ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


ხარება და გოგია ( ბავშვურ ლანდებზე დაწერილი)

(დიოგენეს საძმოში ნათქვამი)

სახლიკაცები მოვარდნენ ველში
იქით ვუმარჯვე ბერდანა მუზის
ერთი იმათში ხრიალებს ყელში:
-ხომ არ დაგაჯდა სიკვდილის ბუზი...

ნამთევ კამეჩა ვაჟკაცებს ვხედავ
აბრაგებულა მაღრანის საძმო...
კლანჭი გამოსდო ბავშურ დარდს სევდამ
გადმომძახიან: ჩაჩანო აქ მო...

...მოგინათლიათ ჩაჩანად ძმადე:
გადედლებული ქალების ეშხით...
ნაფარეულზე გათენთილ ხვადებს
ძმებო, ეს ღამე ბოლომდე შეშლით...

და თითქოს ეხლაც მოცვივდნენ ველში...
ზედ დამამტვრიეს ბერდანა მუზის...
ვით იმათგანი ვხრიალებ ყელში:
-რა დროს ლექსია სამშობლოს უჭირს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები