 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: თარგმანი 22 თებერვალი, 2014 |
საიგიო (1118-1190)
მთის ქოხი (სანკაშიუ) (შემოკლებული ვარიანტი)
პოეტის სახელი საიგიო - „დასავლეთისკენ მიმავალს“ (西行) ნიშნავს. მას აგრეთვე მოიხსენიებ-დნენ როგორც საიგიოო-ჰოოში (西行法師), სადაც „ჰოოში“ სასულიერო რანგია და ბერს ნიშნავს, მისი ნამდვილი სახელი კი სატოო ნორიკიიო / იოშიკიოა (佐藤義清). საიგიო მოღვაწეობდა ჰეიანისა (平安時代 - 794-1185) და კამა-კურას (鎌倉 - 1185-1333) ეპოქების მიჯნაზე.
*** გონების თვალით შემოდგომის ვფურცლავ ფერადებს... ნისლები ფარავს მთის ფერდობზე შეყუჟულ სოფელს. გამოდარებას არ აპირებს ავი ტაროსი.
მთვარე
საღამოს ბინდი. შემოდგომის ცაზე გამოჩნდა ფერმკრთალი მთვარე - სახელად: „თითქოს, სადღაც სულ ოდნავ“.
*** მამლის ყივილმა უდროო დროს გაკვეთა ღამე. ალბათ აცდინა შემოდგომის მთვარის ნათელმა.
შემოდგომის ბილიკებზე
„როდის შეფერავ მეწამულით ნეკერჩხლის ფოთლებს, როდისღა, როდის?“- საწვიმარ ქუფრით პირმობურულ ცას მინდა ვკითხო.
*** რა ბედენაა ჩემი სევდა და სიმძიმილი? ზარებსაც უკვე ხმა ეცვალათ საღამოს ბინდში. ნამის წვეთები სიცივისგან თრთვილად ქცეულან...
*** შორს ყველასაგან, კლდოვანი მთების ხეობაში ეული, მარტო, კვლავ მივეცემი კაეშან ფიქრებს, გარიდებული თვალთაგან კაცთა.
*** სისხამი დილა. მკერდით მოარღვევს, ბალახების შქერალს ირემი... და უხმაუროდ, მდუმარედ ცვივა, მიწაზე, დაბლა, ნამის წვეთები.
*** ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ - ნაზი ყვავილი. თითქოს ჩემს ფარულ, გაუმხელელ სიყვარულს ვხედავ.
მიჩინოკუში21 რომ ვიყავი, შუაგულ მინდორში მაღალი საფლავის ბორცვი შევნიშნე. ვიკითხე თუ ვისი განსასვენებელი იყო. „ ვინმე ჩიუჯიოს საფლავიაო“ - მითხრეს. – „ხო მაგრამ რომელი ჩიუჯიოს?“ - ჩავეკითხე მე – „სანეკატა ასონისო“ - მიპასუხეს. ზამთარი იდგა, თეთრი თოში შეჰყინვოდა სუსუკის ბუჩქებს, სევდიანი ფიქრები მომეძალა:
მხოლოდ სახელი მარადისი! აი ესაა, რაც კი დარჩა, შენგან მიწაზე... და ერთადერთი სახსოვარი - ხმელი ბალახი.
დავწერე კოიას მთაზე ყოფნისას როცა ლექსებს ვთხზავდით თემაზე: „წყლის ხმა გვიანი ღამით“
ხმები გაიბნა, მხოლოდ გრაგანი ქარაშოტის ისმის სარკმლიდან. მერე დაოკდა და მასზედ რომ ღამე შეზავთდა - წყალმა მიამბო.
*** წარმავალია ყველაფერი, ყოველი არსი. და მეც მათ ვგავარ - ალუბლების ფარფატა ყვავილთ. ქარი აოტებს და გაფანტავს ყველაფერს ირგვლივ, სად დავიმალო... სად გავიქცე... კი მაგრამ საით?
*** ჩემი დღეები, წილხვედრილი, უკვე ბინდდება. შემომესია სიბერეში ფიქრების ჯარი. იქ კი, შორეთში, მთვარე ნელა ილევა, ქრება.
*** გზას არ ვინიშნავ, სულ შორს-შორს წავალ, დასალიერში, სიღრმეში მთების... მაგრამ თუ არის ნეტავ სადმე ადგილი მყუდრო, რომ არ ვისმინო ამა სოფლის ვაება მწარე?
*** ეული ფიჭვი ჩემს ბაღში, ბორცვზე. ჩემო ძმობილო შენთან ერთად ვხვდები სიბერეს.
*** როცა კაეშან მოგონებებს თავს ვეღარ ვაღწევ, ნაღველს მიმატებს სევდიანი ზარები მწუხრის.
*** სადღაც სულ ახლოს ჩალის სასტვენს ჩაჰბერა ბიჭმა. ზაფხულის ცხელი მთვლემარე დღე, შეკრთა, შეფხიზლდა.
*** დასასვენებლად წამოვწექი, მყუდრო კუთხეში. უცებ მომინდა მეთამაშა დამალობანა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში... და გამეღიმა.
*** ძალა არ მყოფნის მოვიცილო ფიქრები მრუმე, სიკვდილზე ვფიქრობ. ო, საწუთროო! წუთისოფელში ვეხეტებით ხელისცეცებით...
*** ოი, სირცხვილო! მშობელი დედაც გვავიწყდება ვინაც გაგვზარდა. ძრწოლაატანილ გონებაში სიკვდილი ბუდობს.
*** კიდევ ვის უხმობ ჩემს მთის ქოხში, რას ხმიობ ჩიტო? მე ხომ მინდოდა აქ ეულად, მარტო მეცხოვრა...
*** სულ ზემოთ, ზემოთ მივუყვები წმინდა ბილიკებს. კამიჯის მთებში, მწვერვალებში ულამაზესზე, ქარი ხმაურობს, ფიჭვების ვარჯში.
*** ხავსის ქათიბზე, ხეობაში, კლდეებზე წყალი წვეთ-წვეთ ჩამოდის. თითქოს და წყდება. რა ბეჩავია ჩემი ქოხი ამ მთების ფონზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ამასწინათ ვკითხულობდი იასუნარი კავაბატას წერილს, სადაც საიგიო იყო ნახსენები, დავინტერესდი და ქართულად ნათარგმნი სამიოდე ტანკა ვიპოვე მხოლოდ ინტერნეტში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, თქვენი წყალობით გავეცანი :) მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის თარგმანი ყოფილა, მაინც საოცრად მოაქვს ემოცია. 5. ამასწინათ ვკითხულობდი იასუნარი კავაბატას წერილს, სადაც საიგიო იყო ნახსენები, დავინტერესდი და ქართულად ნათარგმნი სამიოდე ტანკა ვიპოვე მხოლოდ ინტერნეტში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, თქვენი წყალობით გავეცანი :) მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის თარგმანი ყოფილა, მაინც საოცრად მოაქვს ემოცია. 5.
9. ყველას მადლობა შეფასებისთვის.
ძირითადად თარგმანი შესრულებულია ვერა მარკოვას (В. Н. Маркова) მიხედვით (იგი მიჩნეულია იაპონური პოეზიის ერთ-ერთ, ყველა დროის საუკეთესო მთარგმნელად. იყო იმპერატორის ორდენის კავალერი დამსახურებისათვის იაპონური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი ღვაწლისათვის.) ასევე თარგმნის დროს გამოყენებულია А. Долина-ს, Т. Соколова-Делюсина-ს, და В. Санович-ის ცალკეული პუბლიკაციები თემის ირგვლივ, გარჩევები და თარგმანები ურთიერთშედარებისთვის. ასევე გამოყენებულია მასალები - Classical Japanese Database - http://carlsensei.com/classical/index.php/-დან, ბარტონ ვატსონის ინგლისური თარგმანი ( Burton Watson) Saigyō: Poems of a Mountain Home, 1991.
ყველას მადლობა შეფასებისთვის.

8. "რა ბეჩავი" იქნება ახლა აქ ჩემი კომენტარი " ამ მთების ფონზე!" "რა ბეჩავი" იქნება ახლა აქ ჩემი კომენტარი " ამ მთების ფონზე!"
7. საინტერესოა ორიგინალთან მიმართება... მომეწონა... +5 საინტერესოა ორიგინალთან მიმართება... მომეწონა... +5
6. საერთოდ, მგონია, რომ იაპონური ტანკა კარგად ერგება ქართულ ენას და ჩემი ვარაუდით, თარგმნისას თითქმის არაფერი იკარგება.
კარგი იყო, რა თქმა უნდა. არც მქონდა აქამდე წაკითხული საიგიო.
რომელი ენიდან თარგმნეთ?
საერთოდ, მგონია, რომ იაპონური ტანკა კარგად ერგება ქართულ ენას და ჩემი ვარაუდით, თარგმნისას თითქმის არაფერი იკარგება.
კარგი იყო, რა თქმა უნდა. არც მქონდა აქამდე წაკითხული საიგიო.
რომელი ენიდან თარგმნეთ?
5. ეს თარგმანი დილით წავიკითხე და სულ დამავიწყდა რომ დამეკომენტარებინა.:) ძალიან ძალიან მომეწონა. დავტოვე მე აქ ჩემი ფრიადი და წავედი იმის იმედით, რომ შემოვალ ისევ მოვიხიბლები ამ ავტორის შემოქმედებით:) ეს თარგმანი დილით წავიკითხე და სულ დამავიწყდა რომ დამეკომენტარებინა.:) ძალიან ძალიან მომეწონა. დავტოვე მე აქ ჩემი ფრიადი და წავედი იმის იმედით, რომ შემოვალ ისევ მოვიხიბლები ამ ავტორის შემოქმედებით:)
3. ძალიან მაგარია ! მადლობა! ყველა ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარია ! მადლობა! ყველა ძალიან მომეწონა.
2. არ ამოვაკოპირე, - მთლიანად მომიწევდა გადმოტანა! ეს ის შემთხვევაა, როცა გულისფანცქალით ველოდი, მეშინოდა, "არ დასრულდებოდნენ ეს პაწაწუნები-მეთქი"...
ბრავო! არ ვიცი, როგორ ჟღერს თითოეული მათგანი იაპონურად, მაგრამ, ქართულად რომ ულამაზესადაა ნათქვამი, ფაქტია!
კიდევ ერთხელ ბრავო და 555555555555555555555555555 არ ამოვაკოპირე, - მთლიანად მომიწევდა გადმოტანა! ეს ის შემთხვევაა, როცა გულისფანცქალით ველოდი, მეშინოდა, "არ დასრულდებოდნენ ეს პაწაწუნები-მეთქი"...
ბრავო! არ ვიცი, როგორ ჟღერს თითოეული მათგანი იაპონურად, მაგრამ, ქართულად რომ ულამაზესადაა ნათქვამი, ფაქტია!
კიდევ ერთხელ ბრავო და 555555555555555555555555555
1. *** წარმავალია ყველაფერი, ყოველი არსი. და მეც მათ ვგავარ - ალუბლების ფარფატა ყვავილთ. ქარი აოტებს და გაფანტავს ყველაფერს ირგვლივ, სად დავიმალო... სად გავიქცე... კი მაგრამ საით?
*** ჩემი დღეები, წილხვედრილი, უკვე ბინდდება. შემომესია სიბერეში ფიქრების ჯარი. იქ კი, შორეთში, მთვარე ნელა ილევა, ქრება.
*** გზას არ ვინიშნავ, სულ შორს-შორს წავალ, დასალიერში, სიღრმეში მთების... მაგრამ თუ არის ნეტავ სადმე ადგილი მყუდრო, რომ არ ვისმინო ამა სოფლის ვაება მწარე?
++საინტერესოა *** წარმავალია ყველაფერი, ყოველი არსი. და მეც მათ ვგავარ - ალუბლების ფარფატა ყვავილთ. ქარი აოტებს და გაფანტავს ყველაფერს ირგვლივ, სად დავიმალო... სად გავიქცე... კი მაგრამ საით?
*** ჩემი დღეები, წილხვედრილი, უკვე ბინდდება. შემომესია სიბერეში ფიქრების ჯარი. იქ კი, შორეთში, მთვარე ნელა ილევა, ქრება.
*** გზას არ ვინიშნავ, სულ შორს-შორს წავალ, დასალიერში, სიღრმეში მთების... მაგრამ თუ არის ნეტავ სადმე ადგილი მყუდრო, რომ არ ვისმინო ამა სოფლის ვაება მწარე?
++საინტერესოა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|