ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე შენ იდექი ჩემს წინ და როცა ამინდზე საუბარს დავიწყებდით , მე ვამბობდი სრული გადახვევით: -სიყვარული არ არსებობს!-ამ ფრაზის თქმის შემდეგ კიდევ ერთი პროცენტი ემატებოდა შენს ჩვევად გადაქცეულ უემოციობას და საკუთარ ვნებას ასევე უემოციოდ ჯაჭვივით მახვევდი კისერზე.
ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე შენ იდექი ჩემს წინ სამი მიზეზის გამო: 1. ორივეს გვეჩემებოდა სიტყვა ,,უბრალოდ“ 2. ორივე ვგრძნობდით წვიმას 3. ორივეს გვინდოდა თითქმის უკედლებო, დიდფანჯრებიანი სახლი ლონდონში.
ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე მე ვთანხმდებოდი შენთან შეხვედრას, რადგან ერთადერთი ადამიანი იყავი, რომელიც არასდროს მკითხავდა, რას გულისხმობდა ჩემი არეული მზერა ან სიტყვები. ყოველდღე მე ვაუქმებდი ყველა სხვა შეხვედრას, ფეხებზე ვიკიდებდი მამიკოს ფულიანი მეგობრების შვილებს, PRADA-ს მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემოსკუპებულ წითელპომადიანი დედიკოს დაქალებს და მოვდიოდი უმისამართოდ - რომელიმე სარდაფის არც ისე ძვირიან ბარში, რომელშიც იქნებოდა სიმშვიდის სუნი. ჩვეულებისამებრ, დიდხანს ვისხდებოდით მშვიდად, შენ გააბოლებდი მერამდენე ღერს , მე კი - როცა ხელებს ჟასმინის ჩაის ჭიქაზე გავითბობდი , ჩავწნიდი ჩემს (დასაწუნ, ოდნავ მოკლე) თითებს შენს სიგარეტის სუნით გაჟღენთილ თითებში და ვიგრძნობდი შეჩვევის გემოს. ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე შენ მესაუბრებოდი ყველაფერზე. მე კი ყველაზე მეტად შენი სიტყვებით შექმნილი ლონდონი მიყვარდა (Notting Hill , რომელზეც შენ აუცილებლად გექნებოდა სახლი. Oxford Street, რომელზე ბოდიალიც არასდროს მოგბეზრდებოდა. ქუჩები, რომლებიც მხოლოდ წიგნებში გენახა და მაინც გრძნობდი მათ განსაკუთრებულ სურნელს. ეს შენი ლონდონი იყო - ყველაზე უბრალო და აუცილებლად უნდა ჩანაცვლებოდა რეალურს.) ჩემთვის ხომ ის ერთი დიდი ქალაქი იყო უზარმაზარი მოსახლეობით, განვითარების უმაღლესი დონით. ამ ქალაქს არ უყვარდა ძილი, ან მე მეგონა ასე , რადგან ყოველ მეორე კვირას მამიკო გამთენიისას მიფრინავდა იქ გაურკვეველი მიზეზების გამო და მე უბრალოდ ბევრ ფულს მიტოვებდა. ჰოდა მეც შევიყვარე ეს კუპიურები. და ვბრაზობდი , რომ წამითაც არ მქონია საშუალება, მეფიქრა და მეგრძნო შენსავით.
დღეები ასეთი იყო.
და ყოველთვის, როცა მე გთხოვდი ქალაქის საუკეთესო მაღაზიაში გამომყოლოდი, შენ მომყვებოდი კარებამდე. საშინლად გაღიზიანებდა ნიღბიანი გამყიდველები , რომლებიც ზედმეტად კარგად თამაშობდნენ მხიარული ადამიანების როლებს , მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სტატუსი ხიბლავდათ. ჩემს სტატუსზე მეტად კი ეხარბებოდათ საკრედიტო ბარათებით გატენილი საფულე და ყოველი მომდევნო კაბა. ეს ყველაფერი მეც გულს ამირევდა, მიჩვეული რომ არ ვყოფილიყავი. ჰო , რაც შეეხება მომდევნო მოზომებულ კაბას, შენი ღიმილის მიმიკას ველოდი; შენც მიღიმოდი და მიმტკიცებდი , რომ მოგწონდა ჩემი ჭრელი კაბები. მე კი გარდერობში გამოკეტილ ბრენდულ ტანსაცმელს შენი გახუნებული და მაინც ელეგანტური პიჯაკი მერჩივნა.
ყოველი შეხვედრისას მიხსნიდი , რატომ სჯობდა ,,Neal’s Yard Salad Bar” ჩემს ,,Monmouth”-ს, მე - პირიქით. ჩვენ, ორივეს, სასაცილო არგუმენტები გვქონდა და მეტი არაფერი.
ყოველდღე, ბოლო დროს დღეში რამდენჯერმეც შენ ცხვირშეჭმუხნილი იხსენებდი , როგორ გაღიზიანებდა ბავშვობაში ჩემი თმის გაურკვეველი თმის ფერი, რომელიც ახლა აუცილებლად მოგეწონებოდა. მერე კი ბრაზობდი ყველა ქიმიურ საშუალებაზე, რომელიც მცვლიდა და ამის პასუხად ჩემი გაუჩერებელი კისკისი ხასიათს გირევდა. მერე მე თითებით გისწორებდი შეკრულ წარბებს და შენ , როგორც ყოველთვის, გეცინებოდა.
ყოველდღე ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს. მე გეუბნებოდი: -სიყვარული არ არსებობს! პასუხად შენ გქონდა: -დედამიწაც არ ბრუნავს! ჩვენ, ორივეს, გვეღიმებოდა და თვალები არარსებული სიყვარულით გვევსებოდა. მაშინ ჩემი ემოციების მენიუ ივსებოდა და ჩვენ ერთმანეთის ღიმილიდან ვიცოდით, რომ ყველაფერი (სიყვარულიც , მიჩვევაც, თანაგრძნობაც, გაგებაც, ტკივილიც, მონატრებაც) იყო ასე - უბრალოდ.
ყოველდღე შენ იდექი ჩემს წინ, რადგან ჩვენს თვალებს ჰქონდათ შეხვედრა. ისინი ერთმანეთში ხედავდნენ თითქმის უკედლებო სახლს, რომელშიც არ იდგა ავეჯი და იდგა სიმშვიდის სუნი. ლონდონში წვიმდა. ჩვენ ვისხედით თბილისის სარდაფებში თითო ნათურით განათებულ მაგიდებთან და არასდროს ვეკითხებოდით ერთმანეთს, რას ნიშნავდა მორიგი ,,უბრალოდ“.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მადლობა : ) მადლობა : )
21. კარგი რამეა.. მომეწონა.. ისე ცოტა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა.. :) თითქოს მინდოდა გამეგო კიდე რაღაცეები.. :)
მოკლედ კარგია.. კარგი რამეა.. მომეწონა.. ისე ცოტა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა.. :) თითქოს მინდოდა გამეგო კიდე რაღაცეები.. :)
მოკლედ კარგია..
20. ორივე ვგრძნობდით წვიმას ორივეს გვინდოდა თითქმის უკედლებო, დიდფანჯრებიანი სახლი ლონდონში.
აი ეს უკვე კლასიკაა. გმადლობთ. ორივე ვგრძნობდით წვიმას ორივეს გვინდოდა თითქმის უკედლებო, დიდფანჯრებიანი სახლი ლონდონში.
აი ეს უკვე კლასიკაა. გმადლობთ.
18. ჩვენ, ორივეს, გვეღიმებოდა და თვალები არარსებული სიყვარულით გვევსებოდა - მიყვარს ესეთი ერთობა :)
განსაკუთრებულად კარგი პროზაა ++ ჩვენ, ორივეს, გვეღიმებოდა და თვალები არარსებული სიყვარულით გვევსებოდა - მიყვარს ესეთი ერთობა :)
განსაკუთრებულად კარგი პროზაა ++
15. კვალ წარმატებისგენ მინდა გზა დაგილოცო!!! გაიხარე შენა!!! კვალ წარმატებისგენ მინდა გზა დაგილოცო!!! გაიხარე შენა!!!
14. არც არაფერი. შემოგმატებთ მალე ნაწერებს:) არც არაფერი. შემოგმატებთ მალე ნაწერებს:)
13. მაგაში გეთანხმები ლიკა. მაგრამ მაინც მოგვიტანე. ერთგულმა მკითხველმა რა დავაშავეთ:) მაგაში გეთანხმები ლიკა. მაგრამ მაინც მოგვიტანე. ერთგულმა მკითხველმა რა დავაშავეთ:)
12. იმდენად ,,უსიცოცხლოა" უკვე საიტი , რომ სტიმულიც არ მაქვსსავით:) ვეცდები უკეთესები მოვიტანო:) იმდენად ,,უსიცოცხლოა" უკვე საიტი , რომ სტიმულიც არ მაქვსსავით:) ვეცდები უკეთესები მოვიტანო:)
11. არაფრის რის მადლობა. კიდევ მოგვიტანე ბევრი ახალი მოთხრობები:) არაფრის რის მადლობა. კიდევ მოგვიტანე ბევრი ახალი მოთხრობები:)
10. თეო მადლობა :)) თეო მადლობა :))
9. მშვენიერი ცოცხალი პროზაა. რატომ არ კითხულობენ არ მესმის რა:( 5+ მშვენიერი ცოცხალი პროზაა. რატომ არ კითხულობენ არ მესმის რა:( 5+
8. სათაური ქართულად დაგეწერა მერჩივნა. კარგად არის მოწოდებული, პერსონაჟების ემოციური ურთიერთობის ამსახველი პასაჟები.
სიყვარულს კი- ყველა თავის გადასახედიდან განმარტავს, სათაური ქართულად დაგეწერა მერჩივნა. კარგად არის მოწოდებული, პერსონაჟების ემოციური ურთიერთობის ამსახველი პასაჟები.
სიყვარულს კი- ყველა თავის გადასახედიდან განმარტავს,
7. ვიღაც მომავლიდან , მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ქულა მართლაც არაფერს ნიშნავს :)) გაუმართაობა არ მიკვირს, ის უფრო მიკვირს რაღაც რომ არის საერთოდ ეს ნაწერი )) ვიღაც მომავლიდან , მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ქულა მართლაც არაფერს ნიშნავს :)) გაუმართაობა არ მიკვირს, ის უფრო მიკვირს რაღაც რომ არის საერთოდ ეს ნაწერი ))
6. მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები გაუმართავად მომეჩვენა (სუულ ცოტა), მიუხედავად იმისა რომ იგრძნობა ავტორს თავისი პირადული გადმოუტანია ფურცელზე (სხვანაირად როგორ უნდა იყოსო მკითხავს ბევრი), მიუხედავად იმისა რომ მეც მიყვარს ინგლისი, მაგრამ ლონდონს სულ სხვა ქალაქი მირჩევნია, მე შენ გეტყვი, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ (რაც აღმინიშნავს ადრეც) და დაგიწერ რა თქმა უნდა ჩემს +2-ს (თუმცაღა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ალბათ )
მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები გაუმართავად მომეჩვენა (სუულ ცოტა), მიუხედავად იმისა რომ იგრძნობა ავტორს თავისი პირადული გადმოუტანია ფურცელზე (სხვანაირად როგორ უნდა იყოსო მკითხავს ბევრი), მიუხედავად იმისა რომ მეც მიყვარს ინგლისი, მაგრამ ლონდონს სულ სხვა ქალაქი მირჩევნია, მე შენ გეტყვი, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ (რაც აღმინიშნავს ადრეც) და დაგიწერ რა თქმა უნდა ჩემს +2-ს (თუმცაღა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს ალბათ )
5. კარგია ...+2 კარგია ...+2
4. მარიამ , ბევრი რამ იყო , მაგრამ რაღაც ვეღარ :) როგორც შენ გჯერა , ისე -ც.
მადლობა, რომ კითხულობთ და აფასებთ :) მარიამ , ბევრი რამ იყო , მაგრამ რაღაც ვეღარ :) როგორც შენ გჯერა , ისე -ც.
მადლობა, რომ კითხულობთ და აფასებთ :)
3. Notting Hill -მაც შექმნა განწყობა.
ჰო, არც დედამიწა ბრუნავს :)
Notting Hill -მაც შექმნა განწყობა.
ჰო, არც დედამიწა ბრუნავს :)
2. ცოტათი დასალაგებელია, სიმძაფრეც აკლია, მაგრამ ცუდი არაა, თავისებური სურნელი აქვს =) ცოტათი დასალაგებელია, სიმძაფრეც აკლია, მაგრამ ცუდი არაა, თავისებური სურნელი აქვს =)
1. იმიტომ, რომ მერეში უფრო საინტერესო გელოდება, ყველაფერი კარგად იქნება. უკედლებო, დიდფანმჯრებიან სახლზე ლონდონში ცალკეც იყო, მახსოვს მე.
http://www.youtube.com/watch?v=oofSnsGkops და ეს :* იმიტომ, რომ მერეში უფრო საინტერესო გელოდება, ყველაფერი კარგად იქნება. უკედლებო, დიდფანმჯრებიან სახლზე ლონდონში ცალკეც იყო, მახსოვს მე.
http://www.youtube.com/watch?v=oofSnsGkops და ეს :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|