სხვენის პატარა ოთახი, რომლის ერთადერთი ფანჯრიდან ძალიან კარგად ჩანს ჟანგისფერი დღეებისა და ზამთრის გზაჯვარედინი. ცხოვრობენ ორნი: ისე - ჩვეულებრივი კაცი , რომელიც გრძნობს ყველაფერს და ხედავს ვერაფერს. ემილი - ისეს ცოლი , უსინათლო და სულსავსე. სამწუხაროდ, მათთვის ვაუჩერი არ მოუტანია სოციალურ მუშაკს და არც სხვენში ატანილ საარჩევნო ყუთში ჩაგდებულ სულ სხვა არჩევანს შეუცვლია რამე უკეთესობისკენ. . . . კარი გამაღიზიანებელი ჭრაჭუნით იხსნება და სახედამჭკნარი, თვალებდახუჭული ისე ხელების ცეცებით მიუყვება აგურებამდე ჩაფხეკილ, ნესტიან კედლებს – ნეკა თითი, არათითი, შუა, საჩვენებელი და ბოლოს ცერა თითი, მერე - პირიქით. ამდენი წლის შემდეგაც მამაკაცმა უნებლიედ წამოჰკრა ფეხი რაღაც მყარს. ძველისძველი მაგიდის ზედაპირზე დაგროვილი მტვერი წამის მეასედში გაიფანტა ჰაერში. ისემ იგრძნო მტვრის გემო, ჩაახველა და ისევ მოთმინებით გაუყვა კედლებს. . . . ოთახის კუთხეში უკვე დაჟანგებულ საწოლზე ამოუცნობი ემოციით დაღლილი ემილი წევს, ისეს მოსვლისთანავე ნელ-ნელა დგება, ამზადებს ჟასმინის ჩაის , (რომლის სურნელიც უკვე ყველა ნივთში გამჯდარა) და არასდროს ავიწყდება, იკითხოს: -როგორაა ფიფი ? – ფიფი მრგვალი აკვარიუმის მკვიდრი მელნისფერი თევზია, რომელიც (ბედის ირონიით) სულაც არ ასრულებს სურვილებს. ისემ ჯერ ვერ უყიდა ემილის საოცნებო ფიფი, რეალურად , არც იცის , არსებობს თუ არა ის. იქნებ ზოომაღაზიის გამყიდველი ატყუებს მას და საოცნებო თევზიც დიდი ხანია წაიყვანა ვინმე უცნობმა ?! ისეს გონებაში არ არის ამ უკანასკნელი კითხვის პასუხი , სამაგიეროდ იცის, რა უნდა უპასუხოს ცოლს : -ის კარგადაა. – მერე ჩაიც მზადდება და ისე თითებით უსინჯავს ემილის ღიმილისგან ჩაჩვრეტილ ლოყებს. როცა რწმუნდება, რომ ღიმილი მათ ცხოვრებაში ,,გადარჩენილია”, მშვიდდება და დროისგან გაჩენილი, აშლილი ნაოჭებიც თავიანთ ადგილს უბრუნდებიან. . . . ცხოვრობენ ასე (ერთმანეთით). ყოველთვის, როცა ვინ იცის მერამდენე დღე დგება და გავარვარებული ბურთი ღრუბლებიდან დაუზარებლად ცურდება , მათი სხვენის ფანჯარა ღიაა და ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან. მზე დიდია, ძალიან დიდი, ვეებერთელა და როცა ეს უზარმაზარი რაღაც სულშიშველთა ოჯახის სხვენში შემოეტევა ხოლმე, ისე და ემილი უღიმიან მადლობის ნიშნად და მათ თვალებში ბევრი სხვა მზე ანთია. . . . რომელიღაც წელი – არაფერი შეცვლილა. დღეს ისემ ყულაბა გატეხა და ფიფი მოიყვანა სახლში. ახლა ისინი თავიანთ ღმერთს ერთად ელოდებიან .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. სხვანაირად ვერ გამოდის :))) როცა ვწერ, ვწერ. მადლობა სხვანაირად ვერ გამოდის :))) როცა ვწერ, ვწერ. მადლობა
23. ცხოვრობენ ასე (ერთმანეთით). ყოველთვის, როცა ვინ იცის მერამდენე დღე დგება და გავარვარებული ბურთი ღრუბლებიდან დაუზარებლად ცურდება , მათი სხვენის ფანჯარა ღიაა და ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან.
კარგად წერთ. რატომ ასე იშვიათად? ცხოვრობენ ასე (ერთმანეთით). ყოველთვის, როცა ვინ იცის მერამდენე დღე დგება და გავარვარებული ბურთი ღრუბლებიდან დაუზარებლად ცურდება , მათი სხვენის ფანჯარა ღიაა და ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან.
კარგად წერთ. რატომ ასე იშვიათად?
22. დიდი მადლობა , ლევანა :)) დიდი მადლობა , ლევანა :))
21. გვიან მაგრამ მე_12 კომენტარს სოლიდარობას ვუცხადებ
++++5 გვიან მაგრამ მე_12 კომენტარს სოლიდარობას ვუცხადებ
++++5
20. როგორი სევდიანი და პოზიტიურია ერთდროულად, აზრიც კარგია აღწერის ფორმაც, ფრაზები ნატიფი და სასიამოვნო.. :))
დღეს ეს მეორე ნაწარმოებია აქ რაც წავიკითხე და ვფიქრობ ძალიან გამიმართლა ორივეში :)
წარმატებები როგორი სევდიანი და პოზიტიურია ერთდროულად, აზრიც კარგია აღწერის ფორმაც, ფრაზები ნატიფი და სასიამოვნო.. :))
დღეს ეს მეორე ნაწარმოებია აქ რაც წავიკითხე და ვფიქრობ ძალიან გამიმართლა ორივეში :)
წარმატებები
19. ძალიან კარგია, ლიკა++ ძალიან კარგია, ლიკა++
18. გიგო, დიდი მადლობა !! :)) გიგო, დიდი მადლობა !! :))
17. წინსვლით ლიკა!!! წარმატებები!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! წინსვლით ლიკა!!! წარმატებები!!! ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
16. რაღაცნაირად კარგია ..
ემოციური . რაღაცნაირად კარგია ..
ემოციური .
15. დიდი მადლობა , თეო :))) დიდი მადლობა , თეო :)))
14. რა კარგად წერთ. მართლა მოვიხიბლე. მშვენიერია.2++++++ რა კარგად წერთ. მართლა მოვიხიბლე. მშვენიერია.2++++++
13. დიდი მადლობა :)) ერთგვარი სტიმულია ამის მოსმენა წერის გასაგრძელებლად :) დიდი მადლობა :)) ერთგვარი სტიმულია ამის მოსმენა წერის გასაგრძელებლად :)
12. ძალიან, ძალია, ძალიან კარგი გოგო ხარ :))) არ ვიცოდი ეს ავტორი ამდენ ხანს. შენ უნდა წერო აუცილებლად. ძალიან, ძალია, ძალიან კარგი გოგო ხარ :))) არ ვიცოდი ეს ავტორი ამდენ ხანს. შენ უნდა წერო აუცილებლად.
11. ძალიან მომეწონა:) ძალიან მაგარი ემოციაა. რაღაც მელანქოლიური... ისეთი, როგორიც მიყვარს <3 ყოჩაღ... <3 ძალიან მომეწონა:) ძალიან მაგარი ემოციაა. რაღაც მელანქოლიური... ისეთი, როგორიც მიყვარს <3 ყოჩაღ... <3
10. ძალიან კარგი მოთხრობაა, უბრალოდ სოციულური მუშაკი თავისი ვაუჩერით რაღაცნაირად ზედმეტია თითქოს ძალიან კარგი მოთხრობაა, უბრალოდ სოციულური მუშაკი თავისი ვაუჩერით რაღაცნაირად ზედმეტია თითქოს
8. სმიტ, ვფიქრობდი ვფიქრობდი და სათაურზე ისე ,,გავიჭედე" რომ უკეთესი ნამდვილად არაფერი მომაფიქრდა (სამწუხაროდ) .. სმიტ, ვფიქრობდი ვფიქრობდი და სათაურზე ისე ,,გავიჭედე" რომ უკეთესი ნამდვილად არაფერი მომაფიქრდა (სამწუხაროდ) ..
7. მზე დიდია, ძალიან დიდი, ვეებერთელა და როცა ეს უზარმაზარი რაღაც სულშიშველთა ოჯახის სხვენში შემოეტევა ხოლმე, ისე და ემილი უღიმიან მადლობის ნიშნად და მათ თვალებში ბევრი სხვა მზე ანთია.
კარგია მზე დიდია, ძალიან დიდი, ვეებერთელა და როცა ეს უზარმაზარი რაღაც სულშიშველთა ოჯახის სხვენში შემოეტევა ხოლმე, ისე და ემილი უღიმიან მადლობის ნიშნად და მათ თვალებში ბევრი სხვა მზე ანთია.
კარგია
6. მმ.. ნაცნობი სურნელი ტრიალებს =)
მე არაფერი მეზედმეტა. ერთადერთი, ვფიქრობ, უკეთესი სათაური შეიძლებოდა =) მმ.. ნაცნობი სურნელი ტრიალებს =)
მე არაფერი მეზედმეტა. ერთადერთი, ვფიქრობ, უკეთესი სათაური შეიძლებოდა =)
5. გაიხარე ლიკა, საინტერესო იყო,... გაიხარე ლიკა, საინტერესო იყო,...
4. მომეწონა, თუმცა თითებით ღიმილის შეგრძნება "ამუცნობი ემოცია"?
მომეწონა, თუმცა თითებით ღიმილის შეგრძნება "ამუცნობი ემოცია"?
3. ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან
ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან
2. ჯონათან , გმადლობ :))
რაღაც-რაღაცები კიდევ გამოსწორდება ნელ-ნელა .. ჯონათან , გმადლობ :))
რაღაც-რაღაცები კიდევ გამოსწორდება ნელ-ნელა ..
1. რა კარგი მოთხრობაა!
მშვიდი, სითბოთი და სიყვარულით სავსე - გადარჩენილი ღიმილითა და სულშიშველებით.
და სახელებიც-ისე, ემილი...
ოღონდ, ვაუჩერი,სოც,მუშაკი და საარჩევნო ყუთი მეზედმეტა აქ.
რა კარგი მოთხრობაა!
მშვიდი, სითბოთი და სიყვარულით სავსე - გადარჩენილი ღიმილითა და სულშიშველებით.
და სახელებიც-ისე, ემილი...
ოღონდ, ვაუჩერი,სოც,მუშაკი და საარჩევნო ყუთი მეზედმეტა აქ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|