ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


დიოგენეს საძმოში ნათქვამი:

                                                                  დედაჩემს!

დედაო, ჩემო, ჩემს ს უ ლ ს შენს ს უ ლ ე ლ ს
ამ ლექსის გარდა რა აბადია...
სტრიქონებს უცებ ხანშიშესულებს
ჭაღარაწმინდა ჩამობარდნიათ...

მე იმ თბილ დღეებს ვკონავ მწკრივებად
გულდასმით ვღობავ ხსოვნის მიწურებს,
ისევ ყოველდღე ღმერთი მიწყრება
და ერთი თხოვნაც ვერ შეგისრულე...

ჩრდილებო მამის, ჩაგვრის ვერც წვეთი
ვერ ვაპატიე ვერცერთ ვირიშვილს...
ჩემს დაღლილ ლექსებს მოკრეფავს ღმერთი
და ლოცვის პურით მოუკლავს შიმშილს...

ჩემს სისხლში თქვენი სისხლის მთებია...
მთები წურავენ ძმებო, სტრიქონებს
შობის სიჩუმე არ მღირსებია
თავი პოეტად გამოვიგონე...

დამდეგ შობას გილოცავთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები