ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიკელა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


აღარ მიყვარხარ?

ირღვევა კლდეი სალი...
მზეს დაჰფარვია ბინდი...
წყაროში დაშრა წყალი,
ფერდობზე ჰყვავის შინდი,
უდარდელობის ნისლი
ცას მარტოობის ჰფარავს,
და უკვე მკვდარი ისლი
იცავს წვიმისგან კარავს...
წამია თურმე ყოფნა,
ჰკივის არყოფნის ჟამი...
სხეული-მუნჯი თოფრა,
სული-დამშრალი ჯამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები