან ძალიან მომეწონა ეს მიძღვნა:-) მარიამ რა საყვარელი ხარ :-) ძალიან ძალიან მომეწონა ეს მიძღვნა:-)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|