ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


სისხლის წერილი

                                                              დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს...

და წერდა სისხლი ბორკილში ვიდრე
გალესილ სხეულს წყუროდა ზვირთი
ბოლო ბრძოლისთვის ვაგროვებ ზვირთებს
და უფლისწვეთელ მეომრებს ვითვლი...
ვინ ამოტეხა სამარის კლიტე?
თბილსისხლს, გულისკარს რომელი ძიძგნის...
ეს სისხლი იმდენ სიძულვილს იტევს
რამ შეიწყნაროს უფალო იგი...
პირბნელი დანა სულის ყელს უქნევს
ზვირთებო, სისხლის რა დროს ნებდებით...
სამყარომ ფლიდმა: ძველმა მედუქნემ
დახლზე გაფინა უფლის ფერდები...
შეილეწება დუმილისკარი
ზარი მართალთა როცა შემოკრავს
ეს ჩემი ლექსი ვით ამირბარი
წამოვარდება ფეხზე დემონთან...
და წერს სისხლლექსი ბორკილში ვიდრე
გალესილ სხეულს წყურია ზვირთი
ბოლო ბრძოლისთვის ვაგროვებ ზვირთებს
და უფლისწვეთელ მეომრებს ვითვლი...


დამდეგ შობას გილოცავთ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები