ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2013


პირველყოფილი ლოცვები 3

მოგვებო ჩემო და ქურუმებო ჩემი მოდგმისა
ამსოფლიური უსაგნობის სიბრძნე არ მტოვებს...
გაჩენილებო
თეურგებად...
დემიურგებად...
მისტერიათა ვეჯახები გახსნილ ატომებს...
ბევრი სიღრმეთა ბნელ ალებში გადაიბუგა...
და ზის იესო უმშვიდესად ბელიარებთან...
სად კენტავრები დროთა ფლეთენ დნეპრაიუგას
სად კალიუგას აღზევება დაიარება...
უცებ სიბნელე...
იბერიულ გარდაცვალების
და მითიური ვაჟკაცების მიდგას მიღმადი...
არ დაიჯერებ ღმერთოჩემო
მამულოჩემო,
როგორ გიცავდი, როგორ მწამდი, როგორ მიყვარდი...
ისევ სიბნელე...
ბურუსები... ბარიელეფებს
ვხედავ ვით ელფებს მიმოფანტულს დედა იზიდის
მე ჩემი ლექსის ყველა სპა და ყოველი მეფე
სისხლის ხანძარში უსასტიკეს ცეცხლით მივზიდე
და კვლავ ბნელეთი
ადეპტები...
მუსაიფები...
ჰექსამერონი
სალადინი
მუსაფი
ქრისტე....
ჩემი შიქასტე
ღმერთო შენი საპურღვინოა
და შიგ ვერაგი ვერ გაივლის
ვერც იმკის...
ითესს...
და მე ნელნელა მინავლდება
კატაკომბების ფალოსური ვნებიანობა....
მე ვეღარ ვხედავ ფილოსოფიურ ქვებზე ჩამომჯდარ სამყაროს სკნელებს:
...................................................
გარდასახვის იდუმალება...
.............

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები