"არ მოგეწონოს იქნება, სთქვა: რისთვის ითავხედაო? მონად აღზრდილმა მოლექსემ, სალამი გამიბედაო." ვაჟა-ფშაველა
ამინდებია უთვისტომო, იმდენად ცივი, ძველბში ატანს და წამი წუთობს, დღეები თვეობს, მგზავრის გარეშე დარჩენილი, ვარ წყალში ტივი, გაღმა ნაპირზე გადაგიყვან, წამოდი თეო.
წამოდი, გზაზე მოგიყვები განვიცდი რასაც, და რაც აქამდე ვერ გავბედე, გავბედო უნდა, ყოველი სიტყვა, რასაც ვიტყვი დამიჯდეს ფარსად, ყოველი სიტყვით. და დაგკარგო სიტყვებით თუნდაც
უნდა იცოდე, და გჯეროდეს, და გწამდეს ამის, უშენოდ ყოფნა რომ არ მიღირს არცერთ დიდებად, ოდესმე მოვა, ვიცი მოვა ისეთი ჟამი როცა სიტყვები თავისთავად გამარტივდება,
როცა უმგზავრო ტივს გაყვები უმისამართოდ, ამ ტივს მიანდობ გულის ფრთხიალს, სუნთქვას და მზერას, მზერადაღლილი გევედრები, თვალებწარმართო, _ გთხოვ შემიყვარე. და თვალები მპასუხობს _ ვერა.
ამინდებია იმდენადვე ცივი, და ყინავს, ყველა სიზმარში გევედრები, ხელები მომე. მინდა რომ ვიყო დაორთქლილი, ოთახის მინა, შენი ოთახის, და ზედ გული დახატო ხოლმე,
აირეკლება ყველაფერი ემოციებად, ქრისტეს სხეული თითქოს ჯვარზე გამიკრეს მკერდშიც. სუნთქვა რომელიც შენს ოცნებებს შვილად მიება. და უნებლიე იმედცვანა, თვალების თქეში.
ამინდებია უთვისტომო, იმდენად ცივი, ძველბში ატანს და წამი წუთობს, დღეები თვეობს, მგზავრის გარეშე დარჩენილი, ვარ წყალში ტივი, გაღმა ნაპირზე გადაგიყვან, წამოდი თეო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. უჰ, კარგი იყო, იმედია თეოც წამოვიდა :) უჰ, კარგი იყო, იმედია თეოც წამოვიდა :)
41. თეო ესეთ ლექსებს რომ წერდს რაღა უჭირდა :D
მე შაირობა უფრო მომეწონა2+ თეო ესეთ ლექსებს რომ წერდს რაღა უჭირდა :D
მე შაირობა უფრო მომეწონა2+
40. კარგი ლექსია თეო, :) წარმატებები კარგი ლექსია თეო, :) წარმატებები
39. ლექსი ლექსად_კარგია,მაგრამ შაირებითაც არანაკლებ ვიხალისე . + + ლექსი ლექსად_კარგია,მაგრამ შაირებითაც არანაკლებ ვიხალისე . + +
38. მე მგონია, რომ ბახა არ არსებობს და ესეც თეოს დაწრილია მე მგონია, რომ ბახა არ არსებობს და ესეც თეოს დაწრილია
36. სიტყვა-პასუხმა ჩამაღიმილა :) მშვენიერ :P სიტყვა-პასუხმა ჩამაღიმილა :) მშვენიერ :P
35. ლექსი არა, მარა კარგი შაირია მიდით გააგრძელეთ რაა, მშვენიერებია და მომეწონა ორთავეს პასუხები. ლექსი არა, მარა კარგი შაირია მიდით გააგრძელეთ რაა, მშვენიერებია და მომეწონა ორთავეს პასუხები.
34. ლექსი მაგარია, თუმცა ხაფანგია :))) ლექსი მაგარია, თუმცა ხაფანგია :)))
33. ლექსი კარგია, მაგრამ კაფიობა-შედევრი! :)
5 ყველაფერში. :) ლექსი კარგია, მაგრამ კაფიობა-შედევრი! :)
5 ყველაფერში. :)
32. რა კარგი ლექსია!
და თეოს რა კარგი შაირობა სცოდნია?????????????????? არ მეგონა მთლად ასეც თეო.... 5-ები ორივეს )))) რა კარგი ლექსია!
და თეოს რა კარგი შაირობა სცოდნია?????????????????? არ მეგონა მთლად ასეც თეო.... 5-ები ორივეს ))))
31. კარგები ხართ ორივე,ლექსიც მომეწონა :) ++ კარგები ხართ ორივე,ლექსიც მომეწონა :) ++
30. ჰო, ეპიგრაფს ავტორის მითითება ჭირდება, ეს აუცილებელია. :) ჰო, ეპიგრაფს ავტორის მითითება ჭირდება, ეს აუცილებელია. :)
29. ლიქოკელების გვარზე მეც ბევრი რამ ვიცი. ძველ დროში ბრწყინვალე ქირურგები იყვნენ, საოცარი ექიმები... თავის ქალი ტრეპანაციას აკეთებდნენ, წარმოუდგნელად მეჩვენება დღევანდელი გადასახედიდანაც კი. თანაც არამითს თუ მოეწონა ლექსი, ესე იგი მართლა ძალიან კარგია.
ამინდებია უთვისტომო, იმდენად ცივი, ძველბში ატანს და წამი წუთობს, დღეები თვეობს, მგზავრის გარეშე დარჩენილი, ვარ წყალში ტივი, გაღმა ნაპირზე გადაგიყვან, წამოდი თეო. + + + ასეთი სიტყვები, ძალიან დასაფასებელია მართლაც. ნიჭიერები ხართ წიკლაურები და ლიქოკელები რა მეთქმის თქვენ ილექსეთ, მე წავიკითხავ. :) 5 ქულა. ლიქოკელების გვარზე მეც ბევრი რამ ვიცი. ძველ დროში ბრწყინვალე ქირურგები იყვნენ, საოცარი ექიმები... თავის ქალი ტრეპანაციას აკეთებდნენ, წარმოუდგნელად მეჩვენება დღევანდელი გადასახედიდანაც კი. თანაც არამითს თუ მოეწონა ლექსი, ესე იგი მართლა ძალიან კარგია.
ამინდებია უთვისტომო, იმდენად ცივი, ძველბში ატანს და წამი წუთობს, დღეები თვეობს, მგზავრის გარეშე დარჩენილი, ვარ წყალში ტივი, გაღმა ნაპირზე გადაგიყვან, წამოდი თეო. + + + ასეთი სიტყვები, ძალიან დასაფასებელია მართლაც. ნიჭიერები ხართ წიკლაურები და ლიქოკელები რა მეთქმის თქვენ ილექსეთ, მე წავიკითხავ. :) 5 ქულა.
28. ავტორი: ბახა ლიქოკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
კარგი ლექსია, ისე ამას წინათ ერთი კარგი მისტიკური რომანი წავიკითხე "თეთრი ლამა" ,იქ ლიქოკელია მთავარი მოქმედი პერსონაჟი და საკმაოდ დადებითი პიროვნება და საერთოდ ამ გვარის შესახებ ბევრი რამე გავიგე ძალიან საინტერესო,ვფიქრობ სიმართლეს შეესაბამება და მას მერე ამ გვარის ხალხის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას და პატივისცემას ვგრძნობ.. :) კეთილი იყოს შენი ფეხი ურაკზე,(აქამდე არ შემიმჩნევიხარ) ავტორი: ბახა ლიქოკელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
კარგი ლექსია, ისე ამას წინათ ერთი კარგი მისტიკური რომანი წავიკითხე "თეთრი ლამა" ,იქ ლიქოკელია მთავარი მოქმედი პერსონაჟი და საკმაოდ დადებითი პიროვნება და საერთოდ ამ გვარის შესახებ ბევრი რამე გავიგე ძალიან საინტერესო,ვფიქრობ სიმართლეს შეესაბამება და მას მერე ამ გვარის ხალხის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას და პატივისცემას ვგრძნობ.. :) კეთილი იყოს შენი ფეხი ურაკზე,(აქამდე არ შემიმჩნევიხარ)
27. ვისღა ახსოვს ბრაზილიური სერიალები ან კიდევ თურქული:D:D:D:რაღაც იზელია თუ რავიცი:D:D: გადარეულია მთელი საქართველო:D:D;შემოიხედონ ერთი ურაკზე რა ხდება:) მოკლედ რა ხალისით შემოიჭერი შე ცუღლუტუნავ შენა ჰა:):D:D:D:თეო:D:D:D ჰჰოოოოოოოოოოოო---აი 5555იიიაანნებიიი თქვენ:D:D:D;
კარგი დათო შენ კიდევ რა იყო რა:D:D:D;აი შენც 5555 :D:D: ვისღა ახსოვს ბრაზილიური სერიალები ან კიდევ თურქული:D:D:D:რაღაც იზელია თუ რავიცი:D:D: გადარეულია მთელი საქართველო:D:D;შემოიხედონ ერთი ურაკზე რა ხდება:) მოკლედ რა ხალისით შემოიჭერი შე ცუღლუტუნავ შენა ჰა:):D:D:D:თეო:D:D:D ჰჰოოოოოოოოოოოო---აი 5555იიიაანნებიიი თქვენ:D:D:D;
კარგი დათო შენ კიდევ რა იყო რა:D:D:D;აი შენც 5555 :D:D:
26. :))))) აქ მალე ომი დაიწყება და თეო მანდილი უნდა ჩააგდო:D:D :))))) აქ მალე ომი დაიწყება და თეო მანდილი უნდა ჩააგდო:D:D
25. კარგი ფილმია მოიტაცეს თამარ ქალი, და, თუ არავის ეწყინება, მანამ არ გავივლი სანამ თეო არ მეტყვის ამას. კარგი ფილმია მოიტაცეს თამარ ქალი, და, თუ არავის ეწყინება, მანამ არ გავივლი სანამ თეო არ მეტყვის ამას.
24. თეო ზანიატია....................გაიარე, გაიარე...........მისამართი შეგეშალა.............. გუგა. 2014-02-07 19:06:2 გუგა იქნებ დააკონკრეტოთ ვისგან არის * დაზანიატებული* თუ ვინ *დაიზანიატა* თეო?? თეო ზანიატია....................გაიარე, გაიარე...........მისამართი შეგეშალა.............. გუგა. 2014-02-07 19:06:2 გუგა იქნებ დააკონკრეტოთ ვისგან არის * დაზანიატებული* თუ ვინ *დაიზანიატა* თეო??
23. მაგრად მეცინება :)))))) ოცნებას კაცი არ მოუკლავს ო ესეც ტყუილია,ოცნებით კვდებიან ხოლმე ზუსტად :) თუმცა მე მაგრად დავაშავე აქ რო მოვიყვანე თეო საერთოდ მაგრად მეცინება :)))))) ოცნებას კაცი არ მოუკლავს ო ესეც ტყუილია,ოცნებით კვდებიან ხოლმე ზუსტად :) თუმცა მე მაგრად დავაშავე აქ რო მოვიყვანე თეო საერთოდ
22. რთულია სიყვარული, მარააა............ოცნებიზა კაცი არ მოუკლავთ ძამა....................
თეო ზანიატია....................გაიარე, გაიარე...........მისამართი შეგეშალა.............. რთულია სიყვარული, მარააა............ოცნებიზა კაცი არ მოუკლავთ ძამა....................
თეო ზანიატია....................გაიარე, გაიარე...........მისამართი შეგეშალა..............
21. ამ ბიჭში ნამდვილი აპოლოგეტი იმალება და ჭეშმარიტი რომანტიკოსი! არაფრისმთქმელი 2 ქულა შენ!
ამ ბიჭში ნამდვილი აპოლოგეტი იმალება და ჭეშმარიტი რომანტიკოსი! არაფრისმთქმელი 2 ქულა შენ!
20. ნეტა, ჩვენ არ დაგვპატიჟებენ? ამ ამა ღლებულ ლექსს ++ ნეტა, ჩვენ არ დაგვპატიჟებენ? ამ ამა ღლებულ ლექსს ++
19. მომეწონა ლექსი ++ :))) მომეწონა ლექსი ++ :)))
17. ამინდებია იმდენადვე ცივი, და ყინავს, ყველა სიზმარში გევედრები, ხელები მომე. მინდა რომ ვიყო დაორთქლილი, ოთახის მინა, შენი ოთახის, და ზედ გული დახატო ხოლმე,
ლამაზია :) ამინდებია იმდენადვე ცივი, და ყინავს, ყველა სიზმარში გევედრები, ხელები მომე. მინდა რომ ვიყო დაორთქლილი, ოთახის მინა, შენი ოთახის, და ზედ გული დახატო ხოლმე,
ლამაზია :)
16. :))საინტერესოაა;) მარა თეოს კარგად ვიცნობ და ასე ადვილად ვერ დაიპყრობ მის გულს წრიაპების ჩაცმა მოგიწევს მისი მწვერვალის დასაპყრობად. კაფიები მომეწონაა მიყვარს :* :))საინტერესოაა;) მარა თეოს კარგად ვიცნობ და ასე ადვილად ვერ დაიპყრობ მის გულს წრიაპების ჩაცმა მოგიწევს მისი მწვერვალის დასაპყრობად. კაფიები მომეწონაა მიყვარს :*
15. ტყვილა გულშემატკივრობ ნინა :DD ტყვილა გულშემატკივრობ ნინა :DD
14. გმადლობ ნინავ :)
ფორუმში გადავინაცვლებთ ჩვენ, ვისაც უნდა წამოვიდეს. გმადლობ ნინავ :)
ფორუმში გადავინაცვლებთ ჩვენ, ვისაც უნდა წამოვიდეს.
13. ყოჩაღ ბახა! გგულშემატკივრობ! ++ :) ყოჩაღ ბახა! გგულშემატკივრობ! ++ :)
12. სიყვარულს მთხოვ და გწადია შენთვის მიცემდეს ეგ გული, მიყვარდე, განა მჭადია დიდი ნაჭერი სულგუნით?
თეო წიკლაური
თავს ნუ მაცოდებ გოგოვ და არ გამაგონო სლუკუნი, შენ შემიყვარე ოღონდ და მჭადიც ვიყო და სულგუნიც.
სიყვარულს მთხოვ და გწადია შენთვის მიცემდეს ეგ გული, მიყვარდე, განა მჭადია დიდი ნაჭერი სულგუნით?
თეო წიკლაური
თავს ნუ მაცოდებ გოგოვ და არ გამაგონო სლუკუნი, შენ შემიყვარე ოღონდ და მჭადიც ვიყო და სულგუნიც.
11. ისედაც დარეტილი ხარ, ჭკუა სულ გამოგელია, სარგებლობ ჩემი სიკეთით, ეშმაკობ როგორც მელია.
თეო წიკლაური
გადამიკეტე ცხადია, ყველა მავალი შარაო, მე სულ სხვა რამე მწადია, სიკეთე არა მკმარაო, რამდენი ლექსი ვუთხარი, მიყვარხარ _ მითხრა არაო, ყოველთვის მითხრა უარი ახლო არ გამიკარაო, აფრიალ-ჩაფრიალდება ჩემს ირგვლივ როგორც მარაო, გულს მძიმე ლოდებ ნადება, გულიც შემომეპარაო. ისედაც დარეტილი ხარ, ჭკუა სულ გამოგელია, სარგებლობ ჩემი სიკეთით, ეშმაკობ როგორც მელია.
თეო წიკლაური
გადამიკეტე ცხადია, ყველა მავალი შარაო, მე სულ სხვა რამე მწადია, სიკეთე არა მკმარაო, რამდენი ლექსი ვუთხარი, მიყვარხარ _ მითხრა არაო, ყოველთვის მითხრა უარი ახლო არ გამიკარაო, აფრიალ-ჩაფრიალდება ჩემს ირგვლივ როგორც მარაო, გულს მძიმე ლოდებ ნადება, გულიც შემომეპარაო.
10. თეომ რაღაც ქულები არა მყოფნისო, და მე დავკომენტარებ აქ მის პასუხს.
ისე მაშინე მოსვლითა თითქოსდა რამე შეგეძლოს, ისე გახოხებ ფორთხვითა ტვინი ახლიდან რომ გეღრძოს.
თეო წიკლაური
აქვე ჩემიც:
გულსა მტკენ მსგავსი ლექსებით, შენ ეგრე არ გემეტები, ნუ გავიწყდება წესები ეგრე სულ დავერეტები, ეგრე სულ ჭკუას ავყვები როგორც დაბმული ხარიო, არაგის წყალსა გავყვები, მერმე, მიტირე მკვდარიო. თეომ რაღაც ქულები არა მყოფნისო, და მე დავკომენტარებ აქ მის პასუხს.
ისე მაშინე მოსვლითა თითქოსდა რამე შეგეძლოს, ისე გახოხებ ფორთხვითა ტვინი ახლიდან რომ გეღრძოს.
თეო წიკლაური
აქვე ჩემიც:
გულსა მტკენ მსგავსი ლექსებით, შენ ეგრე არ გემეტები, ნუ გავიწყდება წესები ეგრე სულ დავერეტები, ეგრე სულ ჭკუას ავყვები როგორც დაბმული ხარიო, არაგის წყალსა გავყვები, მერმე, მიტირე მკვდარიო.
8. კარგა ვერ გაგიშიფრია, სანამ კი დრო გაქვს იფრინე, თუმც წუთნიც მალე მიქრიან, მოვალ და გაგაშიფრინებ. კარგა ვერ გაგიშიფრია, სანამ კი დრო გაქვს იფრინე, თუმც წუთნიც მალე მიქრიან, მოვალ და გაგაშიფრინებ.
7. ჩემო დამწვარო ბახაო, გავშიფრე შენი ზრახვაო, არ გეღისრება იცოდე ცხრა რძალთან ჩემი ნახვაო:) :P
ჩემო დამწვარო ბახაო, გავშიფრე შენი ზრახვაო, არ გეღისრება იცოდე ცხრა რძალთან ჩემი ნახვაო:) :P
6. სადაც ასატეხია იქ ატყდეს, კარგა ხანს ვითმინე ყველაფერი.
"ცხრა ვაჟი შამამისიო, ცხრა ალესილი ხრმალია, ცხრა რძალი ბანზედ დაგისვა დაღრეჯით მატირალია." სადაც ასატეხია იქ ატყდეს, კარგა ხანს ვითმინე ყველაფერი.
"ცხრა ვაჟი შამამისიო, ცხრა ალესილი ხრმალია, ცხრა რძალი ბანზედ დაგისვა დაღრეჯით მატირალია."
5. ვნახოთ ნახოთ:) ოღონდ აქ ბახა-ბუხი არ ატეხო :) :P ვნახოთ ნახოთ:) ოღონდ აქ ბახა-ბუხი არ ატეხო :) :P
4. რახან ერთი გავბედე, სხვასაც ბევრს მოგიტან აქ. რახან ერთი გავბედე, სხვასაც ბევრს მოგიტან აქ.
3. მახა მომწეონა. არაა ცუდი:) მაგრამ ცოლად ვერ გამოგყვები ამ ერთი ლექსის გულიზე:D მახა მომწეონა. არაა ცუდი:) მაგრამ ცოლად ვერ გამოგყვები ამ ერთი ლექსის გულიზე:D
2. არა ბარნი:Dნამეტანი შორსაა და იქ ვერ წავალ:)
ბახა :D:D:D:D
არა ბარნი:Dნამეტანი შორსაა და იქ ვერ წავალ:)
ბახა :D:D:D:D
1. თეო, გაჰყევი, თეო :))) თეო, გაჰყევი, თეო :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|