ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2008


ფინალის ლექსი

**Kilimanjaro is a snow covered mountain 19,710 feet high, and it is said to be the highest mountain in Africa. Its western summit is called the Masai "Ngàje Ngài," the House of God. Close to the western summit there is the dried and frozen carcass of a leopard. No one has explained what the leopard was seeking at that altitude.

The Snows of Kilimanjaro
Ernest Hemingway


როცა მუხლებმაც მიღალატეს და
ხელუხლებმა
ნაოცნებარმა დამიქნია
ხელი შორიდან,
რადგან მკაცრი და
უმოწყალო სასოწარკვეთა,
სინანულთან და
სიბერესთან  ერთად მოვიდა,
აუხდენელმა სურვილებმა
რადგან დამღალა,
სულზეც დამღა მაქვს,
ყორანი მყავს მხარზე დამჯდარი.
სხვების გაკვალულ ბილიკებზე
რადგან არ დავალ,
რადგან დავლეწე
სასტიკ ომში კალამ-აბჯარი,
თავს არ დავეძებ,
უგუნურთა წესს არ ვივიწყებ, -
მწვერვალისაკენ
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მივიწევ,
იქ, “ღმერთის სახლში,”
გაყინული ლეოპარდივით,
მეც მეგულება,
მეც მაქვს ჩემი კილიმანჯარო.

**კილიმანჯარო მარადთოვლიანი 19 170 ფუტის სიმაღლის მთაა, და როგორც ამბობენ ყველაზე მაღალი მთაა აფრიკაში. მასაის ტომი, მის დასავლეთ მწვერვალს “ნგაიე, ნგაი”-ს უწოდებს, რაც “ღმერთის სახლს” ნიშნავს. დასავლეთით, მწვერვალთან ახლოს გამხმარი და გაყინული ლეოპარდის გვამია. ვერავინ ხვდება რამ აიყვანა ლეოპარდი ამ სიმაღლეზე.
ერნესტ ჰემინგუეი
“კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები