 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 21 ივლისი, 2013 |
მე შემოვდივარ თამაშში ისევ - შეყვარებული - მობრიალე წარბის რკალებით, რა ვუყოთ! დამწვარ სახლშიც დროდადრო, ბინადრობენ უსახლკარო მაწანწალები!
მახელებთ? „მწირის გროშებზე მცირეს, თქვენი სიგიჟე იტევს ზურმუხტებს“. გახსოვდეთ ! მაშინ მოეხაზა პომპეის, როცა ვეზუვს აუხტნენ!
ე, ბატონებო! ვინც წაბილწავთ, გაძარცვავთ, დაკლავთ, მარტივად – თუკი მოგეხუშტურათ. ამაზე უფრო საშინელი გინახავთ სახე - როცა მშვიდად ვარ, აბსოლუტურად?!
და ვგრძნობ, ვიღაცა ჯიუტად ხტება, შემოტკეცილი ჩემივე ”მე”–დან.
Allo! -მე გისმენთ. დედა? -ჰო, დედა! თქვენი შვილი ავადაა ბრწყინვალედ, დედა! მას გადაედო ხანძარი გულში. გააგებინეთ ოლგას და ლუდას - დებს , მოჭრილია ყველა გზა მრუდად, რომ ყველა სიტყვა, თუნდაც ხუმრობა - რომელიც ცხელი პირიდან მოსდის, ვარდება როგორც ცეცხლმოდებული საროსკიპოდან – შიშველი ბოზი.
იყნოსა ხალხმა შემწვარის სუნი! მოყარა ჯარი, ჩაფხუტებით, უელვარესით. გადაეცით მეხანძრეებს: მძიმე ჩექმებით - არა! გულს, მობრიალეს, შესწვდებიან მხოლოდ ალერსით.
თავად! ავხაპავ თვალებიდან ცრემლებს კასრებით. ნეკნებო, მოდით, ჩამოგეყრდნობით. მისმინეთ: ვხტები! ვხტები! ვხტები! ვხტები! ჩაინგრა. რადგან გულიდან ვერ გადახტები!
და ჩემს გადამწვარ სახეზე კოცნა – მურიანი*, პატარა, ურჩი, მოსკდება, რათა წამოეზარდოს ნახეთქებს ტუჩის.
დედა! ხომ ხედავ, მე ვეღარ ვმღერი, მხოლოდ კლიროსი* – მეცადინეობს გულის მცირე სამლოცველოსი.
თავის ქალაში გამომწვარი ფიგურები - რიცხვთა, სიტყვათა, ემსგავსებიან ნახანძრალი შენობის ბავშვებს, და შიშით, ცამდე ხელები რომ აუტანია - „ლუზიტანიას“* – ცას ბავშვები მოებღაუჭნენ.
საკუთარ სახლის სიჩუმეში მოცახცახე ხალხთან აისის – ნავსადგურიდან ასი ცეცხლოვანი თვალი იჭრება. ის მაინც ჰქენი, ასწლეულებს გადააწვდინე, რომ ვიწვი! „ვიწვიიიიიიიიიიიიიიი!“ ჩემო ბოლო ამოყვირებავ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩვეულ ამბად მექცა რენუარით აღფრთოვანება. შემოვალ,”ღვფრთოვანდები” ვწერ 5-ს და გავდივარ. სულ ერთიდა იგივე... ლამის მომეწყინოს.... :დდდდდდ ჩემი რენი :-************** ჩვეულ ამბად მექცა რენუარით აღფრთოვანება. შემოვალ,”ღვფრთოვანდები” ვწერ 5-ს და გავდივარ. სულ ერთიდა იგივე... ლამის მომეწყინოს.... :დდდდდდ ჩემი რენი :-**************
6. კარგი ხარ რენუარ როგორც ყოველთვის! კარგი ხარ რენუარ როგორც ყოველთვის!
4. "თქვენი შვილი ავადაა ბრწყინვალედ, დედა!"
ეგ იმერელი, ეგა:)
თქვენ კი ნამდვილი მაიაკოვსკ-აია ხართ! ;) "თქვენი შვილი ავადაა ბრწყინვალედ, დედა!"
ეგ იმერელი, ეგა:)
თქვენ კი ნამდვილი მაიაკოვსკ-აია ხართ! ;)
3. ძალიან მაგარია...555 თარგმანიც არის და შენიც...:-* მუხტიანი...მობრიალე ...ზღვა ემოცია... ძალიან მაგარია...555 თარგმანიც არის და შენიც...:-* მუხტიანი...მობრიალე ...ზღვა ემოცია...
2. ისე, ზუსტად გრძნობს ეს ქალბატონი მაჯისცემას, ბაღდათელი ხომ არ არისო, მიფიქრია.:) 5! ისე, ზუსტად გრძნობს ეს ქალბატონი მაჯისცემას, ბაღდათელი ხომ არ არისო, მიფიქრია.:) 5!
1. როგორ მინდა ამ წიგნის შეძენა და გამიხარდა აქ რომ ვნახე!
გენიალურია, ძალიან მომწონს, ისევე როგორც დანარჩენი თქვენი თარგმანები რაც კი წამიკითხავს. როგორ მინდა ამ წიგნის შეძენა და გამიხარდა აქ რომ ვნახე!
გენიალურია, ძალიან მომწონს, ისევე როგორც დანარჩენი თქვენი თარგმანები რაც კი წამიკითხავს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|